ცნობილი ადამიანების პირად მცველებს ძალიან რთული საქმიანობა აქვთ – მათ მუდმივად უწევთ აბეზარი პაპარაცების მოგერიება. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად, სწორედ ისინი ხვდებიან ფოტოსურათებზე და ყურადღების ცენტრშიც ადვილად ექცევიან.
ამის მიზეზი მათი გამორჩეული გარეგნობაა. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ცნობილი მსახიობების ძალიან სიმპათიურ და ათლეტურ პირად მცველებს საკუთარი თვალით ნახავთ:
1. დენიელ რედკლიფის პირადი მცველი
გაიცანით სემი -, ჰარი პოტერის ვარსკვლავის მაღალი, ქერათმიანი თანმხლები, რომელიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. სამწუხაროდ, ყველაზე ცნობისმოყვარე თაყვანისმცემლებმაც კი არ იციან სხვა დეტალები ამ ძალიან სიმპათიური მამაკაცის შესახებ, თუმცა ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ – ჩვენს საყვარელ დენიელს მის გვერდით საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება!
2. ლედი გაგას პირადი მცველი
მუსიკოსი, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა, ნაბიჯს არ ადგამს პიტერ ვან დერ ვინის გარეშე – ყოფილი პოლიციელი, რომელიც 2005 წელს ბოდიბილთერთა კონკურსში მისტერ ევროპის ტიტულის მფლობელი გახდა, ადრე ადელთან მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით A star is born-ის ვარსკვლავთან გადმოინაცვლა.
3. ჯენიფერ ლოურენსის პირადი მცველები
როგორც ჩანს, ჯენიფერი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას პირადი მცველების შერჩევისას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მისი ორივე თანმხლები ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი მამაკაცია!
4. ჯენიფერ ლოპესის პირადი მცველი
შეხედეთ ენტონის, რომელიც ჯეი ლოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს – ნუთუ შესაძლებელია, რომ მისი გარეგნობის მამაკაცი კინოვარსკვლავი ან მოდელი არ იყოს?
5. ჯეისონ მომოას პირადი მცველები
ასეთი გიგანტის დასაცავად, რა თქმა უნდა, ერთი მცველი საკმარისი არ არის! მიუხედავად იმისა, რომ ჯეისონ მომოა სულაც არ ჰგავს ადამიანს, რომელსაც პირადი მცველი სჭირდება, ის ერთდროულად 3 მათგანს ასაქმებს და თუ მათი ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, ერთად ნამდვილად ძალიან კარგ დროს ატარებენ!
6. კრისტენ სტიუარტის პირადი მცველი
გარდა იმისა, რომ ბინდის ვარსკვლავის თანმხლები ძალიან სიმპათიურია, შეხედეთ მის ჩაცმულობას – ფაქტია, რომ ის გემოვნებითაც გამოირჩევა!
7. ემი ადამსის პირადი მცველი
ფილმის ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ პრემიერაზე ემი თავის პირად მცველთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც ბავშვური სახითა და ათლეტური აღნაგობით ყველას ყურადღება დაიმსახურა.