სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

როგორ გამოიყურებიან და რას აკეთებენ ცნობილი მამების ქალიშვილები?

Cinemania ავტორი Cinemania
29 მარტი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
0
როგორ გამოიყურებიან და რას აკეთებენ ცნობილი მამების ქალიშვილები?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მათ მთელი მსოფლიო იცნობს, ძალიან პოპულარულები არიან და თაყვანისმცემელთა ნაკლებობასაც არ უჩივიან… ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მაყურებლებისათვის საყვარელ მსახიობებად, ხოლო თავიანთი გოგონებისათვის კი მზრუნველ და განუმეორებელ მამებად რჩებიან!

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილი მსახიობების ქალიშვილებს, რომელთა ბავშვობის ფოტოებიც არაერთხელ გვინახავს – საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ისინი ახლა:

1. პოლ უოკერი

ფორსაჟის ვარსკვლავი 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და 1 ქალიშვილი, მიდოუ დარჩა, რომელიც ტრაგედიის დროს 15 წლის იყო. დღესდღეობით მიდოუ აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში – მამის 42 წლის იუბილესთან დაკავშირებით მან მისი სახელობის ფონდიც კი დააარსა, რომელიც სტუდენტებსა და მეცნიერებს ოკეანის შესწავლასა და დაცვაში ეხმარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის – თავად პოლს ძალიან უყვარდა ოკეანე და ამ მიმართულებით საკუთარ რესურსებს არასოდეს იშურებდა.

2. ბენ აფლეკი

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უფროსი ქალიშვილი, ვიოლეტი, 13 წლისაა და ცნობილ მშობლებთან ერთად საზოგადოების წინაშე საკმაოდ ხშირად ჩნდება, თუმცა პრესის წარმომადგენლებმა ძალიან ცოტა რამ იციან მისი პირადი ცხოვრების შესახებ. როგორც ჩანს, მსახიობები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შვილები ვარსკვლავური სენისგან დაიცვან.

3. როუენ ატკინსონი

მისტერ ბინის ქალიშვილი, ლილი გარეგნულად დედას გავს და, სხვათა შორის, მშობლების განქორწინების შემდეგ დედისსავე გვარს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვობაში რამდენჯერმე გამოჩნდა ეკრანზე, სამსახიობო კარიერა არ აურჩევია და უპირატესობა სიმღერას მიანიჭა – დღესდღეობით ის ღამის კლუბებში მსმენელის წინაშე რეპერტუარს სოულის ჟანრში ასრულებს.

4. რობინ უილიამსი

ცნობილმა მსახიობმა თავის ქალიშვილს ზელდა ერთ-ერთი პოპულარული ვიდეოთამაშის პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვა. სხვა ვარსკვლავების შვილების მსგავსად, ბავშვობაში გოგონა ძალიან ხშირად ჩნდებოდა ეკრანზე და ზრდასრულ ასაკშიც კარიერა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა – დღესდღეობით მაყურებელს მისი ნახვა რამდენიმე ამერიკულ სერიალში შეუძლია.

5. დენი დე ვიტო

დენი დე ვიტოსა და რეა პერლმანს სამი შვილი ჰყავთ, 2 გოგო და 1 ბიჭი. გასაკვირი არ არის, რომ სამივე მათგანმა საკუთარი პროფესია შემოქმედებით ინდუსტრიას დაუკავშირა – ლუსი მსახიობი გახდა და, ძირითადად, თეატრალურ წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას, ხოლო გრეისი კი – კინოპროდიუსერია.

6. სემუელ ელ ჯექსონი

ასევე კინოს დაუკავშირა ბედი ზოი ჯექსონმაც, თუმცა ცნობილი მამისგან განსხვავებით ის არა მსახიობის, არამედ სერიალების პროდიუსერის ამპლუაში მოგვევლინა.

7. რონ პერლმანი

ჰელბოის ვარსკვლავს მეუღლესთან თითქმის 40 წლიანი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ბლეიკი კი, მამის მსგავსად კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს – გარდა მსახიობობისა, ბლეიკი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩევა და ფილმებისათვის საუნდტრეკებს ქმნის.

8. ჰიტ ლეჯერი

ნაადრევად გარდაცვლილ მსახიობს მიშელ უილიამსისაგან პატარა გოგონა, მატილდა დარჩა. დღეს ის 13 წლისაა და სულ უფრო და უფრო ემსგავსება ცნობილ მამას. გამორიცხული არ არის, რომ მან მშობლების მსგავსად მომავალი კინოს დაუკავშიროს – მისი ხილვა უკვე შესაძლებელია ცნობილ ტელეშოუში VH1 – სრული წვდომა.

9. ენდი გარსია

ცნობილ მსახიობს სამი ქალიშვილი ჰყავს და, სხვათა შორის, სამივე მათგანმა სცადა მამის კვალს გაჰყოლოდა. დომინიკსა და დანიელას ეს მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოუვიდათ, ხოლო ალექსანდრამ კი უპირატესობა სამოდელო კარიერას მიანიჭა და დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას ე.წ. plus size ჩვენებებსა და ფოტოსესიებში.

10. მეთ დეიმონი

მსახიობსა და მის მეუღლეს 4 ქალიშვილი ჰყავთ. ერთი ლუსიანას პირველი ქორწინებიდან, სამი კი – საერთო. როგორც ცნობილია, გოგონებს ასაკისათვის შესაბამისი ცხოვრება აქვთ: ჩვეულებრივ სკოლაში დადიან და მაქსიმალურად ერიდებიან ვარსკვლავურ საზოგადოებაში გათქვეფას.

ბენ აფლეკიდენი დე ვიტოენდი გარსიაზელდა უილიამსიმეთ დეიმონიმიშელ უილიამსიპოლ უოკერირობინ უილიამსირონ პერლმანიროუენ ატკინსონისემუელ ელ ჯექსონიფორსაჟიჯენიფერ გარნერიჰიტ ლეჯერი
Previous Post

რატომ დასჭირდა მერი პოპინსს 54 წელი დასაბრუნებლად?

Next Post

ფილმები მათთვის, ვინც შაბლონებით სავსე სიუჟეტებით დაიღალა

Next Post
ფილმები მათთვის, ვინც შაბლონებით სავსე სიუჟეტებით დაიღალა

ფილმები მათთვის, ვინც შაბლონებით სავსე სიუჟეტებით დაიღალა

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020