რამდენიმე დღის წინ ჩვენი მკითხველი ანჯელინა ჯოლის წარსულ სასიყვარულო ურთიერთობებს გაეცნო. ამის შემდეგ კი მისი ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის პირადი ცხოვრებითაც დავინტერესდით. წყვილის განქორწინების შემდეგ, მათ გვერდით ბრედი რამდენიმე ქალთან ნამდვილად დააკავშირეს, თუმცა ოფიციალურად არცერთი ინფორმაცია არ დადასტურებულა.
მაშ ასე, გავიგოთ თუ ვის და როდის ხვდებოდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ვარსკვლავური კარიერის პარალელურად:
1. ანჯელინა ჯოლი
ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს მისტერ და მისის სმიტების გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მაშინ ბრედი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა ჯენიფერ ენისტონს სასწრაფოდ გაშორდა და ურთიერთობა ენჯისთან გააგრძელა. წყვილი 2014 წელს დაოჯახდა – მათ სამი ბიოლოგიურ და სამიც აყვანილი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც 2016 წლამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა 2016-ში “ბრანჯელინას” გზები გაიყო…
2. ჯენიფერ ენისტონი
წყვილმა შეხვედრა 1998 წელს დაიწყო და 2 წელში დაქორწინდა კიდეც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი ოჯახური თანაცხოვრება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა, ანჯელინას გამოჩენის შემდეგ კი, 2005 წელს განქორწინებით დასრულდა.
3. დემი მური
მართალია, ამ წყვილზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა ჰოლივუდში დღემდე დადის ჭორები, რომ 1998 წელს ბრედსა და დემის ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.
4. კლერ ფორლანი
ასევე, მოარული ხმების დონეზე არსებობს ინფორმაცია, რომ იმავე პერიოდში ბრედი ფილმის “გაიცანით ჯო ბლექი” ეკრანულ პარტნიორს ხვდებოდა.
5. გვინეთ პელტროუ
წყვილმა ერთმანეთი “შვიდის” გადასაღებ მოედანზე, 1995 წელს გაიცნო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობაც ჰქონდათ.
6. ტენდი ნიუტონი
1994 წელს ბრედმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “ინტერვიუ ვამპირთან“, რომლის გადასაღებ მოედანზეც ტენდის შეხვდა და, როგორც ცნობილია, მასთან რამდენიმეთვიანი სასიყვარულო ურთიერთობაც ჰქონდა.
7. ჯულია ორმონდი
რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ბრედის სახელი მის კიდევ ერთ ეკრანულ პარტნიორს უკავშირდება “შემოდგომის ლეგენდებიდან” – 1994 წელს, ჰოლივუდში აქტიურად ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა ფილმს ნამდვილად გასცდა.
8. ჟიტკა პოლოდეკი
გავრცელებული ხმების მიუხედავად, მეშვიდე პუნქტში აღნიშნული ფილმის პრემიერაზე ბრედი ჩეხ მოდელთა ერთად გამოცხადდა, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა.
9. ჯინა დევისი
კიდევ ერთი ჭორი, რომელიც 90-იან წლებში აგორდა, ბრედისა და ჯინა დევისის ხანმოკლე ურთიერთობას ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთად თამაშობდნენ ფილმში “ტელმა და ლუიზა“.
10. ჯულიეტ ლუისი
ბოლოს კი, სრულიად დადასტურებულ ინფორმაციას გიზიარებთ – წყვილი ერთმანეთს 1989-1993 წლებში ხვდებოდა.