სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფილმის გადაღებების დასრულებამდე ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობები

Cinemania ავტორი Cinemania
1 ოქტომბერი, 2020
რუბრიკა სიახლეები, ტოპ 5, ცნობილი ადამიანები
0
ფილმის გადაღებების დასრულებამდე ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება, კიდევ უფრო ტრაგიკულია იმ ფაქტის გაგება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილმა ადამიანმა დატოვა ცოცხალთა რიგები და გვარგუნა მემკვიდრეობა, რომელზედაც დღემდე უმცროსი თაობა იზრდება. მათი სიკვდილი შეგვახსენებს, რომ „Grim Reaper“-ს ვერავინ გაექცევა, მათ შორის საუკეთესონიც. ეს მუდმივი ციკლია, ბუნებრივად მოკვდავებად ვართ დაბადებულნი და ასაკის მატებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი მომდევნო დღის გასვლით ვუახლოვდებით ჩვენს აღსასრულს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ სიკვდილი მოულოდნელად მოდის, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ველით. ამ სამწუხარო ფაქტზე შევჩერდებით და მიმდინარე ეტაპზე წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ფილმის გადაღებების დასრულებამდე მოულოდნელად გარდაიცვალნენ.

 

10. Andy Whitfield – Spartacus (2011)

ცნობილი სერიალის, „სპარტაკის“ ვარსკვლავი ენდი უაითფილდი 2011 წლის 11 სექტემბერს ლიმფომასთან (ავთვისებიანი სიმსივნის ერთგვარი ფორმა) დიდხნიანი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. ამის გამო, სერიალის ხელმძღვანელებს, მისი გმირის (სპარტაკი) განსახიერების საშუალება ლიამ მაკინტაიერს მისცეს.

 

9. Chris Farley – Shrek (2001)

ცნობილ მწვანე ოგრს, შრეკს თავდაპირველად ხმა ცნობილმა კომედიანტმა კრის ფარლიმ აჩუქა. ანიმაციური ფილმის  მეორე ეტაპის დაწყებამდე მსახიობი 1997 წლის 18 დეკემბერს ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცლილი იპოვეს. ამ სამწუხარო ფაქტის შემდგომ შრეკი უკვე მაიკ მაიერსმა გაახმოვანა.

 

8. John Ritter – 8 Simple Rules for Dating My Teenage Daughter (2003)

ცნობილი „სიტკომის“, „8 Simple Rules“-ის ვარსკვლავი ჯონ რიტერი 2003 წლის 11 სექტემბერს შოუს მიმდინარეობის პროცესში გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და იმ საღამოსვე გარდაიცვალა.

 

7. Marilyn Monroe – Something’s Got To Give (1962)

სილამაზის ეტალონი, მერლინ მონრო 35 წლის ასაკში მედიკამენტების ზედოზირების შედეგად 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაიცალა. იმავე წელს მონრო მხატვრულ ფილმში  „Something’s Got to Give“ იღებდა მონაწილეობას, თუმცა გადაღებები მის გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა და მას შემდეგ აღარავის გაუგრძელებია. თუმცა 2001 წელს ფილმის გადაღებების პროცესში ფირზე აღბეჭდილი კადრების ნახვა დოკუმენტურ ფილმში, „Marilyn: The Last Days.“-ში იქნა შესაძლებელი.

 

6. Bruce Lee – Game Of Death (1978)

ლეგენდარული საბრძოლო ხელოვნების (კუნგ ფუ, ვინ ჩუნ და ჯიტ კუნ დოს) ოსტატის, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ფილოსოფოსის, რეჟისორისა და პროდიუსერის ბრიუს ლის გარდაცვალება დღემდე იდუმალებით არის მოცული და უამრავი კონსპირაციული თეორიის წყარო გახდა. მსახიობი 1973 წლის 20 ივლისს, ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ბრიუს ლის სიმბოლური დაკრძალვა გაიმართა 25 ივლისს, ოთხშაბათს, ჰონგ-კონგში. გაცილებამ, რომელიც ქალაქმა თავის „მეფეს“ მოუწყო , ცხადყო, თუ როგორ უყვარდათ და პატივს სცემდნენ ბრიუს ლის მისი თანამემამულეები და ურიცხვი თაყვანისმცემლები. ნაგებობა, სადაც მიმდინარეობდა დაკრძალვის ცერემონია, დილის ცხრა საათიდან ხალხით იყო გაჭედილი. ბრიუს ლის ცხედარი ესვენა დაახლოებით 12×18 მ. ფართის სამლოცველოში და ყვავილების გარემოცვაში აღმართული იყო ბრიუს ლის დიდი პორტრეტი.

გარდაცვალებამდე მსახიობი „Game Of Death“-ის გადაღებებში მონაწილეობდა, რის გამოც ფილმის გადაღებები შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით 1973 წელს ფილმის არასრულმა ვერსიამ მაინც იხილა დღის სინათლე.

5. Brandon Lee – The Crow (1994)

ბრენდონ ლი, მამის, ბრიუს ლის მსგავსად გარკვეველ ვითარებაში, კერძოდ კი  მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ The Crow.“-ს ერთ-ერთი დუბლის გადაღებისას, გასროლის შედეგად მოკლეს. როგორც შემდგომ ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა, გადაღებებისის დროს ბრენდონის უკანასკნელ დუბლში მთავარ გმირს ბოროტმოქმედი იარაღს უმიზნებს და შემდგომ გასროლას ახდენს, რა თქმა უნდა გამოყენებულ იარაღში ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო, თუმცა დღემდე არავინ იცის საბრძოლო მასალა ვინ მოათავსა პისტოლეტში. ფილმის გადაღებების დასრულება, ვიზუალური ეფექტებისა და ორეულის გამოყენით განხორციელდა.

 

 

4. Oliver Reed – Gladiator (2000)

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი გულის შეტევის შედეგან 1999 წლის 2 მაისს, რიდლი სკოტის „გლადიატორის“ გადაღებებისას გარდაიცვალა. იმის და მიუხედავად, რომ გადაღებების დიდი ნაწილი დასრულებული იყო, ერთ-ერთი კონკრეტული სცენის ფირზე აღბეჭდვა ვერ მოესწრო. შესაბამისად ფილმში დამატებითი ვიზუალური ეფექტების გამოყენება გახდა საჭირო, რის შედეგადაც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი პერსონაჟი შეიქმნა.

 

3. Philip Seymour Hoffman – The Hunger Games: Mockingjay (2014)

„The Hunger Games“-ის ტრილოგიის გადაღებების დიდი ნაწილის დასრულებამდე, ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ფილიმ სეიმურ ჰოფმანი 2014 წლის 2 თებერვალს, ნიუ იორკ სიტიში, საკუთარ აპარტამენტში გარდაცვლილი იპოვეს.

 

2. Paul Walker – Furious 7 (2015)

კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი, „Fast & Furious“-ის ვარსკვლავი პოლ უოკერი საკუთარი ავტომობილით ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გარდაცვალებამდე მსახიობი ცნობილი ფრანჩიზის ერთ-ერთ გაგრძელებაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა გადაღებების დასრულება უცაბედი სიკვდილის გამო ვერ მოახერხა, შესაბამისად სტუდიამ პოლის ძმას მისცა საშუალება განესახიერებინა პროტოგონისტის როლი და დამატებითი ვიზუალური ეფექტების გამოყენებით დასრულდა სურათის გადაღებები.

 

1.  Heath Ledger – The Imaginarium of Doctor Parnassus (2009)

სავარაუდოდ კინომატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე იკონური სიკვდილი, ჰიტ ლეჯერი, სარეცეპტო მედიკამენტების ზედოზირებით, 2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ასაკში გარდაიცვლილი იპოვეს. იმ ეტაპზე მსახიობი „The Imaginarium of Doctor Parnassus“-ში იღებდა მონაწილეობას. ამ უკანასკნელი ფილმის გადაღებებამდე, ჰიტ ლეჯერმა კინოსამყაროს სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და კრისტოფერ ნოლანის „The Dark Knight“-ში „ცოფიანი ჯამბაზი“, „Joker“ აქამდე სრულიად უჩვეულო რაკურსით დაანახა სამყაროს. ხსენებული როლის შესრულებისათვის ჰიტ ლეჯერი მოგვიანებით კინოაკადემიის, ოსკარის გამარჯვებული გახდა, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანდი უაიტფილდიბრენდონ ლიბრიუსლიგადაღებებიკრის ფარლეიმერლინ მონროოლივერ რიდიპოლუოკერისიკვდილიფილიპ სეიმურ ჰოფმანიჯონ რიტერიჰიტ ლეჯერი
Previous Post

როგორ შეიძლება ჭკვიანურად შეუთავსო ერთმანეთს ხელთ არსებული ნივთები, მობილური და ცნობილი სცენები

Next Post

ცნობილი ქალბატონები და წლევანდელი „მოდის სტანდარტები“

Next Post
ცნობილი ქალბატონები და წლევანდელი „მოდის სტანდარტები“

ცნობილი ქალბატონები და წლევანდელი „მოდის სტანდარტები“

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

გასართობი

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ახლა კითხულობენ

ქეით ბლანშეტი და კრის ჰემსვორთი ჟურნალ Vogue-სთვის პოზირებენ

ქეით ბლანშეტი და კრის ჰემსვორთი ჟურნალ Vogue-სთვის პოზირებენ

ავტორი Cinemania
19 ოქტომბერი, 2018
0

ჩარლი ჰანამი ფარვანას როლისთვის წონაში დაკლებაზე საუბრობს

ჩარლი ჰანამი “ფარვანას” როლისთვის წონაში დაკლებაზე საუბრობს

ავტორი Cinemania
22 აგვისტო, 2018
0

კრისტიან ბეილის პირველი ფოტოები Vice-ის გადასაღები მოედნიდან

კრისტიან ბეილის პირველი ფოტოები Vice-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
3 ოქტომბერი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020