სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

9 პერსონაჟი, რომლის განსახიერებამაც მსახიობები კინაღამ გააგიჟა

Cinemania ავტორი Cinemania
15 მარტი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
9 პერსონაჟი, რომლის განსახიერებამაც მსახიობები კინაღამ გააგიჟა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ერთი შეხედვით, მსახიობობა იოლია, თუმცა სინემანიას მკითხველმა კარგად იცის, თუ რამდენ მსხვერპლზე უწევთ წასვლა ამ პროფესიის ადამიანებს – ისინი მზად არიან შეასრულონ ექსტრემალური ტრიუკები, დაეუფლონ საბრძოლო ხელოვნებას, შეიცვალონ გარეგნობა, ისწავლონ სხვადასხვა ენა და ა.შ.

ამჯერად კი ყურადღებას მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავამახვილებთ, რადგან ჰოლივუდში მოიძებნებიან მსახიობები, რომლებიც ამა თუ იმ პერსონაჟის განსახიერებისას სიგიჟის ზღვარს კრიტიკულად მიუახლოვდნენ:

1. კრისტიან ბეილი – მემანქანე

ფილმისთვის მსახიობმა წონაში 30 კგ. დაიკლო, მკაცრი დიეტით გამოწვეულ სტრესს კი უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. როგორც ის მოგვიანებით იხსენებდა, გადაღებების პერიოდში უბრალო ვაშლიც კი მისთვის დიდ სიამოვნებასთან ასოცირდებოდა, ვისკი კი, ფაქტობრივად, ბედნიერების ტოლფასი იყო.

ჩემმა ექსპერიმენტებმა ძალიან უცნაურ მდგომარეობამდე მიმიყვანა. შემეძლო, გაშეშებული ვმჯდარიყავი და თვალით ერთ წერტილს საათობით მივშტერებოდი. ზოგჯერ, ფეხზე მდგომსაც კი ჩამძინებია…

იყო პერიოდი, როდესაც ფილმის შემქმნელებს ფინანსური რესურსი ამოეწურათ და არავინ იცოდა, გაგრძელდებოდა თუ არა მისი გადაღებები, თუმცა ბეილი იმდენად იყო შეპყრობილი ამ პერსონაჟით, რომ შიმშილობას მაინც აგრძელებდა.

ახლა, როდესაც წარსულ გამოცდილებას იხსენებს, ის ხშირად აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს ასეთ განსაცდელს მეორედ ნამდვილად აღარ მოუწყობს!

2. შია ლაბაფი – ჩარლი ქანთრიმენის აუცილებელი სიკვდილი

ფილმის სიუჟეტის თანახმად, მთავარი პერსონაჟი მოსაწყენ ცხოვრებას ჰალუცინოგენების საშუალებით გაურბის. როგორც აღმოჩნდა, გადაღებების პროცესში არალეგალურ სუბსტანციებზე უარს არც მსახიობი ამბობდა.

რა თქმა უნდა, თავად ამ საქციელს როლის სპეციფიკურობით ამართლებდა, თუმცა, ფაქტია, რომ ნარკოტიკებმა შია მოგვიანებითაც არაერთ უსიამოვნებაში გახვია. გარშემომყოფები ამჩნევდნენ, რომ ის ძალიან უცნაურად იქცეოდა – მაგალითად, ბერლინის კინოფესტივალზე თავზე ჩამოცმული შეფუთვით გამოცხადდა, 4 თვის შემდეგ კი თეატრში ხულიგნური ქცევის ბრალდებით დააპატიმრეს.

ამ ყოველივეს შემდეგ, მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა მართლაც ჰქონდა და რეაბილიტაციის კურსის გავლა გადაწყვიტა.

3. ქეით უინსლეტი – წამკითხველი

ფილმში ქეითი საკონცენტრაციო ბანაკის მეთვალყურეს განასახიერებდა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ძალიან ღრმად შეიჭრა როლში და შემდეგ რეალურ ცხოვრებასთან დაბრუნება საკმაოდ გაუჭირდა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქეითის თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და ფილმში განსახიერებული პერსონაჟისათვის მან ოსკარი დაიმსახურა.

4. მარია შნაიდერი – უკანასკნელი ტანგო პარიზში

ამ ეროტიკულმა დრამამ მარიას დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა, როგორც წლების შემდეგ, ბერნარდო ბერტოლუჩიმ აღიარა,  ერთ-ერთი ძალადობრივი სცენა დადგმული სულაც არ ყოფილა და მარლონ ბრანდომ ახალგაზრდა ქალი რეალურად გააუპატიურა.

ამ გზით, რეჟისორსა და მსახიობს ბუნებრივი რეაქციის მიღწევა სურდათ, თუმცა მარიასათვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან სტრესული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერის შემდეგ მას გამუდმებით მსგავს პროექტებში მონაწილეობას სთავაზობდნენ, მან კი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და, საბოლოოდ, საავადმყოფოში აღმოჩნდა.

5. მალკოლმ მაკდაუელი – მექანიკური ფორთოხალი

ენტონი ბერჯესის ლეგენდარული რომანის ეკრანიზაციაში მსახიობი სადისტს განასახიერებდა. ამ პერსონაჟმა კი, როგორც ჩანს, მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მაკდაუელს ძილთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო, რომლისგან განკურნებაც მხოლოდ სპეციალისტების ჩარევის შედეგად შეძლო.

6. ველ კილმერი – ჯგუფი “დორსი”

გარდა იმისა, რომ მსახიობი გარეგნულად ძალიან ჰგავდა ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს, ის როლში მთლიანად შეიჭრა და, შეიძლება ითქვას, რომ ჯიმ მორისონადაც კი იქცა… როგორც ცნობილია, კილმერი კოლეგებისაგან მოითხოვდა, მისთვის ჯიმი დაეძახათ. ასევე, მან დორსის ყველა სიმღერა ზეპირად ისწავლა და სტუდიაში საათებს ატარებდა.

ის იცვამდა, როგორც მორისონი, ზუსტად იმეორებდა მისი სიარულის მანერასა და ჟესტებს, ინტერესდებოდა ნებისმიერი დეტალით ლეგენდარული მუსიკოსის შესახებ. სიმღერებსაც კი ისე ასრულებდა, რომ ზოგჯერ ჯგუფის ცოცხალ წევრებს, მისი და მორისონის ჩანაწერების გარჩევა უჭირდათ.

ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ეს ყოველივე ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და მსახიობს ფსიქიატრების დახმარება დასჭირდა, რათა საკუთარი იდენტობა დაებრუნებინა.

7. ნატალი პორტმანი – შავი გედი

როლისთვის მზადება, რომელმაც მას მოგვიანებით ოსკარი მოუტანა, ნატალიმ გადაღებებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. თავდაპირველად ის დღეში 2 საათს უთმობდა ბალეტს, მოგვიანებით კი ეს დრო 5 საათამდე გაიზარდა და მას ცურვის გაკვეთილებიც დაემატა.

გადაღებების დაწყების შემდეგ, ის ტრენერთან ერთად დღეში 8 საათს ატარებდა, გადასაღებ მოედანზე კი – თხუთმეტს. როგორც შემდგომში იხსენებდა, ხანდახან ეგონა, რომ სიკვდილის პირას იყო. ამ ყოველივეს ემატებოდა მკაცრი დიეტა და იზოლაცია დანარჩენი მსახიობებისაგან, რადგან რეჟისორი მიიჩნევდა, რომ ასე უფრო მეტად გაითავისებდა საკუთარ პერსონაჟს.

გადაღებების დასრულების შემდეგ, ნატალის ძალიან გაუჭირდა ნორმალურ ცხოვრებასთან შეგუება. ფაქტობრივად, მას თავიდან მოუწია ჭამის, ძილისა და ადამიანებთან კომუნიკაციის სწავლა.

8. ძირითადი სამსახიობო შემადგენლობა – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

კენ კიზის ლეგენდარული რომანის ეკრანიზაცია მეორე ფილმი გახდა ოსკარის ისტორიაში, რომელმაც ხუთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმის სიუჟეტი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ მოგვითხრობს და რეალურადაც ამავე დაწესებულებაშია გადაღებული. როგორც ცნობილია, მსახიობებს საშუალება ჰქონდათ, რომ დრო გაეტარებინათ და ესაუბრათ ფსიქიატრიულის პაციენტებთან. ასევე, ისინი ხშირად ესწრებოდნენ ჯგუფური თერაპიის სეანსებს.

მოგვიანებით, ჯეკ ნიკოლსონმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ, როდესაც გადასაღებ მოედანზე მისვლა აგვიანდებოდა, გარჩევაც კი უჭირდა, თუ ვინ იყო მსახიობი და ვინ რეალური პაციენტი. ბოლოს კი, ისინი უკვე აღარსად მიდიოდნენ და, ფაქტობრივად, ფსიქიატრიულშივე ცხოვრობდნენ, რამაც მათ გარკვეული მენტალური პრობლემები გაუჩინა.

9. ჰიტ ლეჯერი – ბნელი რაინდი

უდროოდ გარდაცვლილი მსახიობი ძალიან იყო შეპყრობილი ჯოკრის პერსონაჟით, რომელმაც მას ოსკარი სიკვდილის შემდეგ მოუტანა… როგორც ცნობილია, გადაღებების დაწყებამდე ის სასტუმროს ნომერში გამოიკეტა და დღეების განმავლობაში ცდილობდა როლში შესვლას.

ამ პერიოდში ის აწარმოებდა დღიურს, სადაც ჩანაწერებს ჯოკერის გადმოსახედიდან აკეთებდა. მას დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი ეძინა, რადგან მისი ტვინი უარს აცხადებდა დასვენებაზე. ამ ფაქტის გამო კი, ჰიტი იძულებული გახდა საძილე საშუალებებისათვის მიემართა.

სწორედ, წამლის გადაჭარბებული დოზა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი 2008 წელს – მაშინ, როდესაც ბნელი რაინდი ჯერ ეკრანებზე გამოსულიც კი არ იყო. დღემდე ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ჰიტ ლეჯერის სიკვდილში წვლილი სწორედ მის მიერ ასე შესანიშნავად განსახიერებულ ჯოკერს მიუძღვნის!

ბერნარდო ბერტოლუჩიბნელი რაინდიველ კილმერივიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაკრისტიან ბეილიმალკოლმ მაკდაუელიმარია შნაიდერიმარლონ ბრანდომემანქანემექანიკური ფორთოხალიმკითხველინატალი პორტმანიოსკარიპერსონაჟიროლიუკანასკნელი ტანგო პარიზშიქეით უინსლეტიშავი გედიშია ლაბაფიჩარლი ქანთრიმენის აუცილებელი სიკვდილიჯგუფი "დორსი"ჯეკ ნიკოლსონიჯოკერიჰიტ ლეჯერი
Previous Post

10 შეცდომა "პატარა ქალთევზადან", რომელიც არ შეგიმჩნევიათ

Next Post

"სამეფო კარის თამაშების" გზამკვლევი

Next Post
სამეფო კარის თამაშები

"სამეფო კარის თამაშების" გზამკვლევი

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020