სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 ცნობილი წიგნის ტელე და კინოადაპტაცია, რომლებიც 2019 წელს გველოდება

Cinemania ავტორი Cinemania
8 თებერვალი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
15 ცნობილი წიგნის ტელე და კინოადაპტაცია, რომლებიც 2019 წელს გველოდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2019 წელი იმ მკითხველისთვის, რომლებიც მათთვის საინტერესო და საყვარელი ნაწარმოებების ეკრანული ადაპტაციების წინააღმდეგნი არ არიან, მნიშვნელოვანი წელიწადია. ჰოლივუდისა და დანარჩენი მსოფლიოს პროდიუსერების, რეჟისორებისა და მსახიობებისთვის პოპულარული, კლასიკური თუ ბესტსელერი ლიტერატურული ნაწარმოებები კვლავაც შთაგონების წყაროა. შესაბამისად, მკითხველი და მაყურებელი 2019 წელს არაერთი საინტერესო თუ საკულტო ლიტერატურული ნაწარმოების ტელე და კინოადაპტაციას უნდა ელოდეს.

ლუიზა მეი ელკოტის “პატარა ქალები” (რომელსაც გრეტა გერვიგი იღებს), ჯოზეფ ჰელერის “ხაფანგი 22”, ჯორჯ კლუნისა და ჰიუ ლორის მონაწილეობით – ამ და მრავალი ცნობილი წიგნის ეკრანულ ადაპტაციას მაყურებელი სწორედ წელს იხილავს. მათგან ჩვენ ამოვარჩიეთ 15 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელთა ეკრანზე ნახვასაც მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.

კინოადაპტაციები:

1. Chaos Walking (მოხეტიალე ქაოსი)

პატრიკ ნესის ნაწარმოების მიხედვით

როგორ მოახერხებ გაქცევას, როცა მდევარს შენი ყოველი ფიქრის წაკითხვა შეუძლია? ასეთ სასტიკ, დისტოპიურ სამყაროში განვითარებული ისტორიის მთავარი გმირი ტოდი და მისი ძაღლი მანჩი მაინც გარისკავენ გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას. პატრიკ ნესის ბესტსელერი სერიის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი, დეიზი რიდლი, მედს მიკელსენი და ნიკ ჯონასი შეასრულებენ.

გამოსვლის თარიღი: 1 მარტი

2. Where’d You Go, Bernadette? (სად წახვედი, ბერნადეტ?)

მარია სემპლის წიგნის მიხედვით

ოდესღაც გამოჩენილი არქიტექტორი, შემდეგ კი მიზანთროპიით შეპყრობილ მატრიარქად ქცეული ბერნადეტი მოულოდნელად უჩინარდება, მისი ქალიშვილი კი ძიებას იწყებს, რომლის დროსაც დედის იმეილებსა დასაიდუმლო წერილებსაც მიადგება. უაღრესად საინტერესო სიუჟეტის მქონე ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმში ქეით ბლანშეტს, ჯუდი გრირსა და კრისტენ ვიგს ვიხილავთ.

გამოსვლის თარიღი: 9 აგვისტო

3. Pet Cemetary (ცხოველების სასაფლაო)

სტივენ კინგის ამ რომანის კინოეკრანიზაცია უკვე არსებობს– 1989 წლის ამავე სახელწოდების ფილმი. ცხოველების სასაფლაოს სიუჟეტი მთავარი გმირის, ლუის ქრიდისა და მისი ოჯახის გარშემო დატრიალებულ სახიფათო ამბებს გვიყვება. ფილმის მთავარ როლებში ჯეისონ კლარკს, ჯონ ლითგოუს და ემი სეიმეცს ვიხილავთ.

გამოსვლის თარიღი: 5 აპრილი

4. The Sun Is Also a Star (მზეც ხომ ვარსკვლავია)

ნიკოლა იუნის წიგნის მიხედვით

ნატაშა ემიგრანტია – მას და მის ოჯახს დღე დღეზე გაასახლებენ ამერიკიდან. სწორედ ამ დროს ნიუ-იორკის ქუჩაში ის შესანიშნავ ბიჭს გაიცნობს, რომელთან განშორებაც მალე მისთვის წარმოუდგენელი გახდება. ნიკოლა იუნის თინეიჯერული რომანის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს იარა შაჰიდი და ჩარლზ მელტონი ასრულებენ.

ფილმი 17 მაისს გამოვა.

5. Artemis Fowl (არტემის ფოული)

ეოინ კოლფერის ნაწარმოების მიხედვით

თორმეტი წლის არტემის ფოულ II მილიონერი, ვუნდერკინდი და კრიმინალური სამყაროს გენიაა. მას სურს, საკუთარი ტალანტები დაკარგული მამის მოძებნას მოახმაროს. პირველი ნაბიჯი? ფერიას მოტაცება! – აი, ამ და სხვა უჩვეულო თავაგდასავლებით სავსე, თავბრუდამხვევი სიუჟეტის მქონე ფენტეზის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს დისნეის სტუდია. რეჟისორი კენეთ ბრანა იქნება, მთავარ როლებში კი ფერდია შოუს, ჯუდი დენჩსა და ჯოშ გადს ვიხილავთ.

გამოსვლის თარიღი: 9 აგვისტო

6. IT: მეორე ნაწილი

სტივენ კინგის “იგი” კვლავ კინოს შემქმნელების ყურადღების ქვეშაა. წიგნის ავტორისავე ადაპტირებული სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმის მეორე ნაწილი ჰორორის პირველ ნაწილში განვითარებული მოვლენების გაგრძელება იქნება. როლებში კვლავ ვიხილავთ ბილ სკარშგორდს, ჯესიკა ჩესტეინსა და ჯეიმს მაკევოის.

გამოსვლის თარიღი: 6 სექტემბერი

7. The Goldfinch (ჩიტბატონა)

დონა ტარტის რომანის მიხედვით

ამერიკელი მწერლის ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგვითხრობს თეო დეკერზე, რომლის დედაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში აფეთქებას ემსხვერპლა, 13 წლის თეო კი მდიდარმა ოჯახმა იშვილა. ტრაგედია მთლიანად ცვლის ბიჭის ცხოვრების მიმართულებას და იგი ხელოვნების იატაკქვეშა სამყაროსთან აბამს სახიფათო კავშირებს.

მთავარ როლებს ფილმში ანსელ ელგორტი, სარა პაულსონი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ.

გამოსვლის თარიღი: 11 ოქტომბერი

8. პატარა ქალები

ლუიზა მეი ელკოტის რომანის მიხედვით

ყველასთვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოების ამ ახალ ადაპტაციაში, რომელიც ნიუ ინგლენდის სამოქალაქო ომის პერიოდში მცხოვრები დები მარჩების ყოფაზე მოგვითხრობს, მთელი თანავარსკვლავედის – ლორა დერნის, მერილ სტრიპის, სირშა რონანის, ემა უოტსონისა და ტიმოთი შალამეს ნახვის ბედნიერება გვექნება.

გამოსვლის თარიღი: 25 დეკემბერი

9. The Call of the Wild (ბუნების ძახილი)

ჯეკ ლონდონის რომანის მიხედვით

ეს სურათი ამერიკული კლასიკოსის ნაწარმოების მორიგი ეკრანიზაცია იქნება. სიუჟეტი ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში ვითარდება, როცა განძის ძებნაში მარხილში შებმულ ძაღლებს იყენებდნენ. ამბავი მიჰყვება გაქცეულ ძაღლს, რომელსაც გადარჩენისთვის მძიმე გზის გავლა უწევს. ფილმში ჰარისონ ფორდს და დენ სტივენსს ვიხილავთ.

გამოსვლის თარიღი: 25 დეკემბერი

10. All the Bright Places (ყველა ნათელი ადგილი)

ჯენიფერ ნივენის წიგნის მიხედვით

ფინჩმა და ვიოლეტმა ერთმანეთი სკოლის სახურავზე გაიცნეს, სადაც ორივე თვითმკვლელობაზე ფიქრით შეპყრობილები ავიდა. ახალგაზრდებს წარსულიდან გამომდინარე ძლიერი დეპრესია აქვთ, მაგრამ ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ორივე ცდილობს, ცხოვრების ნათელი ადგილები აღმოაჩინოს და სიცოცხლის აზრი გამონახოს. ჯენიფერ ნივენის ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანი მსოფლიო ბესტსელერია, იმედია, მისი ეკრანიზაციაც, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ელ ფენინგი შეასრულებს, ასეთივე წარმატებული გამოვა.

გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ფილმი Netflix-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

11. The Irishman (ირლანდიელი)

ჩარლზ ბრანდტის ნაწარმოების მიხედვით

ვარსკვლავური შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ ადაპტაციამ მაყურებლის ყურადღება თავიდანვე დაიმსახურა. კრიმინალური დრამა, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული მარტინ სკორსეზე იქნება, მოგვითხრობს მშრომელთა კავშირის წევრისა და პარალელურად ბუფალინოების მაფიოზური ოჯახის ერთგული “შემსრულებლის”, ფრენკ შირანის ამბავს, რომელიც ამავე მშრომელთა კავშირის ლიდერის, ჯიმი ჰოფას მკვლელობას აღიარებს. მთავარ როლებში კვლავ ვიხილავთ დაუვიწყარ დუეტს: რობერ დენიროს და ალ პაჩინოს.

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის ოქტომბერი

 

სატელევიზიო ადაპტაციები:

12. Deadly Class (მომაკვდინებელი კლასი)

რიკ რემენდერის კომიქსის მიხედვით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოში ყველაზე საშინელ, მომაკვდინებელ სკოლაში, სადაც უმაღლესი რანგის კრიმინალური ოჯახები თავიანთ მომავალ თაობას უშვებენ აღსაზრდელად. ახალბედა მარკუსს სკოლის გარემოსთან შეგუება უჭირს და თავგადასავლებიც მის გარშემო ტრიალებს. კრიმინალური ხასიათის კომიქსების სერიაზე დაფუძნებულ სერიალში მთავარ როლებს ბენედიქტ ვონგი, ბენჯამინ უოდსვორთი და ლანა კონდორი ასრულებენ.

გამოსვლის თარიღი: იანვარი, ტელეარხი Syfy

13. Good Omens (კარგი ნიშნები)

ტერი პრეტჩეტისა და ნილ გეიმანის წიგნის მიხედვით

სამყაროს აღსასრული ახლოვდება და ეს ანტიქრისტეს ბრალი სულაც არაა – ის ვიღაც უცნობმა ჩაანაცვლა. კეთილი და ბოროტი ძალები ერთიანდებიან, რათა აპოკალიფსი შეაჩერონ. იუმორისტული ფენტეზის კლასიკოსის, ტერი პრეტჩეტისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფენტეზი მწერლის, ნილ გეიმანის ერთობლივი ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ტელესერიალში დევიდ ტენანტს, მაიკლ შინსა და ჯონ ჰემს ვიხილავთ.

გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მას ტელეარხი Amazon უჩვენებს.

14. Catch-22 (ხაფანგი 22)

ჯოზეფ ჰელერის წიგნის მიხედვით

II მსოფლიო ომის მიწურულს ბომბარდირი იოსარიანი ცდილობს, სახიფათო მისიიდან როგორმე თავი დაიძვრინოს. მაგრამ ის ხაფანგში გაებმება… ჯოზეფ ჰელერის ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებული ეკრანიზაცია უკვე არსებობს, მაგრამ ახალ ადაპტაციას მაყურებელი მინისერიალის სახით იხილავს. როლებში კრისტოფერ ებოტს, კაილი ჩენდლერს, ჯორჯ კლუნისა და ჰიუ ლორის უნდა ველოდეთ

მინისერიალი 2019 წელს, Amazon-ზე გამოვა.

15. Watchmen (დარაჯები)

View this post on Instagram

Masks Save Lives. #WatchmenHBO

A post shared by Watchmen (@watchmen) on Nov 20, 2018 at 10:23am PST

ალან მურის კომიქსის მიხედვით

HBO-ს მიერ ალან მურის საკულტო გრაფიკული რომანის – “დარაჯების” მორიგი ადაპტაციის დაანონსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მით უმეტეს, რომ მისი სცენარი დისტოპიისა და ფანტასტიკის ჟანრის დიდოსტატი დეიმონ ლინდელოფის შექმნილია. სცენარი, რომელიც კომიქსის სიუჟეტს ბევრად გასცდება, ორიგინალი “დარაჯების” რეალობასა და სამყაროში განვითარდება – იქ, სადაც სუპერგმირები კანონდამრღვევებად იქცნენ. როგორც ამბობენ, სერიალი ზაკ სნაიდერის კინოადაპტაციისგან განსხვავებული იქნება და მასში ჯერემი აირონსს, ჯინ სმარტს, ტიმ ბლეიკ ნელსონსა და სხვებს ვიხილავთ.

სერიალი წელს გამოჩნდება Amazon-ზე. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

2019 წლის ადაპტაციებიAmazonHBOIT 2Watchmenადაპტაციაალ პაჩინოარტემის ფოულიახალი ფილმებიბესტსელერებიდარაჯებიდევიდ ტენანტიდეიმონ ლინდელოფიირლანდიელიკარგი ნიშნებიკინოადაპტაციაკლასიკალიტერატურამარტინ სკორსეზემზეც ხომ ვარსკვლავიამოხეტიალე ქაოსინილ გეიმანიპატარა ქალებიპატრიკ ნესირობერტ დენიროსტივენ კინგიტელეადაპტაციაყველა ნათელი ადგილიცხოველების სასაფლაოჯორჯ კლუნიჰიუ ლორი
Previous Post

10 გაკვეთილი სიყვარულის შესახებ ცნობილი ტელეწყვილებისაგან

Next Post

კრის ო'დაუდს დაავიწყდა რომ მეორე თორში როლი აქვს შესრულებული

Next Post
კრის ო’დაუდს დაავიწყდა რომ მეორე თორში როლი აქვს შესრულებული

კრის ო'დაუდს დაავიწყდა რომ მეორე თორში როლი აქვს შესრულებული

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020