სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 მნიშვნელოვანი მომენტი “მხევლის წიგნის” მე-3 სეზონის პრემიერიდან

Cinemania ავტორი Cinemania
6 ივნისი, 2019
რუბრიკა საინტერესო
390
7 მნიშვნელოვანი მომენტი “მხევლის წიგნის” მე-3 სეზონის პრემიერიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გუშინ ტელეარხ Hulu-ზე მარგარეტ ეტვუდის გახმაურებული ანტიუტოპიური რომანის, მხევლის წიგნის ტელეადაპტაციის მესამე სეზონის პრემიერა შედგა და მსოფლიო მაყურებელი კვლავ უდიდესი ინტერესით ჩაერთო ულმობელი სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებული ჯუნისა და მისი თანამზრახველების დაძაბულ, ემოციურ ისტორიაში.

მე-3 სეზონის საწყის ეპიზოდში მოვლენები იქიდან გაგრძელდა, სადაც დამთავრდა – ჯუნმა ახალშობილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემილისთან ერთად გააპარა, თავად კი, ყველასთვის მოულოდნელად, უკან დაბრუნება გადაწყვიტა. პრემიერამ რამდენიმე ხაზი გამოკვეთა, რომლის გარშემოც მოვლენები უნდა განვითარდეს და ჩვენს მიმოხილვაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით.

 

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს!

 

1. ჯუნი გაქცევაზე უარს ამბობს, ემილი კი ჩვილ ნიკოლთან ერთად კანადის საზღვარს კვეთს

მე-2 სეზონის ბოლოს ჯუნმა ჩვილი, რომელიც სერენამ გამოატანა, ემილის გადასცა. მეთაური ლოურენსის დახმარებით ემილიმ კანადის საზღვრამდე მიაღწია, ჩვილით ხელში მდინარე გადაიარა და კანადელ მესაზღვრეებს ჩაბარდა. გულისამაჩუყებელი მომენტი იყო ემილის საავადმყოფოში შესვლა, როცა ის, როგორც გმირი, ტაშით დააჯილდოვეს. პირველი სერიის მიწურულს ემილი ლუკს და მოირას შეხვდა.

2. ჯუნს გილეადისგან სასჯელი ელის


ჯუნის დაბრუნებას უოტერფორდები ბრაზით ხვდებიან, მათ შეუძლიათ, სერიოზული პრობელემები შეუქმნან მხევალს. სერენა გაცოფებულია იმ ფაქტით, რომ ჯუნმა მისი შვილი მკვლელს გაატანა, თუმცა ჯუნი უხსნის, რომ მას აქ კიდევ ერთი შვილი ჰყავს და მის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. საბოლოოდ ჯუნი და უოტერფორდები უსიტყვოდ თანხმდებიან იმაზე, რომ სიმართლეს არ იტყვიან და ბავშვის გატაცებას ემილის დააბრალებენ.

3. სახლის დაწვა

ტრავმირებულ და განადგურებულ სერენას, რომელსაც თითი მხოლოდ იმიტომ მოაჭრეს, რომ გილეადის მმართველთა წინაშე ქალების უფლებებზე ამოიღო ხმა, მოვლენების გადაფასების დრო დაუდგა. ის გილეადის ერთ-ერთი შემოქმედთაგანი იყო, ახლა კი აცნობიერებს, რომ ხმის უფლებაც კი წართმეული აქვს. საკუთარ საძინებელში მდგარი, ლოგინს იმ სითხეს ასხამს, რომლითაც მოკვეთილ თითს მკურნალობდა, ცეცხლში ხვევს საწოლს და ერთგვარი კმაყოფილებით შესცქერის ხანძარს.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან ის ჯუნს გაჰყავს და ისინი ერთად უყურებენ, როგორ იწვის გილეადის ერთ-ერთი გავლენიანი მეთაურის დიდებული სახლი.

გაიცანით სერენას დედა: სახლის გადაწვის შემდეგ სერენა შინ, დედასთან ბრუნდება სანაპიროზე მდებარე სახლში, სადაც თავისი ცხოვრების მორიგ გზაზე ფიქრისთვის ბევრი დრო აქვს. აშკარაა, მას ფრედთან დაშორება სურს, რასაც დედამისი (მას ლაილა რობინსი განასახიერებს) სასტიკად ეწინააღმდეგება. მტკიცე ხასიათის ქალი სერენას მოუწოდებს, შეწყვიტოს საკუთარი თავის სიბრალული და ქმარს დაუბრუნდეს.

4. ჯუნი მეთაურ ლოურენსთან გადადის

უოტერფორდების სახლის დაწვის შემდეგ ჯუნს მეთაურ ჯოზეფ ლოურენსთან ამწესებენ. ის გილეადის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ენიგმატური ფიგურაა, რომელიც ემილის გაქცევაში დაეხმარა, თუმცა ბოლომდე გაუგებარია, რა მოტივით. სეზონის დასაწყისი მისი და ჯუნის დაძაბულ ურთიერთობაზეა დაფუძნებული. ჯუნის მთავარი გამოწვევაა – შეცვალოს მეთაურის მსოფლმხედველობა, რათა მან აღიაროს, რომ მისმა იდეებმა კრახი განიცადა.

მეთაური ჯუნს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს: ამბოხში ეჭვმიტანილი და დაპატიმრებული მრავალი ქალიდან ერთის გათავისუფლების და მართად დანიშვნის უფლებას აძლევს, თუმცა ჯუნი უარყოფს და აცხადებს, რომ ის, რომ ეს ქალები ტყვეები არიან, თავად ლოურენსის ბრალია და მათ სიცოცხლეზე პასუხს ის აგებს.

5. დეიდა ლიდია გამოჯანმრთელდა

დაბრუნდა მხევლების ულმობელი მოძღვარი, დეიდა ლიდია, რომელიც გასულ სეზონში ემილიმ დააგორა კიბიდან. გამოჯანმრთელებული ლიდია კიდევ უფრო მეტი სისასტიკით აგრძელებს მხევლების დასჯას, რათა მათში სრული და უსიტყვო მორჩილება გააღვიძოს.

6. ნიკი და ჯუნი

უოტერფორდებთან დაბრუნებულ ჯუნს ნიკი უკმაყოფილოდ შეხვდა და ის სიტყვები უთხრა, რასაც მასზე უმეტესობა ვფიქრობდით: “რა დაგემართა? არ იცი, რამდენმა ადამიანმა გარისკა სიცოცხლე, შენ რომ გაეპარებინე? საშინელი ეგოისტი ხარ… აქ, გილეადში მოკვდები.”

“ვიცი. გგონია, რომ არ ვიცი?”

ხანძრის შემდეგ ნიკმა ჯუნს ჩვეული მზრუნველობით სთხოვა, თავს გაფრთხილებოდა. ხოლო ბოლო ეპიზოდში, როცა მან ჯუნს აცნობა, რომ ომში გაიწვიეს, თავიდან ჯუნი ცივად დაემშვიდობა, მაგრამ შემდეგ წყვილმა ღამე ერთად გაატარა. მათი მომდევნო ბედს მორიგი სერიები გაარკვევს.

7. ჯუნისა და სერენას შეხვედრა

სეზონის სამეპიზოდიანი დასაწყისი სერენას და ჯუნის ხელახალი შეხვედრით სრულდება. ჯუნი უფრო მეტი პირდაპირობით ცდილობს სერენას დარწმუნებას, ქალების მხარეს გადავიდეს. ცდილობს შთააგონოს, რომ სერენას ნამდვილად გააჩნია ყველაფრის შეცვლის ძალა და ჭკუა, რომ ერთად რაღაცას შეძლებენ. სერენა ყოყმანობს, თუმცა ეპიზოდის ბოლო კადრები, სადაც ის წყალშია, მისი ხელახლა დაბადების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ.

ამ ყველაფერს მომდევნო ეპიზოდები გვიჩვენებს.

Huluდეტალებიელიზაბეტ მოსიმიმოხილვამნიშვნელოვანი მომენტებიმხევლის წიგნიმხევლის წიგნის მე-3 სეზონისერიალი
Previous Post

ტომ ჰოლანდი კვლავ აგრძელებს მარველის საიდუმლოების გამხელას

Next Post

Spotify-ზე "And Then We Danced"-ის საუნდტრეკები დაიდო

Next Post
Spotify-ზე “And Then We Danced”-ის საუნდტრეკები დაიდო

Spotify-ზე "And Then We Danced"-ის საუნდტრეკები დაიდო

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020