ჰოლივუდს “ოცნებების ფაბრიკას” უწოდებენ, თუმცა კინოინდუსტრიაში მუშაობა დიდი სტრესიცაა, რომელსაც ადამიანები ყოველთვის ვერ უმკლავდებიან. ყურადღების ცენტრში ყოფნა, პოპულარობა და იღბალი განსაკუთრებით ძვირად იმ ვარსკვლავებს უჯდებათ, რომლებმაც წარმატებას მცირე ასაკში მიაღწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სასიამოვნო გამონაკლისებიც — მაგალითად, ნატალი პორტმანისა და ემა უოტსონის მაგალითები, პოპულარობა გამოუცდელ ბავშვებზე უფრო ხშირად დამთრგუნველად მოქმედებს და თავბრუს ახვევს მათ. გვინდა წარმოგიდგინოთ ათი ვარსკვლავი, რომლებიც მცირე ასაკიდან მოექცნენ ყურადღების ცენტრში და ამის გამო პრობლემები შეექმნათ.
1. მაკალეი კალკინი
მაკალეიმ ჰოლივუდის კარი 1988 წლის Rocket Gibraltar-ით შეაღო, მაგრამ პოპულარობა თავს “მარტო სახლშის” გამოსვლის შემდეგ დაატყდა. 1995 წელს კი, როცა მაკალეი გარდატეხის ასაკში იყო, მამამისი, კიტ კალკინი სასამართლოში დაიბარეს იმ ბრალდებით, რომ შვილის ბედს ცუდად განაგებდა. ომში, რომლის დროსაც მისი მშობლები ხარბად იბრძოდნენ მისი ბედის განკარგვის უფლებისთვის, თავად ბავშვი ყველას დაავიწყდა.
კალკინი ოკლაჰომაში 2004 წელს დააკავა პოლიციამ მარიხუანას შენახვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების 60% მარიხუანას მოიხმარს, საზოგადოებამ კალკინის დემონიზაცია მოახდინა, შეიძლება იმის გამოც, რომ ძალიან ბევრი 24 წლის ახალგაზრდას კვლავ 8 წლის პერსონაჟ კევინთან აიგივებდა.
ბოლო დროს კალკინი, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, შესანიშნავად გამოიყურება. ვიმედოვნებთ, როდესმე ეკრანს წარმატებით დაუბრუნდება.
2. ედვარდ ფერლონგი
ედვარდ ფერლონგმა 14 წლის ასაკში ითამაშა ჯონ კონორის როლი ტერმინატორ 2-ში. სხვა ფილმებში შერსულებული როლებისთვისაც დაიმსახურა სხვადასხვა ჯილდო. სულ რაღაც 15 წლისა იყო, რომ თავისი 29 წლის რეპეტიტორი შეუყვარდა და ამის გამო 16 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. 6 წლის ერთად ცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა, ერთი წლის შემდეგ კი ქალმა განაცხადა, რომ ფერლონგი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
2000-იანებში ფერლონგის კარიერა ფაქტობრივად დაინგრა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების, ასევე ოჯახური ძალადობის რამდენიმე გამოვლინების გამო. 2013-ში კი ციხეში ჩასმას 90-დღიანი გამოსასწორებელი სამუშაოების სანაცვლოდ გადაურჩა.
3. ლინდსი ლოჰანი
1986 წელს დაბადებულმა ლინდსი ლოჰანმა კარიერა მოდელობით დაიწყო 3 წლის ასაკში. 1998-ში 11 წლის ლოჰანმა დისნეის კომედიაში მახე მშობლებისთვის ტყუპების როლი ითამაშა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმში და სახელიც მალე გაითქვა. პაპარაცებისა და ტაბლოიდების სამიზნეც გახდა. 2006 წელს ლინდსი ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეკრებებს ესწრებოდა, შემდეგ კი კოკაინის შენახვისა და მანქანის მოწმობის გარეშე მართვისთვის დააკავეს. მის დანაშაულებს კლეპტომანიაც შეემატა და ამჟამად ლოჰანი პრობაციონერია. 2014 წელს სასამართლოში ბოლო გამოჩენისას მას თერაპიებზე სიარულის ვალდებულება დააკისრეს.
4. ამანდა ბაინსი
ამანდა ბაინსმა 7 წლის ასაკში რეკლამაში ითამაშა, 90-იანების ბოლოს კი სატელევიზიო არხ Nickelodeon-ის შოუს All That ვარსკვლავი გახდა.
2003-2010 წლებში შესრულებული რამდენიმე როლის შემდეგ ბაინსის სამსახიობო კარიერა შეწყდა და ყველაფერი აირია. 2012-ში მსახიობი მანქანის მართვისას რამდენიმე ინციდენტში გაეხვა და ავარიებიც მოუხდა, რის შემდეგაც მართვის მოწმობა ჩამოერთვა. 3-წლიანი პრობაციონერობის მიუხედავად მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 36-ე სართულიდან დოლი გადმოაგდო და კიდევ დააკავეს.
24 მარტს ამანდამ ლოს-ანჟელესის მოდების ჩვენებიდან თავის მშობლებთან გადაღებული ფოტო დაპოსტა ტვიტერზე, სადაც ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. იმედია, მისი უსიამოვნო ინციდენტები საბოლოოდ დასრულდა.
5. დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორს ბავშობიდანვე ეტყობოდა, რომ დიდი ეკრანისთვის იყო დაბადებული. მან ძაღლის საკვების რეკლამაში 11 თვისამ ითამაშა, 5 წლისა კი უკვე ფილმში გადაიღეს. ერთი წლის შემდეგ სპილბერგის ET-ში შესრულებულმა როლმა დრიუ თავისი დროის ყველაზე ცნობილ ბავშვ მსახიობად აქცია.
დრიუ 9 წლისა იყო, როცა ალკოჰოლიკმა მამამ დედამისი მიატოვა. პატარა გოგონა ხშირად იყო ნიუ-იორკის ღამის კლუბის სტუმარი, სადაც დედამისი დროს ატარებდა. მალე დაიწყო სიგარეტის მოწევა და სმა, 12 წლისა კი უკვე კოკაინს მოიხმარდა. 14 წლის დრიუმ თვითმკვლელობა სცადა. კანონიერად დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა 15 წლისამ დაიწყო. 17 წლის ბერიმორი შიშვლად პოზირებდა “ფლეიბოისთვის”. მას ძველმა მეგობარმა სტივენ სპილბერგმა მოუწოდა, ასე აღარ გაეგრძელებინა. თინეიჯერობის შემდეგ დრიუმ მავნე ჩვევები მოიშორა და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში ბალანსი იპოვა. ამჟამად ის წარმატებით აგრძელებს ფილმებში თამაშს.
6. შია ლაბაფი
ტრანსფორმერების ვარსკვლავი შია ლაბაფი ბავშვობიდან მამამისის, ვიეტნამის ომის ვეტერანის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდიდა. თავისი რეალობიდან გაქცევის მიზნით ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში კომედიურ კლუბებში თამაში დაიწყო და მალე მოიპოვა ნიჭერი მსახიობის ტიტული.
კანონის წინაშე შია პირველად ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის გამო აღმოჩნდა. შემდეგ კი აფთიაქის დაცვასთან შეტაკებისთვის, თუმცა დაჭერას გადაურჩა. მაგრამ 2008 წელს სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწია უკანონო ნარკოტიკის მიღების გამო.
მისი უიღბლობა ამით არ დასრულებულა: 2013-ში მისი ავტორობით გამოსული სამი გრაფიკული ნოველისთვის ლაბაფი პლაგიატიზმში დაადანაშაულეს.
7. ჰეილი ჯოელ ოსმენტი
პატარა ჰეილი პირველად ფორესტ გამპში გამოჩნდა ფორესტის შვილის როლში. მას მეექვსე გრძნობა და ხელოვნური ინტელექტი მოჰყვა, რომლებმაც 12 წლის ოსმენტი საუკეთესო მსახიობთა რანგში აიყვანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდებამ მას შემდგომი სწორი ნაბიჯების გადადგმაში ხელი შეუშალა და ოსმენტი ყველასთვის პატარა, საოცარი თვალების მქონე ბავშვად დარჩა. 2006 წელს ოსმენტი ავტომანქანით საფოსტო ყუთს შეეჯახა და საკმაოდაც დაშავდა. ის არამარტო არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, არამედ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაც იყო. მას სამი წელი პრობაცია და 60-საათიანი სარეაბილიტაციო პროგრამა დაუნიშნეს, ამას გარდა, 26 ვიზიტი ალკოჰოლიკების კლუბში.
8. ჯერემი ჯექსონი
9 წლის ჯერემი ჯექსონი 90-იანების სახელგანთქმული შოუს, მაშველების ვარსკვლავი იყო. პოპულარობამ მასზე ცუდად იმოქმედა და ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. 2000-იანებში ჯექსონმა რეაბილიტაცია გაიარა და დამოკიდებულებისგან გათავისუფლება შეძლო. დღეს კი თავად ეხმარება სხვა ვარსკვლავებს მსგავსი პრობლემების დაძლევაში. გარდა ამისა, ის მუსიკოსი, დიჯეი და ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ოსტატიც არის.
9. ჯეიკ ლოიდი
პატარა ანაკინ სკაიუოქერის როლის შემსრულებელს ვარსკვლავურმა ომებმა დიდ პოპულარობასთან ერთად დიდი პრობლემებიც მოუტანა. ვარსკვლავური ომების პირველი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება სახარბიელოდ არ წარმართულა. ის სიჩქარის გადაჭარბებას, მოწმობის გარეშე მართვას და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის დაიჭირეს. დედამისმა განაცხადა, რომ ლოიდს შიზოფრენია სჭირდა და ავტოსაგზაო შემთხვევა ფსიქოტროპიული წამლების ზემოქმედების ბრალი იყო. მან ასევე დაამატა, რომ სახლში ყოფნისას შვილი მას თავს დაესხა. სხვათა შორის, ვარსკვლავური ომების გადაღებისას ლოიდი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო.
10. რობერტ დაუნი ჯუნიორი
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ამჯერად წარმატებული და ბედნიერია, 6 წლის ასაკში ნარკოტიკების გასინჯვამ და მრავალწლიანმა ნარკოდამოკიდებულებამ ცნობილ “რკინის კაცს” თავის დროზე საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა.