ემა უოთსონმა უილიამ ნაითთან ორწლიანი ურთიერთობა დაასრულა. ჰარი პოტერის ვარსკვლავსა და ამერიკელ ტექნოლოგიების მეწარმეს შორის ურთიერთობა წლის დასაწყისში დაიძაბა. ემა არასოდეს ასაჯაროებდა მის პირად ცხოვრებას და მას არასოდეს უსაუბრია თავის ურთიერთობაზე უილიამთან. ისინი ერთად ბოლოს მაისში შეამჩნიეს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე.
წყვილის შესახებ სასიყვარულო ჭორები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ პერიოდში ემასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა:
“უილიამი ერთი უბრალო ადამიანია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჰოლივუდთან და ემას ეს ფაქტი ძალიან მოსწონს. ის ძალიან გულგატეხილი იყო მეთიუ ჯენისთან გაშორების შემდეგ. მას რეაბილიტაციისა და მზადყოფნისთვის, რომ სხვასთანაც სცადოს ურთიერთობის დაწყება, 1 წელზე მეტი დასჭირდა. ისინი ერთმანეთს აბედნიერებენ და როდესაც ემას სცალია, ყოველთვის ხვდებიან.”
შორიდან ისე ჩანდა, თითქოს წყვილისთვის ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. თებერვალში ემამ უილიამის მშობლებიც გაიცნო.
“მე შევხვდი ემას და ის საოცარი გოგოა. თუმცა ჩვენ მას ხშირად ვერ ვხედავთ მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.” – განუცხადა Daily Mirror-ს ნაითის დედამ.