სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

9 კინოვარსკვლავი, რომელიც პროდიუსერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს

Cinemania ავტორი Cinemania
22 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
9 კინოვარსკვლავი, რომელიც პროდიუსერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

არაერთი ვარსკვლავი სამსახიობო კარიერაზე ბავშობიდან ფიქრობდა და, შესაბამისად, ჰოლივუდისკენ მიმავალ გზასაც თავად დაადგნენ. თუმცა, მოიძებნებიან ისეთებიც, რომელთაც, შესაძლოა, ამ პროფესიაზე მხოლოდ ეოცნებათ.

საბედნიეროდ, ისინი საკმაოდ იღბლიანები აღმოჩნდნენ და სრულიად მოულოდნელ სიტუაციებში გავლენიანმა პროდიუსერებმა თავად აღმოაჩინეს:

1. ჯენიფერ ლოურენსი

ზოგიერთ თინეიჯერს მშობლებთან ერთად არდადეგების გატარება არც ისე მიმზიდველად ეჩვენება, თუმცა ჯენიფერი ნამდვილად არასოდეს ინანებს, რომ 14 წლის ასაკში დედ-მამასთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა. ის ოჯახთან ერთად ქუჩაში მისეირნობდა, როდესაც უცნობი ადამიანი მიუახლოვდა და ფოტოს გადაღება სთხოვა. აგენტს, რა თქმა უნდა, მათთვის არც ტელეფონის ნომრის გამორთმევა დავიწყებია, მეორე დღეს კი სანატრელი ზარიც გაისმა და მომავალი ოსკაროსანი მსახიობი თავის პირველ სინჯებზე დაიბარეს.

2. ჯონი დეპი

პატარა ჯონი დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებას როკმუსიკას დაუკავშირებდა და თინეიჯერობის ასაკში საკუთარ ბენდთან ერთად ლოკალურ ბარებში უკრავდა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ის ნიკოლას ქეიჯს შეხვდა, რომელმაც მასში შესანიშნავი მსახიობი ამოიცნო და ჰოლივუდში გზის გაკვალვაშიც დაეხმარა.

3. ალექსის ბლიდელი

მხევლის წიგნის ვარსკვლავი ძალიან მორცხვი და მორიდებული გოგონა იყო. საკუთარი კომპლექსების დასამარცხებლად, მან გადაწყვიტა, რომ თეატრში ეთამაშა. ერთ-ერთ სპექტაკლს მოდის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელიც მოიხიბლა მისი გარეგნობით და კარიერის ნიუ იორკში გაგრძელება შესთავაზა. ალექსისი დასთანხმდა და ძალიან მალე გილმორის გოგოებში აღმოჩნდა.

4. ჩენინგ ტატუმი

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ჩენინგი თავს მრავალი საქმით ირჩენდა – ის იყო სტრიპტიზიორი, მშენებელი, გამყიდველი და ვეტექიმის დამხმარე… თუმცა, ერთ დღეს, როდესაც მაიამის ქუჩებში სეირნობდა, აგენტმა შეამჩნია და შესთავაზა შოუბიზნესის ნაწილი გამხდარიყო…

5. ელენ პომპეო

გრეის ანატომიის ვარსკვლავი 90-იან წლებში ნიუ იორკის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. სწორედ იქ გაიცნო მოდის ფოტოგრაფი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა გააბა და მიზნად შოუბიზნესში მოხვედრა დაისახა. თავიდან ელენი სარეკლამო რგოლში გადაიღეს, შემდეგ კი პირველი ფილმის კასტინგზე აღმოჩნდა.

6. მელ გიბსონი

რომ არა მისი და, რომელმაც მელის ფოტოები მისგან საიდუმლოდ სააგენტოში გააგზავნა, დღეს ის ჟურნალისტი იქნებოდა და არა ოსკაროსანი მსახიობი. თუმცა, პროდიუსერებს ძალიან მოეწონათ ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი და ის სინჯებზე მიიწვიეს, რის შემდეგაც გიბსონის თავბრუდამხვევი კარიერა დაიწყო.

7. პამელა ანდერსონი

21 წლის პამელა ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო ვანკუვერიდან, რომელიც ფიტნესინსტრუქტორად მუშაობდა და ძალიან გულშემატკივრობდა საყვარელ საფეხბურთო გუნდს. ერთ-ერთი მატჩის დროს ის იმდენად გამოხატავდა ემოციებს, რომ სატელევიზიო ეთერში მოხვდა. ამ დროს კი ტელევიზორს ცნობილი პიარ აგენტი უყურებდა – ის, რა თქმა უნდა, მოიხიბლა ქერათმიანი ლამაზმანით და მას სამოდელო კარიერა შესთავაზა, რამაც პამელას ჰოლივუდისაკენ მიმავალი გზა გაუხსნა.

8. შარლიზ თერონი

საკუთარი ემოციების გულწრფელად გამოხატვა ჰოლივუდის კიდევ ერთ ლამაზმანს დაუფასდა. ის ბანკის თანამშრომელს ეჩხუბებოდა, როდესაც პროდიუსერმა შეამჩნია და სინჯებზე მისვლა შესთავაზა. შარლიზისათვის ეს ნამდვილად ბედის საჩუქარი იყო, რადგან ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა – ის სამხრეთ აფრიკიდან ნიუ იორკში საბალეტო კარიერის ასაწყობად ჩავიდა, თუმცა ტრავმა მიიღო და გეგმები წყალში ჩაეყარა.

9. სარა მიშელ გელარი

სტატიის სხვა გმირებისაგან განსხვავებით, სარა მიშელის კარიერა გაცილებით ადრე, 4 წლის ასაკში დაიწყო. პატარა გოგონა დედასთან ერთად ბურგერ კინგს სტუმრობდა, როდესაც მოულოდნელად პროდიუსერი მიუახლოვდა და რეკლამაში გადაღება შესთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოულოდნელმა შეხვედრამ მისი მომავალი ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრა და სარამ შოუბიზნესის სამყაროში მოღვაწეობა ზრდასრულ ასაკშიც გააგრძელა.

ალექსის ბლიდელიგილმორის გოგოებიგრეის ანატომიაელენ პომპეოიცოდით?მელ გიბსონიმხევლის წიგნინიკოლას ქეიჯიპამელა ანდერსონისარა მიშელ გელარიშარლიზ თერონიჩენინგ ტატუმიჯენიფერ ლოურენსიჯონი დეპი
Previous Post

ქეით ბლანშეტი სკარლეტ იოჰანსონის ამბავს გამოეხმაურა

Next Post

მაიკლ მანდო: "ნაჩოს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს"

Next Post
მაიკლ მანდომაიკლ მანდო

მაიკლ მანდო: "ნაჩოს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს"

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
17 აგვისტო, 2022
0

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ცნობილი პერსონაჟების საშიში ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
17 აგვისტო, 2022
0

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020