სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

როგორ დამთავრდა ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტსერიალები

Cinemania ავტორი Cinemania
2 აპრილი, 2019
რუბრიკა საბავშვო, საინტერესო
0
როგორ დამთავრდა ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტსერიალები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რასაკვირველია, ყველას გახსოვთ 90-იანი წლებისა და ახალი მილენიუმის დასაწყისის საბავშვო მულტსერიალები, რომელთა გამოც ტელევიზორთან უამრავი საათი გაგვიტარებია, ახალ სერიებს კი მოუთმენლად დავლოდებივართ. Disney-ისა და Nickelodeon-ის ბავშვობის მულტფილმების დანახვაზე დღესაც გული გვითბება და გვაგონდება ის დრო, როცა ჩვენი საყვარელი გმირების ისტორიები დაუსრულებელი გვეგონა. მაგრამ ყველა ამბავს თავისი დასასრული აქვს…

დღეს ჩვენს ფავორიტ ანიმაციებს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, უფრო ზუსტად კი იმას, თუ რომელი ეპიზოდებით და როგორ დამთავრდა ისინი. ზოგიერთ მათგანს ფინალი, როგორც ასეთი, არც ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მათი დასასრული მეტ-ნაკლებად ლოგიკური ჩანდა. ამ ხერხით შემქმნელებმა თეორიული ახალი სეზონებისთვის ხელჩასაჭიდი დაიტოვეს.

1. კატაძაღლი

პირველი კითხვა, რაც ამ მულტფილმის ცქერისას გვიჩნდება არის შემდეგი: საიდან მოვიდა ეს უცნაური, ორთავა ცხოველი? ბოლო სერიებში კატა და ძაღლი იმის დადგენას ცდილობენ, ვინ არიან, საიდან მოდიან და სადაა მათი ოჯახი. ფინალურ სერიაში ისინი ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწევენ და მშობლებს მიაგნებენ ერთ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ცხოველი მშვიდობიანად და ბედნიერად ცხოვრობს. თუმცა მათი დაბადების საიდუმლოს ნათელი მაინც ვერ მოეფინება – პატარა მწვანე მამა და უზარმაზარი ლურჯი დედა კატაძაღლს უყვებიან, რომ სინამდვილეში მათ ერთ გამოქვაბულში მიაგნეს და შვილივით აღზარდეს, სანამ ჯადოსნურ მორევში არ დაეკარგათ. საბოლოოდ ყველა კატაძაღლის სახლში ზეიმობს ერთად ცხოვრების დაწყებას.

2. ცხოვრება ლუისთან

სერიალში განვითარებული ამბების უმეტესობა რეალურია და ცნობილი ამერიკელი კომიკოსის, ლუი ანდერსონის მოგონებებს ეფუძნება. ბოლო სერიაში ლუის დედა ავად ხდება, ლუი კი მას უვლის და საერთოდ ავიწყდება დედის დღის საჩუქრის შეძენა. ლუი თვლის, რომ ოჯახის წინაშე თავი შეირცხვინა, რადგან ოჯახის დანარჩენმა წევრებმა დედები და ბებიები დაასაჩუქრეს. მაგრამ დედა ლუის ამშვიდებს და ეუბნება, რომ მისი დახმარება და ზრუნვა ყველაზე დიდი საჩუქარია.

3. ჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფი

ჩიპის, დეილისა და მისი მეგობრების დაუჯერებელი თავგადასავლები და ფათერაკები ჩვენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი და სიამოვნება იყო. ამ უსაყვარლესი მულტსერიალის უკანასკნელი სერია სიმბოლურია – მასში კვლავ მეგობრობა და ურთიერთმხარდაჭერა იმარჯვებს. მათი დაუძინებელი მტერი მსუქანა კატა გორილა კუკუს მეგობარს, პატარა ფისუნიას იტაცებს, კუკუ კი იძულებული ხდება, საიუველირო მაღაზიები გაძარცვოს და მისი გამოსახსნელი ფული ასე შეაგროვოს. რეინჯერების გუნდი მის დასახმარებლად დაირაზმება და ბოლოს კვლავ მეგობრობა გაიმარჯვებს.

4. ნამდვილი მოჩვენებებზე მონადირეები

მეცნიერ-პარაფსიქოლოგებისა და მათი მწვანე მეგობრის ბიზნესმა ყველანი დაგვარწმუნა, რომ ნიუ-იორკი დემონებითა და მოჩვენებებითაა სავსე, რომელთაგან ქალაქის გაწმენდაც სახიფათო და საამაყო საქმეა. მე-7 სეზონის უკანასკნელ სერიაში მოჩვენებებზე მონადირეების ჯგუფი უზარმაზარი მწერების შემოსევას უმკლავდება. ბოროტმოქმედს, რომელიც პირდაპირ ეგვიპტიდან შემოუსევს ქალაქს მწერებს, სამყაროს განადგურება სურს, თუმცა მოჩვენებებზე მონადირეები მის გეგმებს ჩაშლიან.

5. TaleSpin

არასტანდარტული სიუჟეტის მქონე და ტექნიკური დეტალებით სავსე ეს მულტფილმი ბავშვობაში გვაოცებდა და უამრავ რამეს გვასწავლიდა. მისი უკანასკნელი ეპიზოდი მოგვითხრობს, როგორ აისრულებს ბალუ ოცნებას და პილოტის კურსებზე ეტყობა. ამავე სერიაში ის ბომბის გაუვნებელყოფას და ხალხის ხსნასაც მოახერხებს.

6. ჟელედათუნიების თავგადასავალი (Disney’s Adventures of the Gummi Bears)

მარმელადის ფერადი დათუნიების თავგადასავლის ფინალურ სერიაში დათუნიები საბოლოოდ გაუსწორდებიან მათ დაუძინებელ მტერს – საძაგელ ჰერცოგ იგტრონს, ის კი დათუნიებს ტერმიტებს მიუსევს, რომლებიც გამის ველს გაანადგურებენ. დათუნიები სხვა ქალაქში, ურსალიაში გაიქცევიან, სადაც მათ თავისნაირი ჟელეს დათუნიები ელიან.

7. გაბრაზებული თახვები

ორი გენიალური თახვის ისტორიას პატარაობაში სიამოვნებით ვუყურებდით, თუმცა მისი იუმორი არც ისე პატარებზეა გათვლილი. ბევრისთვის საყვარელი მულტსერიალი გაშვება 2001 წელს სამუდამოდ შეჩერდა, რადგან ფინალურ სერიაში პერსონაჟებმა თავადვე იცოდნენ, რომ მათი ამბავი დასასრულს უახლოვდებოდა. ამ სერიის სიუჟეტი არხ ნიკელოდეონის რამდენიმე წესს არღვევდა, მაგ., “მეოთხე კედლის არდარღვევის წესს” (ანუ შემთხვევა, როცა რეალობა და სიუჟეტი ერთმანეთში ირევა) და იმას, რომ სერიალის დასასრული არ უნდა იყოს დაანონსებული.

8. ჰეი, არნოლდ!

არნოლდისა და მისი მეგობრების თავგადასავლები ნებისმიერი ასაკის მაყურებელს იზიდავდა თავისი საინტერესო, მგრძნობიარე სიუჟეტითა და გმირებით. ამ მულტსერიალის ფინალურ სერიაში არნოლდი თავისი დაკარგული მშობლების დღიურს პოულობს და იგებს, რომ ბაბუის მოთხრობილი ფანტასტიკური ამბები სიმართლე ყოფილა, შედეგად კი დედ-მამის პოვნის იმედი ეძლევა.

შოუს შემქმნელებმა 2017 წელს გულშემატკივრები გაახარეს და არნოლდის შესახებ სრულმეტრაჟიანი მულტფილმი გამოუშვეს, რომელშიც არნოლდი ჯუნგლებში მშობლებს პოულობს. მათ უცნაურმა და სახიფათო ვირუსის გამო 10 წლით ეძინათ და მხოლოდ შვილისა და მისმა მეგობრების მცდელობით შეძლეს გაღვიძება. სიუჟეტში კიდევ ერთი სიურპრიზია: არნოლდმა ჰელგასთან გააბა რომანი.

9. პაწაწინა ონავრები

ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტსერიალი არხ Nickelodeon-ის რეიტინგში დიდხანს იკავებდა პირველ ადგილს, მაშინაც კი, როცა ახალი სერიები აღარ გამოდიოდა. პაწაწინა ონავრების ფინალური ეპიზოდი 2004 წელს გაუშვეს ეთერში და მასში მოთხრობილია ექსპერიმენტზე, რომელშიც პაწაწინების დაძინებას მომღერალი სათამაშოებით ცდილობენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, აღმოჩნდა, რომ პატარა ონავრებზე არავითარი წესი არ მოქმედებს.

სერიალის დასრულებიდან მალევე გამოვიდა მისი სიქველი “პაწაწინები გაიზარდნენ”, რომელიც მთავარ პერსონაჟებს მოზრდილ ასაკში გვიჩვენებს – კვლავ მხიარულებსა და დაუმორჩილებლებსе.

10. დარქვინგ დაკი (Darkwing Duck)

ეს მულტსერიალი სუპერგმირ იხვზე 90-იანების ბავშვების (და უფროსების) ერთ-ერთი ფავორიტი იყო. დიდებს ის განსაკუთრებული იუმორისა და იმ დეტალების გამო მოსწონდათ, რომლებსაც პატარები ვერ აღიქვამენ.

უკანასკნელ სერიაში Extinct Possibility დარქვინგს მუზეუმის საიდუმლოს გამოძიებას სთხოვენ, რომელსაც სუპერგმირი ჩვეულებისამებრ წარმატებით გაართმევს თავს.

#ნოსტალგია90-იანებიDisneyNickelodeonარნოლდ!გაბრაზებული თახვებიკატაძაღლიმულტსერიალინამდვილი მოჩვენებებზე მონადირეებიპაწაწინა ონავრებისაბავშვო მულტსერიალებისაინტერესოჩიპი და დეილის რეინჯერების ჯგუფიცხოვრება ლუისთანჰეი
Previous Post

მაიკლ ფასბენდერი ბლოკბასტერის გადასაღებად ძველ სასახლეში ჩადის

Next Post

ყველა ქალი, ვისაც რაიან გოსლინგი ხვდებოდა

Next Post
ყველა ქალი, ვისაც რაიან გოსლინგი ხვდებოდა

ყველა ქალი, ვისაც რაიან გოსლინგი ხვდებოდა

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020