სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობის გარშემო დიდი სკანდალი ატყდა,რომ ბენ აფლეკი მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს ღალატობდა. სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
რამდენიმე დღის წინ კი მსახიობი და პროდიუსერი ლინდსი შუკუსი ერთად ნეაპოლში, რომანტიულ არდადაგებზე დააფიქსირეს. როგორც ჩანს წყვილი მათ გარშემო დატრიალებულ სკანდალებს ყურადღებას არ აქცევს და იტალიაში მშვიდად ისვენებენ.
როგორც მსახიობის მეგობარმა განაცხადა, ბენმა სულ ახლახანს დაამთავრა ფილმზე Justice League მუშაობა და მას ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა სჭირდება.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ ბენ აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და მას გარკვეული პერიოდი მკურნალობისთვის ჭირდებოდა, როგორც მეგობრები ამბობენ, ეს ვოიაჟი მისთვის საუკეთესო გამოსავალია.
ამასობაში ურთიერთობა მსახიობსა და ჯენიფერ გარნერს შორის ლაგდება. ორივემ გადაწყვიტა, რომ მშვიდი ცხოვრებით იცხოვრონ და რაც მთავარია, ყველაზე მეტი დრო ბავშვებს დაუთმონ.