სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

9 მსახიობი, რომელთაც არაორდინალური მშობლები ჰყავთ

Cinemania ავტორი Cinemania
27 დეკემბერი, 2017
რუბრიკა საინტერესო
0
9 მსახიობი, რომელთაც არაორდინალური მშობლები ჰყავთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დედ-მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა რომც არ გვქონდეს, ისინი მაინც ახდენენ ადამიანის პიროვნებაზე და ხასიათზე გავლენას – ეს უდავო ფაქტია. კიდევ უფრო საინტერესოა, რა გავლენა იქონიეს ცნობილი ადამიანების ბავშვობასა და შემდგომ პერიოდზე მათმა მშობლებმა. თქვენ წინაშეა ცხრა ცნობილი მსახიობი, რომლებიც საკმაოდ არაორდინალურ ოჯახებში აღიზარდნენ.

უმა თურმანი

უმა თურმანი 1970 წელს მეტად უცნაურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, რობერტ თურმანი გახლდათ პირველი ამერიკელი, რომელიც ბუდისტი ბერი გახდა. დედამისი, ნენა თურმანი, მანამდე ცნობილი, როგორც ნენა ფონ შლებრიუგე, ცნობილი მოდელი, ჰიპი და ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის, მწერლისა და ფსიქოდელიური ნარკოტიკების მკვლევრის, ტიმოთი ლირის ცოლი იყო. წყვილმა ქალიშვილს სახელი უმა ინდუისტური ქალღმერთის პატივსაცემად დაარქვა.

დღეს უმას დედა გამოჩენილი და პატივსაცემი ფსიქოთერაპევტია, მამამისი ბუდისტური შეხედულებების ერთგული დარჩა და კოლუმბიის უნივერსიტეტში ინდო-ტიბეტურ ბუდიზმის კურსს კითხულობს.

ლეონარდო დიკაპრიო

ოსკაროსან მსახიობს სახელი ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად დაარქვეს – მამამისმა დედის მუცელში ბავშვის დარტყმა პირველად იგრძნო, როცა უფიცის გალერეაში, სწორედ ლეონარდო და ვინჩის ფრესკასთან იდგა. ლეონარდოს დედა, ირმელინ დიკაპრიო სოციალური მუშაკი იყო, ჯორჯი კი პოპულარული, ცოტა არ იყოს, უხამსი კომიქსების მხატვარი. მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა ოჯახი ჯერ კიდევ ლეოს პატარაობაში მიატოვა, მსახიობის თქმით, ამას მათი ურთიერთობისთვი ხელი არ შეუშლია. ლეონარდო ორივე მშობელთან ახლოსაა. მამა ვაჟს სამსახიობო კარიერის აწყობაშიც კი დაეხმარა.

“მამა დღემდე ხატავს კომიქსებს და 60-იანების ცხოვრებით ცხოვრობს. ჩემს სცენარებსაც კითხულობს და მირჩევს, რომელზე მუშაობა ღირს” – ამბობს ლეო.

დიკაპრიოს კარგი ურთიერთობა აქვს თავის დედინაცვალ პეგისთანაც. მამამისი მეორედ მაშინ დაქორწინდა, როცა ლეო 4 წლის იყო და პეგიმ მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშა. დღეს ის სითჰია და ოფიციალურ შეხვედრებზე ჩალმით ჩნდება ხოლმე.

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერი 1969 წელს დაიბადა მსახიობების ოჯახში. დედამისი, ნენსი დოუ, მსახიობი და მოდელი იყო. ჯენიფერმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დედასთან რთული ურთიერთობა აქვს და მამასთან უფრო ახლოსაა.

ჯენიფერის მამა, ჯონ ენისტონი, ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა, თუმცა ყოველთვის მსახიობობა უნდოდა და მიაღწია კიდეც ამას: მას პოპულარულობა საპნის ოპერაში (Days of Our Lives) თამაშმა მოუტანა. საინტერესოა, რომ სერიალ Friends-ის ერთ ეპიზოდში ამ სერიალის პაროდიას აკეთებენ.

ჯეიკ ჯილენჰოლი

კუზიანი მთის ვარსკვლავი 1980 წელს დაიბადა საკმაოდ ცნობილ ოჯახში. მამამისი, სტივენ ჯილენჰოლი რამდენიმე პოპულარული სერიალის, მათ შორის Twin Peaks-ისა და The Mentalist-ის რეჟისორია. დედამ ნაომი ფონერი სცენარისტია ჰოლივუდში.

მამის მხრიდან ჯეიკი ძველი კეთილშობილი შვედური ოჯახის შთამომავალია, დედა კი რუსი ებრაელია. ოჯახს ძალიან დემოკრატიული მიდგომა აქვს ბავშვების აღზრდასთან. მაგალითად, ჯეიკის ბარ-მიცვა (ზრდასრულობის აღსანიშნავი დღესასწაული იუდაიზმში) უსახლკაროთა სადგომში აღნიშნეს, რათა შვილისთვის გულმოწყალების გრძნობა განევითარებინათ.

თუფაქ შაკური

ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო და გავლენიანი შემსრულებელი 1971 წელს დაიბადა. მისი მშობლები რევოლუციური სოციალისტური ორგანიზაციის, რადიკალური შეხედულებებით ცნობილი “შავი პანტერის პარტიის” წევრები იყვნენ. დედა, აფენი შაკური და მამა, ბილი გარლანდი, აშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის აქტიურად იბრძოდნენ..

აფენი შაკური 150-ჯერ დააკავეს, მათ შორის ყველაზე სერიოზული ბრალდება აშშ-ის წინააღმდეგ დაგეგმილი კონსპირაცია იყო. თუფაქის გარდაცვალების შემდეგ აფენი შვილის სიმღერებზე საავტორო უფლებებს ფლობს და შემოსულ თანხას ქველმოქმედებას ახმარს.

ჰიუ ლორი

1959 წელს დაბადებული ექიმი ჰაუსი შოტლანდიელი ექიმისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. დედამისი, პატრიცია ლორი, რამდენიმე მოთხრობის ავტორია, რომელიც The London Times-ში გამოქვეყნდა. მამა უილიამ “რენ” ლორი თავგადაკლული სპორტსმენი გახლდათ და ნიჩბოსნობაში ოლიმპიური მედალიც აქვს. გარდა ამისა, კემბრიჯის ნიჩბოსნობის ერთ-ერთი უძველესი კლუბის საპატიო წევრია.

ჯეკი ჩანი

საბრძოლო ტრიუკების ოსტატი ჯეკი ჩანი 1954 წელს დაიბადა უბრალო ჩინურ ოჯახში. მისი მშობლები – ჩარლზ და ლილი ჩანები სამოქალაქო ომის დროს ჰონგ კონგში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა ჯეკის მამა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩარლზ ჩანის პოლიტიკური აქტიურობა 20 წლიდან დაიწყო, როცა ეროვნულ რევოლუციურ არმიას შეუერთდა. მე-2 მსოფლიო ომის დროს იგი იაპონელებმა დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ პოლიტიკური კავშირები ჩარლზს დაეხმარა, იქიდან თავი დაეღწია.

დასტინ ჰოფმანი

დასტინ ჰოფმანის მამა ჰარი Columbia Pictures-ში დეკორატორად მუშაობდა, დედა, ლილიან ჰოფმანი კი ცნობილი ჯაზპიანისტი გახლდათ. მუსიკის დიდად მოყვარული დედა დასტინს 5 წლიდან ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მშობლებს სჯეროდათ, რომ დასტინი მუსიკალურ კარიერას გააგრძელებდა, თუმცა მისი ძმის დამსახურებით, რომელიც ფილმებში დამხმარე მსახიობდა მუშაობდა, დასტინი კინოინდუსტრიას ეზიარა.

ქეით ჰადსონი

ქეით ჰადსონი მუსიკოს ბილ ჰადსონისა და მსახიობ გოლდი ჰოუნის შვილია. მშობლების დაშორების შემდეგ ქეითი კურტ რასელთან – გოლდის მეორე ქმართან გაიზარდა. კურტი და გოლდი ჰოლივუდის ფავორიტი და ერთ-ერთი მყარი ვარსკვლავური წყვილია. მათმა სამსახიობო ნიჭმა და ურთიერთდამოკიდებულებამ, ცხადია საკუთარი გავლენა იქონია ქეითზე.

 

 

არაოდრინალური მშობლებიდასტინ ჰოფმანითუფაქ შაკურილეონარდო დიკაპრიომშობლებიმშობლები და შვილებიოჯახიქეით ჰადსონიჯეიკ ჯილენჰოლიჯეკი ჩანიჯენიფერ ენისტონიჰიუ ლორი
Previous Post

ჯესიკა ჩესტეინსა და იდრის ელბას ფილმის "იგი" სიქველში მონაწილეობა სურთ

Next Post

10 საუკეთესო საახალწლო ეპიზოდი ჩვენი საყვარელი სერიალებიდან

Next Post
10 საუკეთესო საახალწლო ეპიზოდი ჩვენი საყვარელი სერიალებიდან

10 საუკეთესო საახალწლო ეპიზოდი ჩვენი საყვარელი სერიალებიდან

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020