სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

2018 წლის ნოემბრის ყველაზე საინტერესო კინოპრემიერები

Cinemania ავტორი Cinemania
29 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
2018 წლის ნოემბრის ყველაზე საინტერესო კინოპრემიერები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წლევანდელ ნოემბერს ბევრი კინომოყვარული ელოდება. ამ თვეში მსოფლიო კინოთეატრებში მრავალი საინტერესო, ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი ფილმის პრემიერა შედგება. გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ ყველა იმ ფილმს, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ მაყურებლებში და წარმოგიდგინოთ ნოემბრის ყველაზე საინტერესო კინოპრემიერების ჩამონათვალი.

1. ბოჰემიური რაფსოდია

ლეგენდარული Queen-ის მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლები დაანონსების დღიდან დიდი ინტერესით ელიან ამ ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც სუპერპოპულარული როკბენდის მიერ განვლილ გზაზე მოგვითხრობს. “ბოჰემიური რაფსოდია” ახლოდან გაგვაცნობს Queen-ისა და განსაკუთრებით მისი ლიდერის, შეუდარებელი ფრედი მერკურის ბიოგრაფიის დეტალებს. ფრედის როლს რემი მალეკი ასრულებს, საუნდტრეკად კი, რასაკვირველია, Queen-ის სიმღერებია გამოყენებული.

ფილმის პრემიერა 2 ნოემბერს შედგება.

2. მაკნატუნა და ოთხი სამეფო

აღნიშნული ფილმი “მაკნატუნას” ცნობილი კლასიკური ზღაპრის დისნეისეულ ეკრანიზაციას წარმოადგენს, თუმცა გარკვეული სიუჟეტური ცვლილებებით. კლარა (მაკენზი ფოი) პარალელური სამყაროს შესასვლელს პოულობს და მოულოდნელად ზღაპრულ სამეფოებს შორის გაჩაღებული ომის შუაგულში აღმოჩნდება. როგორც მაყურებელმა თრეილერიდან შეიტყო, მართლაც ზღაპრული სანახაობა, შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი და ორიგინალური ეკრანიზაცია გველოდება.

პრემიერა 2 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

3. Boy Erased (“მოკვეთილი ბიჭი”)

ახლოვდება წინასაოსკარე სეზონი და დრამის კატეგორიას სერიოზული პრეტედენტი ჰყავს. ფილმი “მოკვეთილი ბიჭი” მოგვითხრობს ჯარედზე (ლუკას ჰეჯესი), რომელსაც რელიგიური მშობლები ულტიმატუმს უყენებენ: ან მონაწილეობას მიიღებს “ჰომოსექსუალთა გამოსწორების” თერაპიულ პროგრამაში ან ოჯახიდან მოიკვეთება. შთამბეჭდავი ქასთი (რასელ ქროუ, ნიკოლ კიდმანი) და საინტერესო სიუჟეტი ფილმის მიმართ მოლოდინს ზრდის.

პრემიერა ასევე 2 ნოემბერსაა დაგეგმილი.

4. Nobody’s Fool (“სულელი არავინ არაა”)

ტაილერ პერის კომედია, რომელშიც მთავარ როლს ტიფანი ჰადიში ასრულებს, დების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაგან ერთ-ერთი ციხიდან ახალი გამოსულია და საზოგადოებაში ადაპტაციას ცდილობს. გარდა ამისა, ის შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მისი დის “იდეალური” ონლაინ ბოიფრენდი სულაც არაა იდეალური.

პრემიერის თარიღი 2 ნოემბერია.

5. გრინჩი

ვინ არ იცნობს გრინჩს? თუმცა ამჯერად ანიმაციური გრინჩის როლი ბენედიქტ კამბერბეტჩმა მოირგო. მას ადამიანები სძულს და შობის მოპარვა განუზრახავს, თუმცა სანამ ყველა სახლიდან საჩუქრების მოიპარავს, ბევრი რამ შეიცვლება. თრეილერიდან გამომდინარე, ფილმში უსიმპათიურეს გრინჩსა და მის ორ უსაყვარლეს თანამოაზრეს ველით, რომლებიც მართლაც სახალისო წინასაშობაო განწყობას შეგვიქმნიან.

პრემიერა 9 ნოემბერს გაიმართება.

6. ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები

ამ პრემიერას პოტერომანების მთელი არმია რახანია სულმოუთქმელად ელის. მაგიზოოლოგ ნიუტ სკამანდერის ისტორიები და მასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო თავგადასავლები მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჯადოქრულ სამყაროს გვაცნობს. “ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილი იმ პერიოდის ძლევამოსილი ჯადოქრის, გელერტ გრინდელვალდის ბოროტი გეგმებისა და იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ ეცდება ჯადოქრული სამყარო მათ ჩაშლას. პოტერჰედები განსაკუთრებული ინტერესით ახალგაზრდა ალბუს დამბლდორის (ჯუდ ლოუ) და ჰოგვორტსის გამოჩენას ელიან.

ფილმის პრემიერა 16 ნოემბერს შედგება.

7. Widows (“ქვრივები”)

დრამა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი ქასთით (ვიოლა დევისი, მიშელ როდრიგესი, ლაიამ ნისონი და დენიელ კალუუია) გამოირჩევა, ოთხი ახლადგარდაცვლილი კრიმინალის ცოლების ისტორიას მოგვითხრობს. ქალები გარდაცვლილი ქმრების საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით ქვრივების ბანდას აყალიბებენ. ფილმის სცენარისტი გაუჩინარებული ქალის ავტორის, გილიან ფლინია, რეჟისორი კი – სტივ მაკქუინი, რაც მის მიმართ ინტერესს ერთიათად ზრდის.

ფილმის პრემიერა 16 ნოემბერს შედგება.

8. რალფი ინტერნეტს უტევს

2018 წელი დისნეის სიქველების წელია. ზაფხულში უკვე გამოვიდა ყველაზე მაგრების მეორე ნაწილი, ახლა კი გაუწონასწორებელი და მაინც საყვარელი გიგანტის, გამანადგურებელი რალფისა და მისი შეუპოვარი პატარა მეგობრის, მრბოლელი გოგონა ვანელოპეს ჯერია. ვიდეოთამაშების გმირები – რალფი და ვანელოპე ახალ თავბრუდამხვევ თავგადასავალში ეხვევიან – ისინი ინტერნეტის დასაპყრობად მიემგზავრებიან, რათა რამენაირად ვანელოპეს თამაში აღადგინონ.

პრემიერა 21 ნოემბერსაა დაგეგმილი.

9. ქრიდი II

როკის ისტორია გრძელდება. ფილმის ქრიდი: როკის მემკვიდრეობა (2015) სიქველში მაიკლ ბ. ჯორდანის გმირი კვლავ რინგზეა – როკი ბალბოას მეტოქისა და მეგობრის, აპოლო ქრიდის შვილი, ადონისი მზადაა, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია შურისძიება. კრივის მოყვარულებს მართლაც შესანიშნავი სანახაობა ელით.

ფილმი კინოეკრანებზე 21 ნოემბერს გამოვა.

Boy ErasedNobody's Foolაპოლო ქრიდიბენედიქტ კამბერბეტჩიბოჰემიური რაფსოდიაბოჰემური რაფსოდიაგრინჩივიოლა დევისიკინოპრემიერებიმაიკლ ბ. ჯორდანიმაკენზი ფოიმაკნატუნა და ოთხი სამეფონოემბრის პრემიერებიპრემიერებირალფი ინტერნეტს უტევსქვრივებიქრიდი 2ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულებიჯუდ ლოუ
Previous Post

მოისმინეთ ტომ იორკის მთლიანი საუნდტრეკი ლუკა გუადანინოს "Suspiria"-სთვის

Next Post

მიშელ ეიო შეიძლება პირველი აზიელი მსახიობი იყოს ბოლო 12 წელიწადში, რომელიც ოსკარზე ნომინაციას მიიღებს

Next Post
მიშელ ეიო შეიძლება პირველი აზიელი მსახიობი იყოს ბოლო 12 წელიწადში, რომელიც ოსკარზე ნომინაციას მიიღებს

მიშელ ეიო შეიძლება პირველი აზიელი მსახიობი იყოს ბოლო 12 წელიწადში, რომელიც ოსკარზე ნომინაციას მიიღებს

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020