სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

25 “კადრსმიღმა” ფაქტი პოპულარული ფილმების შესახებ (ნაწილი I)

Cinemania ავტორი Cinemania
23 ივლისი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
25 “კადრსმიღმა” ფაქტი პოპულარული ფილმების შესახებ (ნაწილი I)
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი საყვარელი ფილმების მიღმა მართლაც უზომო შრომა, პროფესიონალიზმი და წვრილმანი დგას, რომელთა გარეშეც მაყურებელი სრულყოფილ პროდუქტს ვერ იხილავდა. ეკრანზე ფილმის ყურებისას ამაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ ყველა ფილმს აქვს უნიკალური, რეჟისორის კამერის მიღმა დარჩენილი ამბავი, რომლის გაცნობაც ყოველთვის საინტერესოა.

მაშ, ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენს საყვარელ პოპულარულ ფილმების გადასაღებ მოედანზე კადრს მიღმა მომხდარ საინტერესო ამბებს, მსახიობებისა თუ რეჟისორების თავს გადამხდარ ისტორიებსა და დეტალებს, რომლებიც აქამდე არ იცოდით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ კინო მეტია იმაზე, რაც ეკრანზე ჩანს.

1. გალაქტიკის მცველები

კრის პრატმა გადასაღები მოედნიდან ფაქტობრივად მოიპარა თავისი სტარლორდის კოსტიუმი, თუმცა ცალკეულ და საპატიო შემთხვევებში გამოყენების მიზნით: ჰოსპიტალებში მოენახულებინა ავადმყოფი ბავშვები, რომელთაც საშუალება არ მიეცათ, ეკრანზე ეხილათ სტარლორდი.

2. ყველაფრის თეორია

რეჟისორ ჯეიმს მარშისადმი მიწერილ იმეილში, რომელიც მეცნიერის როლის ედი რედმეინის მიერ შესრულების საკითხს ეხებოდა, სტივენ ჰოკინგმა მოკლედ აღწერა თავისი დამახასიათებელი თვისებები. თავისი “საფირმო” ხმის გარდა, ჰოკინგმა ფილმის შემქმნელებს გადასცა პარტნიორის საპატიო მედალი და თავის მიერ ხელმოწერილი თეზისი, რომელიც ფილმში რეკვიზიტად გამოიყენეს.

3. არმაგედონი

NASA-ს ეს ფილმი თავისი მენეჯმენტის ტრეინინგ-პროგრამაში აქვს ჩართული. ახალ მენეჯერებს დავალებად ეძლევათ, ფილმში რაც შეიძლება მეტი შეცდომა აღმოაჩინონ. გასოცარია, მაგრამ ასეთი უკვე ას სამოცდარვა იპოვეს.

4. დალასის შემსყიდველთა კლუბი

ფილმის ბიუჯეტი იმდენად დაბალი იყო, რომ გრიმიორისთვის მხოლოდ 250 $-ის გამოყოფა მოხერხდა. მსახიობები თავად იკეთებდნენ გრიმს. აშკარაა, ეს საუკეთესოდ გამოუვიდათ, რადგან ფილმმა გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიაში ოსკარი აიღო.

5. ნათლია

კატა, რომელიც მარლონ ბრანდოს გმირს ფილმის დასაწყისში უჭირავს, ქუჩის კატა იყო, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ Paramount-ის სტუდიის ტერიტორიაზე იპოვა და რომელიც სცენარის მიხედვით სულაც არ უნდა ყოფილიყო ფილმში. ამრიგად, გადაღებული მასალა, რომელშიც ბრანდოს დიალოგებს კატის კრუტუნი ერთვის, თითქმის მთლიანად ამოჭრეს.

6. მატრიცა

კუნგ-ფუს სცენების დამდგმელმა ვუ-პინგ იუენმა ფილმზე მუშაობაზე მოულოდნელად უარი განაცხადა და წარმოუდგენლად დიდი ჰონორარი მოითხოვა იმ იმედით, რომ ვაჩოვსკებს მასთან თანამშრომლობას გადააფიქრებინებდა. ასე არ მოხდა. მოგვიანებით მან ახსნა, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობის შეზღუდულ დროში შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მუშაობის გაგრძელებაზე, თუ საბრძოლო სცენებზე მუშაობისას სრულ თავისუფლებას მისცემდნენ. შედეგად ვუ-პინგმა მსახიობები გადაღებებამდე ოთხი თვე სრული დატვირთვით ავარჯიშა საბრძოლო ხელოვნებაში.

7. ელისაბედი: ოქროს ხანა

ფილმში დედოფალი ელისაბედი წმინდა პავლეს ტაძარს ჯერ კიდევ მისი მშენებლობის პროცესში მოინახულებს, რეალურად კი გადაღებების პერიოდში ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა. რეჟისორმა შეხარ კაპურმა გადაწყვიტა იმპროვიზაციისთვის მიემართა და კალატოზებს, რომლებიც კათედრალის ქვებზე მუშაობდნენ, ელიზაბეტის მეფობის პერიოდის სამოსი და ხელსაწყოები დაურიგა. ამრიგად, მშენებელ-ქვისმთლელები, რომლებიც ფილმში ჩანან, რეალურად ამ პროფესიის ადამიანები არიან.

8. ჯანგო

იმ მომენტში, როცა კელვინ კენდი (ლეონარდო დიკაპრიო) სასადილო მაგიდას ურტყამს, მსახიობმა შემთხვევით შუშა ჩაამტვრია და ხელიდან მართლა წამოუვიდა სისხლი. ლეოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და თამაში განაგრძო, მისი გმირობით მოხიბლულმა კვენტინ ტარანტინომ კი – გადაღება. სცენა, რასაკვირველია, მონტაჟსაც გადაურჩა, რადგან ბუნებრიობა ყველას მოეწონა.

9. ფორესტ გამპი

გაგიკვირდებათ და ტომ ჰენკსს ამ ფილმში ჰონორარი არ გადაუხადეს. სამაგიეროდ, მას შემოსავლიდან პროცენტი ერგო, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ ამერიკის მასშტაბით ოთხი მილიონი დოლარი შეადგინა.

წიგნის “ფორესტ გამპი” ავტორს, უინსტონ გრუმს, სცენარის უფლებაში ერთჯერადი 350 000 $ გადაუხადეს. კონტრაქტით კი ფილმის მოგებიდან 3% იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, სტუდია Paramount-სა და ფილმის პროდიუსერებს მისთვის ეს პროცენტი არ გადაუხდიათ, ოსკარის ექვსჯერ მიღებისას კი სამადლობელ სიტყვაში უინსტონ გრუმი ერთხელაც არ უხსენებიათ.

10. ტიტანიკი

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ლეონარდო დიკაპრიოს წინ ბოლომდე უნდა გაეხადა, ქეით უინსლეტმა გადაწყვიტა, ყინული გაელღო და მსახიობები პირველად შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს, ქეითი მის წინ მოულოდნელად გაშიშვლდა.

11. შინდლერის სია

ეპიზოდური როლების 20 000 შემსრულებლისთვის კოსტიუმების დიზაინერებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანსაცმლის საგანგებო კერვა არ დასჭირვებიათ. იმ პერიოდში პოლონეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და უამრავი ადამიანი სიხარულით ყიდდა ძველ, 1930-40-იანი წლებიდან შემორჩენილ ტანსაცმელს.

12. შავი რაინდი

ჯოკერის როლისთვის მოსამზადებლად ჰიტ ლეჯერი სასტუმროს ნომერში დაახლოებით ექვსი კვირით გამოიკეტა. როლი უკეთ რომ გაეცნო, ღრმად დაიწყო მისი ფსიქოლოგიის შესწავლა, ხვეწდა და გულმოდგინედ იმეორებდა ფსიქოპათი პერსონაჟის ყველა ტიკს, განსაკუთრებით კი მის სადისტურ ხარხარზე მუშაობდა.

13. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

გადამღები ჯგუფი ახალ გადასაღებ ლოკაციებზე ხშირად ვერტმფრენით მიდიოდა. შონ ბინს (ბორომირი) ფრენის ეშინია და მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის საჭიროებისას თუ აიძულებს თავს მფრინავი ტრანსპორტით გადაადგილებას. იმ სცენების გადაღებისას, როცა საძმომ თოვლიანი მთები უნდა გადალახოს, ბორომირის კოსტიუმში წინასწარ გამოწყობილი შონი ყოველ დილას ორ საათს ანდომებდა მაღალ მთებში მდებარე გადასაღებ ბაზაზე მისვლას. ჯგუფის დანარჩენი წევრები აფრენილი ვერტმფრენიდან ხშირად ხედავდნენ ბორომირ-შონს, რომელიც მათზე ადრე შესდგომოდა მწვერვალისკენ გზას.

14. ინტერსტელარი

სიმინდის ყანის სცენისთვის კრისტოფერ ნოლანმა ხუთი აკრი სიმინდი დაათესინა – ეს ხერხი მას უკვე გამოყენებული ჰქონდა ფოლადის კაცში (2013). მოწეული მოსავალი გაყიდეს, რამაც ფილმის ბიუჯეტს დამატებითი შემოსავალი მისცა.

15. ტერმინატორი

ფილმის გადაღების ერთ-ერთ დღეს, შუადღის შესვენებაზე, არნოლდ შვარცნეგერი ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ერთ რესტორანში შევიდა ლანჩზე და მხოლოდ მაშინღა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ რობოტ-ტერმინატორის გრიმით იყო – უთვალოდ, ამოტეხილი ყბითა და დამწვარი სხეულით.

16. ვარსკვლავური გზა

“U.S.S. ენტერპრაიზის” ავტომატური კარების გაღების ხმა სინამდვილეში რუსული მატარებლის უნიტაზის ჩარეცხვის ხმაა.

17. გადარჩენილი

ლეონარდო დიკაპრიომ, მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელია, გადაწყვიტა, მართლა გადაესანსლა უმად ბიზონის ღვიძლი. მან ასევე ისწავლა მუშკეტის სროლა, ცეცხლის ანთება, ამერიკელ აბორიგენთა ორ ენაზე (პაუნისა და არიკარაზე) ლაპარაკი და საგანგებო ექიმ-სპეციალისტის დახმარებით უძველეს სამკურნალო მეთოდებშიც გულდასმით გაერკვია. დიკაპრიო ამ როლს თავისი კარიერის უმძიმეს პერფორმანსად მოიხსენიებს.

18. იმიტაციის თამაში

ბენედიქტ კამბერბეტჩმა აღიარა, რომ ფილმის ფინალური სცენების გადაღებისას ის ტირილს ვერ იკავებდა და ზოგადად, ძალიან ინერვიულა: “ამის მიზეზი ისაა, რომ მსახიობს, ადამიანს, თანდათან უყვარდება პერსონაჟი, ფიქრობს და განიცდის, თუ რა გადაიტანა მან და როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა პიროვნებაზე”.

19. გაქცევა შოუშენკიდან

როცა ენდი ბიბლიოთეკაში ბრუკსის ასისტენტად მუშაობას იწყებს, ჯეიკი, ბრუკსის ყვავი ჩხავის. სანამ ყვავი დაიჩხავლებდა, ტიმ რობინსს ამ ფრაზის: “ჰეი, ჯეიკ, სადაა ბრუკსი?” წარმოთქმა უნდა მოესწრო. თავიდან გაუჭირდა, თუმცა შემდეგ მსახიობმა ფრინველის “ენა” იმდენად კარგად შეისწავლა, რომ ზუსტად იცოდა, როდის უნდა ეთქვა სიტყვები.

20. რიგითი რაიანის გადასარჩენად

ტომ საიზმორი გადაღებისას წამალდამოკიდებულებას ებრძოდა. სტივენ სპილბერგმა მას ულტიმატუმი წაუყენა, რომ გადაღების ყოველ დღეს მას სისხლის ანალიზს გაუკეთებდნენ და თუ “ტესტს ვერ გაივლიდა”, აუცილებლად დაითხოვდა მას, მის მიერ განსახიერებული ჰორვათის როლზე კი სხვა მსახიობს მოიწვევდა და მის სცენებს თავიდან გადაიღებდა. შედეგი სახეზეა.

21. ქალი-საოცრება

გალ გადოტი ფილმის ჩავარდნილი სცენების ხელახლა გადაღებისას (დუბლიორებთან ერთად) ხუთი თვის ფეხმძიმე იყო. მას მუცელი უკვე ეტყობოდა, ამიტომ კოსტიუმების ჯგუფმა შექმნა სპეციალური კოსტიუმი, რომელსაც მუცლის გარშემო მწვანე ეკრანი დაფარავდა.

22. მალეფისენტი

ანჯელინა ჯოლიმ აღარა, რომ გადასაღებ მოედანზე მალეფისენტის კოსტიუმში ჩაცმული ბავშვებს აშინებდა. ერთ-ერთი ბავშვისგან ასეთი რამეც კი მოისმინა: “დედა, გთხოვ, ბოროტ ჯადოქარს უთხარი, ნუ მელაპარაკება”. მსახიობის თქმით, მისი ქალიშვილი, ვივიენ ჯოლი-პიტი (რომელიც ავრორას პატარაობას თამაშობს) ერთადერთი ბავშვი იყო, რომელსაც მისი არ ეშინოდა.

23. ყველაფრის თეორია

ედი რედმეინი სტივენ ჰოკინგს გადაღებამდე ერთადერთხელ შეხვდა. “ჩვენი სამსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან დაახლოებით რვა წინადადება წარმოთქვა”, – განაცხადა რედმეინმა, – “და, რასაკვირველია, ვერ ვთხოვდი, რაიმე განესახიერებინა”. მიუხედავად ამისა, მსახიობმა მოახერხა მის როლში შესვლა. მან დაახლოებით 15 ფუნტი დაიკლო და თითქმის ოთხი თვე ქორეოგრაფთან ემზადებოდა, საკუთარ სხეულზე სრული კონტროლისთვის რომ მიეღწია. შეხვდა ALS-ის (ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი) მქონე 40 პაციენტს და ჰქონდა დაწვრილებითი ჩამონათვალი, თუ რა თანმიმდევრობით შეწყვიტა მეცნიერის კუნთებმა ფუნქციონირება. საათობით იდგა სარკესთან და ამ ყველაფერს განასახიერებდა, განსაკუთრებულად მუშაობდა სახის კუნთების მოძრაობაზე. გადაღებიდან გადაღებამდე უძრავად, წელში მოხრილი იყო, იმდენად რომ ოსტეოპათმა დაასკვნა, რომ მსახიობის ხერხემლის პოზიციაც კი შეიცვალა. “ცოტა მაშინებს კიდეც ასეთი დაჟინებული მიდგომა”, – აღიარა მსახიობმა, – “ძალიან დამოკიდებული ვხდები ამაზე და ეს ცოტა არ იყოს, არაა ჯანმრთელობისთვის კარგი”.

24. ეშმაკი ატარებს პრადას

გადაღების პირველივე დღეს მერილ სტრიპმა ენ ჰეთევეის უთხრა: “ჩემი აზრით, ეს როლი შენთვის ზედგამოჭრილია. ძალიან მიხარია, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ”. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით გაჩერდა და განაგრძო: “ესაა უკანასკნელი კარგი რამ, რაც გითხარი”. და ასეც აღმოჩნდა. ფილმისთვის ტანსაცმელები და აქსესუარები მაღალი მოდის უამრავმა დიზაინერმა გაიმეტა, რის წყალობითაც ეშმაკი ატარებს პრადას კინოისტორიაში ყველაზე ძვირფასი კოსტიუმების მქონე ფილმია. მერილ სტრიპმა ფილმში გამოყენებული საკუთარი გარდერობი საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა.

25. ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი

“ჯადოსნური ჯოხის გამოყენების ცოდნა” გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრისთვის სავალდებულო იყო. მსახიობებმა სპეციალური მასტერკლასები ჩაუტარდათ ჯოხის სწორი მოძრაობისა და გამოყენების ინსტრუქციებით.

Paramountანჯელინა ჯოლიარმაგედონიარნოლდ შვარცნეგერიბენედიქტ კამბერბეტჩიბეჭდების მბრძანებელიგადარჩენილიგადასაღები მოედანიგალ გადოტიგალაქტიკის მცველებიგაქცევა შოუშენკიდანდალასის შემსყიდველთა კლუბიედი რედმეინიელისაბედი: ოქროს ხანაენ ჰეთევეიეშმაკი ატარებს პრადასვარსკვლავური გზაიმიტაციის თამაშიინტერსტელარიკადრს მიღმაკვენტინ ტარანტინოკრის პრატიკრისტოფერ ნოლანილეონარდო დიკაპრიომალეფისენტიმარლონ ბრანდომატრიცანათლიანერილ სტრიპიპოპულარული ფილმებირიგითი რაიანის გადასარჩენადრობერტ ზემეკისისაინტერესო ფაქტებისტივენ სპილბერგისტივენ ჰოკინგიტერმინატორიტიტანიკიტომ საიზმორიტომ ჰენკსიუცნობი ფაქტებიფორესტ გამპიფრენსის ფორდ კოპოლაქალი-საოცრებაქეით უინსლეტიყველაფრის თეორიაშინდლერის სიაშონ ბინიჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინიჯანგოჯოკერიჰიტ ლეჯერი
Previous Post

გას ვან სენტის აღიარება - ვინ თქვა უარი "კუზიან მთაში" თამაშზე

Next Post

10 გაკვეთილი სათამაშოების ისტორიიდან

Next Post
10 გაკვეთილი სათამაშოების ისტორიიდან

10 გაკვეთილი სათამაშოების ისტორიიდან

ახალი ამბები

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020