სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მსახიობი, რომელსაც დეპრესიასთან ბრძოლა მოუხდა

Cinemania ავტორი Cinemania
23 ივლისი, 2019
რუბრიკა ცნობილი ადამიანები
0
10 მსახიობი, რომელსაც დეპრესიასთან ბრძოლა მოუხდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ – მენტალური პრობლემები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება აღმოაჩნდეს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, რომელთაც მსგავსი ბრძოლა უკვე გამოვლილი აქვთ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, თქვენთვის წარმოგვედგინა ის 10 მსახიობი, რომლისთვისაც დეპრესია ნაცნობი თემაა და რომლებიც გვირჩევენ, თუ როგორ დავამარცხოთ ის:

1. ანჯელინა ჯოლი

ენჯის დეპრესია ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში შეეყარა. მსახიობი მიიჩნევს, რომ ამაში დიდი როლი მის მშობლიურ ქალაქს, ლოს ანჯელესს მიუძღვის:

მე გავიზარდე ქალაქში, სადაც მთავარი ღირებულებები – ფული, პოპულარობა და კარგი გარეგნობაა. თუ ეს ყოველივე გაქვს და შეგიძლია ჩვენს ინდუსტრიაში იმუშავო, ითვლება რომ ყველაფერი გაქვს. თუმცა, თუ დაფიქრდები, მიხვდები რომ შეუძლებელია თავი ამაზე უფრო ცარიელად იგრძნო.

2. კარა დელავინი

ანჯელინას მსგავსად, მოდელსა და მსახიობს დეპრესიასთან გამკლავება ასევე ძალიან პატარა ასაკში მოუხდა. ის სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც თავს უეცრად მღელვარებისა და საკუთარი თავის სიძულვილის უზარმაზარი ტალღა დაატყდა:

ერთ დღეს, როდესაც ჩანთას ვალაგებდი, ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის დასრულება მსურდა. სუიციდი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და უბრალოდ უნდა გადამეწყვიტა, ისევე მიყვარდა თუ არა საკუთარი თავი, როგორც სიკვდილის იდეა.

3. ბრედ პიტი

მსახიობი იხსენებს, რომ ის დეპრესიით 90-იან წლებში იტანჯებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მისთვის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცა:

ამას ისე ვუყურებ, როგორც განათლების ერთ-ერთ წყაროს, რადგან სწორედ ამ დროს უნდა გააცნობიერო, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, იმ სემესტრში ჩემი მთავარი სპეციალიზაცია დეპრესია იყო.

4. ქეთრინ ზეტა-ჯონსი

2011 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც თან დეპრესიაც ახლდა.

ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ ჩემს სიმპტომებს რაღაც სახელი ერქვა და პროფესიონალებს შეეძლოთ ამაზე ზრუნვა…

5. ვაინონა რაიდერი

ჯონი დეპთან განშორების შემდეგ 19 წლის მსახიობმა ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო, დეპრესია და პანიკური შეტევები კი მისთვის ძალიან ნაცნობი თემა გახდა. როგორც თავად იხსენებს, ერთ საღამოს ანთებული სიგარეტით ჩაეძინა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მიხვდა ვაინონა, რომ პროფესიონალის ფსიქოთერაპევტისათვის უნდა მიემართა.

6. დუეინ ჯონსონი

მსახიობი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც საფეხბურთო კარიერის შეწყვეტა მოუხდა და სწორედ ამ პერიოდში დეპრესიაც დაემართა, თუმცა წლების შემდეგ მის მდგოამრეობაში მყოფი ადამიანებისათვის იმედისმომცემი სიტყვები წარმოთქვა:

თქვენ არ ხართ არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ამ გზას გადის… ნეტავ იმ დროს მეც მყოლოდა ვინმე, ვინც მეტყოდა, რომ ეს გაივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა!

7. გვინეთ პელტროუ

მსახიობს დეპრესიასთან გამკლავება მშობიარობის შემდეგ მოუხდა. როგორც ახლა იხსენებს, ამ დროს საკუთარი ემოციების გაკონტროლება ძალიან უჭირდა:

ყოველთვის მეგონა, რომ პოსტნატალური დეპრესია ყოველდღე გაუთავებელ ტირილს ნიშნავდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამ დაავადებას კიდევ უფრო მეტი სიღრმე და ჩრდილი სდევს თან…

8. კერი ვაშინგტონი

დეპრესიასთან გამკლავების საინტერესო ხედვაზე საუბრობს მსახიობი, რომელსაც ამ გზის გავლა მოუწია. ის მიიჩნევს, რომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე უნდა ვიზრუნოთ, როგორც ფიზიკურის შემთხვევაში ვიქცევით.

9. ჯონ ჰამი

მსახიობი სულ რაღაც 20 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ამ ტრაგედიამ მასში დეპრესია გამოიწვია. საბედნიეროდ, მან მოახერხა, რომ ძალები მოეკრიბა და დახმარება პროფესიონალებისათვის ეთხოვა.

10. ამანდა სეიფრედი

მსახიობი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯებოდა, რომლის გვერდით ეფექტსაც დეპრესია წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ის 19 წლიდან იყენებს ანტიდეპრესანტებს და მცირე დოზის მუდმივი მომხმარებელია.

მნიშვნელობა არ აქვს ეს პლასებო ეფექტია თუ არა. მე არ ვაპირებ ამ მკურნალობის შეწყვეტას, რადგან არ მინდა საკუთარი ჯანმრთელობა გავრისკო.

ამანდა სეიფრედიანჯელინა ჯოლიბრედ პიტიგვინეთ პელტროუდეპრესიადუეინ ჯონსონივაინონა რაიდერიკარა დელავინიკერი ვაშინგტონიქეთრინ ზეტა ჯონსიჯონ ჰამიჯონი დეპი
Previous Post

ოქროს გლობუსის ნომინანტები ცნობილია !

Next Post

"ლეგომ" ჰოგვორტსის კონსტრუქტორი გამოუშვა

Next Post
“ლეგომ” ჰოგვორტსის კონსტრუქტორი გამოუშვა

"ლეგომ" ჰოგვორტსის კონსტრუქტორი გამოუშვა

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3287

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020