ამ სტატიაში წარმოდგენილი თითოეული მსახიობი ნამდვილი ვარსკვლავია და დღეს, რთული დასაჯერებელიც კია, რომ რომელიმე მათგანი გარეგნობით დაიწუნეს… დიახ, მერილს სტრიპს, ქეით უინსლეტს, ბენედიქტ კამბერბეტჩსა და კიდევ 7 ცნობილ ადამიანს წარსულიდან სწორედ ეს უსიამოვნო ფაქტი აერთიანებს:
1. ჯენიფერ ლოურენსი
ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე ოსკაროსანმა ჯენიფერმა გაიხსენა საკუთარი კარიერის დასაწყისი – როგორც აღმოჩნდა, მისგან არაერთი პროდიუსერი ითხოვდა წონაში დაკლებას, რადგან თვლიდნენ, რომ მსუქანი იყო. როგორც აღმოჩნდა, მას ერთხელ 5 ძალიან გამხდარ გოგონასთან ერთად ფოტოებიც კი გადაუღეს, რათა ამაში თავად დარწმუნებულიყო.
2. კეტ დენნინგსი
როგორც კეტი იხსენებს, პროდიუსერები მას ხშირად აძლევდნენ შენიშნებს გარეგნობის გამო – ძირითადად ეს ეხებოდა კბილებს, თმასა და წონას… ერთხელ კი, კანის ფერიც დაუწუნეს!
3. მერილ სტრიპი
ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მსახიობმა კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. ის იმყოფებოდა კინგ კონგის სინჯებზე, თუმცა საკმაოდ უხეში უარი მიიღო – მას პირდაპირ მიახალეს, რომ შეუხედავი იყო. საბედნიეროდ, მერილი არ დანებდა და სამსახიობო გზა განაგრძო, რამაც ის უდიდეს წარმატებამდე მიიყვანა.
4. სარა ჯესიკა პარკერი
ზემოთ ჩამოთვლილი კოლეგებისაგან განსხვავებით, სარა ჯესიკას საკუთარი გარეგნობის შესახებ კომენტარების მოსმენა დღემდე უწევს – ის გამუდმებით შეჰყავთ ჰოლივუდის ყველაზე შეუხედავი ქალების სიაში, რაც, რა თქმა უნდა, მსახიობისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ძალიან მტკივნეულია.
5. ჰილარი სუონკი
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი რადიოგადაცემის უტაქტო წამყვანმა ჰილარის პირდაპირ ეთერში შეუხედავი უწოდა და ჰკითხა, უშლიდა თუ არა ეს ხელს მუშაობაში… მსახიობი ამ კითხვამ, რა თქმა უნდა, გაანაწყენა, თუმცა ემოციები შეიკავა და აღნიშნა, რომ ის ჩვეულებრივ ადამიანებს განასახიერებს, რომელთაც ნაკლოვანებები გააჩნიათ.
6. ვაინონა რაიდერი
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარიერის საწყის ეტაპზე ვაინონას გარეგნობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა – ერთ-ერთი კასტინგიდან პროდიუსერმა ის სწორედ ამ მიზეზით დაითხოვა, თუმცა, საბედნიეროდ, გოგონამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ძალიან მალე ჰოლივუდიც დაიპყრო.
7. ქეით უინსლეტი
როგორც მსახიობი იხსენებს, მას გარეგნობის გამო ჯერ კიდევ სკოლაში დასცინოდნენ. სამსახიობო კარიერის დასაწყისში კი სულ “მსუქან” პერსონაჟებს სთავაზობდნენ, რაც მისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც ტიტანიკში როლი მიიღო, გააცნობიერა – გამოვლილი გზა ამად ღირდა!
8. კირა ნაითლი
ქეითისაგან განსხვავებით, კირას სიგამხდრესთან დაკავშირებული კომენტარებით აწუხებდნენ, რაც, ძირითადად, ჟურნალისტების მხრიდან მოდიოდა და, სწორედ ამიტომ, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში თავდაცვით პოზიციაში იყო მედიის წარმომადგენლების წინაშე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, მან საერთოდ შეწყვიტა გარეგნობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ასეთ უტაქტობას იგნორით გამოეხმაურა.
9. სოფია ლორენი
ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად აღიარებულ სოფი ლორენსაც კი, კარიერის საწყის ეტაპზე, პრობლემები შეექმნა გარეგნობასთან დაკავშირებით. როგორც თავად იხსენებს, მას რამდენჯერმე მოსთხოვეს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ცხვირისა და ტუჩის ფორმების შესაცვლელად. საბედნიეროდ, იტალიელი მსახიობი პრინციპული აღმოჩნდა და ყველა ასეთი შეთავაზება უარყო: “მე ჩემი სახე მომწონს და თუ თქვენ მასთან რაიმე პრობლემა გაქვთ, სახლში წავალ!”
10. ბენედიქტ კამბერბეტჩი
გარეგნობასთან დაკავშირებული კრიტიკის მოსმენა არა მხოლოდ ქალბატონებს უწევდათ – დღეს ნამდვილად რთულია წარმოიდგინო მსახიობი, რომელიც შერლოკის როლს ბენედიქტზე ორგანულად განასახიერებს, თუმცა, როდესაც პროექტი საწყის ეტაპზე იყო, მისი კანდიდატურა კინაღამ უარყვეს იმ მიზეზით, რომ ის საკმარისად სექსუალური არ გახლდათ… კიდევ კარგი, რომ საბოლოოდ პროდიუსერებს თვალი აეხილათ!