ყველასთვის საყვარელ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” მოვლენები ძალიან სწრაფად და ამაღელვებლად ვითარდება. ბოლო სეზონში იმდენი ახალი რამ მოხდა, დასასრულზე სულ რომ არაფერი ვთქვათ, ახალი სერიების მოლოდინში ალბათ სულსაც დავლევთ. იმის გამო, რომ ცოტახანი ასე მოლოდინის რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა, ჩვენ გადავწყვიტეთ გავიხსენოთ საუკეთესო, ემოციური და ზოგიც, ძალიან სასაცილო მომენტები ბოლო სეზონიდან და თქვენც გაგიზიაროთ ისინი.
ჰოდა, აი, ჩავუსხდეთ და დავიწყოთ:
როგორ ცდილობდა ნუნუკა ბავშვი არ შეყვარებოდა და ბოლოს როგორ დაიტოვა
“მითხარით პირდაპირ, კიბო მაქვს?” – ნინას მისვლა ექიმთან
ნინა რომ თავს გადაიპარსავს
მერაბ დარჩიას “ჯანსაღი ცხოვრების წესი”
ტასუნას და ნინას გულისამაჩუყებელი დიალოგი: “დედა, რა მოხდა?ისევ მამამ გიღალატა?…
ექიმთან ვიზიტის შემდეგ დათომ ნინას რომ დაურეკა
მეთონე რომ თონის პურის გემრიელ სუნს ატრიალებს, ეგ ხო კრეტინია არა?!
კატოს მშობლების სიყვარულის ისტორია
ნელიკოსა და თინას შეხვედრა
ნინას ოპერაციის შემდეგ ტასუნა რომ პალატაში შევარდება
თამუნა რომ თენგოს და მთვარისას შერიგებას ცდილობს
ნატოს და მერაბის ღამის “ქეიფი”
ბავშვობის სამი დაქალის განმარტოება
ჩიკას და სანის მთლიანი დიალოგი მარგალიტია
ჩიკას და შავლეგოს დაშორება
“გიტყდება ჩემთან ერთად ლანჩაობა?”… მანჩოს და საბურთალოელი მაჩოს ლავ სთორი
ბაქარ ორჯონიკიძეს “ოფიშიელ” გვერდი facebook-ზე
აზამსცევა შავლეგოს “მოი მალჩიკს” როგორც ეძახის
შავლეგოს 2018 წლის მოკლე, მაგრამ ეპატაჟური განხილვა
ნანუნა შვილის ავტომატს რომ ეფერება როცა ენატრება
საზოგადოება, ლუნას დაბრუნებას რომ მოითხოვს
შავლეგოს და აფთიაქარი გოგოს ძმის ყველა დიალოგიც მარგალიტია
როდესაც აღმოჩნდა რომ აკაკის ოჯახი მხოლოდ მისი წარმოსახვაა და სინამდვილეში ცოლ-შვილი გარდაცვლილი ყავს
ქეთი რომ ქმარს უღალატებს
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან ხოლმე
ეს მესიჯი:
თამუნა რომ ჩიკას საახალწლო საჩუქარს გაუკეთებს
ახალ წელს, შავლეგო, ჩიკას რომ გუდაურში ჩააკითხავს და შერიგდებიან
ბიჭები რომ გოგოებს საახალწლო სურპრიზს გაუკეთებენ და, რაც მთავარია, 14 იანვარს სიდედრებისთვისაც ეგეთივეს ამზადებენ
ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ სასაცილო, სევდიან და უბრალოდ დასამახსოვრებელ მომენტებს, რომლებიც ამ სეზონში ვნახეთ. სეზონის ბოლო საკმაოდ დაძაბული იყო და ამიტომაც ჩვენც ასე ანერვიულებულები ველოდებით სერიალის გაგრძელებას. ნეტავ რა მოხდება? შერიგდებიან თუ არა ზაზა და ქეთი? გახდება თუ არა ბაქარი მაჟორიტარი? რა ბედს უმზადებს რეჟისორი ნინას? ამდენი კითხვა გვიტრიალებს თავში და იმედია, პასუხებსაც მალე გავიგებთ…