ეშტონ კაჩერმა ელენ დეჯენერესი სასიამოვნოდ გააოგნა. ამ უკანასკნელის შოუს 40 წლის მსახიობი თავის პარტნიორთან გაი ოსირთან ერთად ესტუმრა. დიალოგისას ეშტონმა და გაიმ განცხადება გააკეთეს საკმაოდ მსხვილი შემოწირულობის შესახებ, რომელიც ელენის Wildlife ფონდს გადაურიცხეს. საუბარია 4 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რომელსაც გორილების გადასარჩენად გამოიყენებენ.
საუბრისას ეშტონმა თქვა, რომ დიდი ხანია, რაც ტელეწამყვანთან მეგობრობს და ყოველთვის ხედავს, თუ როგორ ეხმარება ელენი ადამიანებს და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს. მიუხედავად ამისა, მას არასდროს უთხოვია დახმარება სხვებისთვის და ახლა, როდესაც დეჯენერისს ფონდი აქვს დაარსებული, ეშტონმა გადაწყვიტა, მეგობარს დაეხმაროს.