სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 საინტერესო ფაქტი “კორალაინის” შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით

Cinemania ავტორი Cinemania
7 მაისი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
3196
7 საინტერესო ფაქტი “კორალაინის” შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნილ გეიმანის ნოველის ეკრანიზაცია “კორალაინი” გამოვიდა და ჩვენი საყვარელი ანიმაციების ჩამონათვალში საპატიო ადგილიც დაიკავა.

სიუჟეტი მოგვითხრობს პატარა გოგონას შესახებ, რომელიც მშობლებთან ერთად საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ახალ სახლში კი პოულობს საიდუმლო გასასვლელს, რომლის საშუალებითაც ის ჯადოსნურ, ერთი შეხედვით იდეალურ სამყაროში ხვდება.

ამბის თხრობას აქ შევწყვეტთ, რადგან თუ კორალაინი ნანახი არ გაქვთ, წინ ძალიან საინტერესო სეანსი გელით. ჩვენ კი უბრალოდ წარმოგიდგენთ 10 აქამდე უცნობ ფაქტს ამ შესანიშნავი ფილმის შესახებ:

1. “კორალაინი” ანიმაცია არ უნდა ყოფილიყო

თავდაპირველი ჩანაფიქრით, “კორალაინი” მხატვრული ფილმი უნდა ყოფილიყო, რომელშიც მთავარ როლს დაკოტა ფენინგი შეასრულებდა… თუმცა, ჰენრი სელიკი სულ სხვანაირად ფიქრობდა. ის მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტს ანიმაციური ფორმატი გაცილებით უფრო მოუხდებოდა. საბედნიეროდ, რეჟისორმა თავისი გაიტანა, დაკოტას კი “სამსახური” სულაც არ დაუკარგავს, რადგან მან კორალაინის პერსონაჟი გაახმოვანა.

2. “კორალაინის” შექმნას თითქმის 4 წელი მოანდომეს

რომი ერთ დღეში არ აშენებულა… და, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერც ასეთი ანიმაცია შეიქმნებოდა! “კორალაინი” სტოპ-მოუშენის ტექნიკითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით ბევრ დროს მოითხოვს. თუ ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ უშვებს სტუდია LAIKA ანიმაციურ ფილმებს ასე იშვიათად, აი, პასუხიც აქ არის!

3. ერთ-ერთი თანამშრომლის ფუნქცია მინიატურული სვიტრების მოქსოვა იყო

ალთეა ქრომი – ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც კორალაინის თოჯინას სვიტრები მოუქსოვა. დაგვეთანხმებით, ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუ თოჯინის ზომებს გავითვალისწინებთ – კორალაინის სიმაღლე 25 სანტიმეტრიც კი არ არის. წარმოიდგინეთ, რამდენად მინიატურული იქნებოდა მისი ტანისამოსი!

4. 2015 წელს “კორალაინის” ყველა თოჯინა აუქციონზე გაიყიდა

LAIKA-ს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე არა მხოლოდ “კორალაინის”, არამედ პარანორმანისა და მონსტრების ოჯახის თოჯინებიც იყო წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, სტუდიამ შემოსული თანხის დიდი ნაწილი არაკომერციულ ორგანიზაციას შესწირა, რომელიც ხელოვნებასა და შემოქმედებას სოციალური ცვლილებებისათვის ნერგავს.

5. ვაიბი ლოვატი წიგნის პერსონაჟი არ არის

ის ანიმაციაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თუმცა ვაიბის ნილ გეიმანის ნოველაში მას უბრალოდ მოიხსენიებენ… ვაიბი გაპერსონაჟებას, რა თქმა უნდა, სელიკს უნდა უმადლოდეს, რომელსაც სურდა, ფილმში კორალაინის თანატოლიც ყოფილიყო, რომელიც რეალურად ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

6. რეალური სამყაროს გადასაღები მოედანი შედარებით ბრტყელი იყო, წარმოსახვითის კი – გაცილებით ღრმა

იმისათვის, რომ ალტერნატიულ სამყაროებს შორის განსხვავება კიდევ უფრო თვალშისაცემი გამხდარიყო, შემოქმედებითმა ჯგუფმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – მათ რეალობის ამსახველი გადასაღები მოედანი უკიდურესად ბრტყელი, ხოლო წარმოსახვითი სამყარო კი ბევრად უფრო ღრმა და მრავალგანზომილებიანი გახადეს. სწორედ ამიტომ, როდესაც ანიმაციას ვუყურებთ და კორალაინი გვირაბიდან ჯადოსნურ სამყაროში გადადის, გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს 3D ფილმს ვუყურებდეთ.

7. “კორალაინის” გახმოვანებაში მონაწილეობა რეჟისორის შვილებმაც მიიღეს

მათ, რა თქმა უნდა, ეპიზოდური პერსონაჟები გაახმოვანეს – კორალაინის მეგობარი მიჩიგანიდან, რომელიც გოგონას ფოტოსურათიდან ესაუბრებოდა და ბიჭი-მოჩვენება, რომელსაც ბელდამმა სიცოცხლე წაართვა.

ამის შემდეგ, ჰარისა და ჯორჯს კინოინდუსტრიასთან შეხება აღარ ჰქონიათ, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, ყოველთვის იამაყებენ, რომ მამის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარში თავიანთი წვლილი მათაც მიუძღვით!

Laikaანიმაციადაკოტა ფენინგიკორალაინიმონსტრების ოჯახინილ გეიმანიპარანორმანისტოპ მოუშენიჰენრი სელიკი
Previous Post

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

Next Post

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

Next Post
ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

Please login to join discussion

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020