ჰოლივუდში უცხოპლანეტელები საკმაოდ პოპულარული თემაა, რომელზეც არაერთი ფილმია შექმნილი, თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ვარსკვლავთა გარკვეულ ნაწილს ამ საკითხის მიმართ გაცილებით სერიოზული დამოკიდებულება აქვს…
მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ მსახიობების ჩამონათვალს, რომლებიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობაში დარწმუნებულები არიან:
1. მეგან ფოქსი
ტრანსფორმერების მომხიბვლელმა ვარსკვლავმა ელენ დეჯენერესის შოუში აღნიშნა, რომ გარშემომყოფები მას ამ ფაქტის გამო გიჟადაც კი თვლიან:
ვეთანხმები იმ თეორიას, რომ მეგალითური ნაგებობები უცხოპლანეტელებმა ააშენეს. არ არის საჭირო ისინი აუცილებლად პატარა, მწვანე კაცუნები იყვნენ… თუმცა, ვფიქრობ, რომ ესენი არიან მომავლის ადამიანები, რომელთაც დროში მოგზაურობა შეძლეს!
2. ტომ კრუზი
როგორ შეიძლება ისეთი ქედმაღალი იყო, რომ ფიქრობდე, თითქოს ამ უზარმაზარ სამყაროში მარტოები ვართ?! ჩვენს გარშემო მილიონობით ციური სხეულია და სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე არსებობს? არა, დარწმუნებული ვარ, რომ გალაქტიკაში ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც უბრალოდ არ ვიცით!
3. უილ სმიტი
კაცები შავებში სწორედ ის ფილმია, რომელიც უცხოპლანეტელების თემას განავრცობს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი მათი არსებობის იდეას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს:
სასაცილო იქნება, თუ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უცხოპლანეტელები არ არსებობენ, თუმცა დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვი, რომ ისინი ნამდვილად არიან! შემიძლია ვთქვა, რომ ღია ვარ ამ საკითხის მიმართ…
4. სტივენ სპილბერგი
უცხოპლანეტელი რეჟისორის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია და, ალბათ, ასეთ კარგ ფილმს ვერც გადაიღებდა, მათი არსებობის გულწრფელად რომ არ სჯეროდეს:
მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ამ სამყაროში მარტო არ ვართ და ძალიან გული მწყდება, რომ უცხოპლანეტელებისადმი მიძღვნილი არაერთი ფილმის მიუხედავად, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი საკუთარი თვალით არასოდეს მინახავს… ვფიქრობ, ეს დიდი უსამართლობაა!
5. ჰოლი ბერი
ვერ დავიჯერებ, რომ დედამიწელები მთელ სამყაროში ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმები ვართ… არ ვარ იმდენად ეგოისტი, რომ ვფიქრობდე, გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შევძელით! ალბათ, წლები დასჭირდება ამ საკითხის კვლევას, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამტკიცდება, რომ სიცოცხლის გარკვეული ფორმები სხვა პლანეტებზეც არსებობს!
6. კიანუ რივზი
როგორ შეიძლება, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვარსებობდეთ? არ ვიცი როდის შევხვდებით მათ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს დღე აუცილებლად დადგება…
7. ჯილიან ანდერსონი
საიდუმლო მასალების ვარსკვლავს მისტიკური ამბები არა მხოლოდ სერიალში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც გადახდენია. ის სრულებით დარწმუნებულია, რომ 1995 წელს მის სახლს ვანკუვერში უცხოპლანეტელები ეწვივნენ. ამის მიზეზად კი იმ უცნაურ მოვლენებს ასახელებს, როგორიცაა შუქის უეცარი ჩართვა-გამორთვა, უცნაური ხმები და ა.შ.
ამ ფაქტის შემდეგ მან სახლი ზებუნებრივი ძალების ექსპერტსაც კი შეაფასებინა, რომელმაც უთხრა, რომ მახლობლად ინდიელთა ანტიკური სამარხებია. სწორედ ასე გადაინაცვლა ჯილიანმა “მინდა მჯეროდეს” კატეგორიიდან “ნამდვილად მჯერას” კატეგორიაში.
8. რასელ ქროუ
კოლეგებისაგან განსხვავებით, მსახიობი კიდევ უფრო შორს წავიდა და 2013 წელს ტვიტერის პირად გვერდზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო განათავსა წარწერით – “ისინი ნამდვილად არსებობენ!”
UFO? Time Lapse Photos Outside RC's Woolloomooloo Office (THESE ARE REAL!): http://t.co/BhTyoyBKql via @youtube
— Russell Crowe (@russellcrowe) March 6, 2013