1.ჩაკ ნორისის ნამდვილი სახელი და გვარი კარლოს რეი ნორისია.
2. ჩაკ ნორისის მამა – რეი ნორისი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიაში მსახურობდა. შვილმა გადაწყვიტა, მამის გზას გაჰყოლოდა და თავადაც აშშ-ის საჰაერო ძალებს შეუერთდა. მეტსახელი ჩაკი, რომლითაც მთელი მსოფლიო იცნობს, სწორედ სამხედრო სამსახურში შეარქვეს.
3. ყველას ჰგონია, რომ ჩაკ ნორისი ადრეული ასაკიდანვე აქტიურად მისდევდა სპორტს. სინამდვილეში კი, მას არცთუ ისე დალხენილი ბავშვობა ჰქონდა. მამამისის ალკოდამოკიდებულებამ და ოჯახურმა პრობლემებმა ჩაკი საკმაოდ ჩაკეტილ ბავშვად აქცია.
4. ჩაკ ნორისს ორი ძმა ჰყავს. შუათანა – ვილენდი, 1970 წელს ვიეტნამის ომში დაიღუპა. უმცროსმა ძმამ, აარონმა კი, რეჟისორობას მიჰყო ხელი და თავის ფილმებში ჩაკიც ათამაშა.

5. 1975 წელს, ჩაკ ნორისმა თავისი პირველი წიგნი – კარატეს ტურნირში გამარჯვება გამოუშვა. წიგნი სპორტული შეჯიბრებებისთვის მოსამზადებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეიცავს.
6. ჩაკ ნორისი ხუთი შვილის მამაა. მას ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავს.
7. ჩაკ ნორისის, როგორც მსახიობის, პირველი რეალური წარმატება 1978 წელს გადაღებულ მცირებიუჯეტიან ფილმს კარგი ბიჭები შავებით იმოსებიან უკავშირდება. სურათს არცთუ ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ფინანსური კუთხით ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
8. 1972 წლის ფილმის დრაკონის გზა ჩაკ ნორისისა და ბრიუს ლის ფინალური ჩხუბის სცენის გადაღებას 45 საათზე მეტი დასჭირდა.

9. ჩაკ ნორისმა მხატვრულ ლიტერატურაშიც მოსინჯა ძალები და შეიძლება ითქვას, რომ კარგადაც გამოუვიდა. მისი ავტობიოგრაფიული რომანი – შინაგანი სიძლიერის საიდუმლო: ჩემი ისტორია 1988 წელს ჟურნალ New York Times-ის ბესტსელერ წიგნებს შორის მოხვდა.
10. ჩაკ ნორისი დასავლური სამყაროს პირველი წარმომადგენელია, რომელიც ტაეკვანდოში მერვე ხარისხის შავი ქამრის მფლობელია. ამ ხარისხის შავი ქამარი სულ რამდენიმე ამერიკელს აქვს.
11. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩაკ ნორისს და ბრიუს ლის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. 1973 წელს, ბრიუს ლი ტრაგიკულად დაიღუპა. ჩაკმა მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილა. დაკრძალვის ცერემონიალზე მას ბრიუს ლის კუბო მიჰქონდა.
12. ჩაკ ნორისს ჯინსის შარვლების საკუთარი ხაზი – Actions Jeans აქვს, რომელიც სპეციალურად საბრძოლო ხელოვნების ოსტატებისთვის არის შექმნილი და რთული ილეთების კეთების დროსაც ძალიან მოსახერხებელია.
13. ჩაკ ნორისი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. ამ მხრივ, მისი მთავარი ინტერესი ბავშვების დახმარებაა. ძალადობისა და ნარკოტიკების პრევენციის მიზნით, ჩაკი საბრძოლო ხელოვნების აქტიურ პროპაგანდას ეწევა და ბავშვებისთვის უფასო გაკვეთილებსაც უზრუნველჰყოფს.
14. ჩაკ ნორისმა საკუთარი აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება შექმნა, რომელსაც ჩან-კაკ-დო (უნივერსალური გზა) უწოდა.
15. ჩაკ ნორისს თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ის ვირტუალური სივრცის საკულტო ფიგურაა. ჩაკ ნორისის სიძლიერესა და დაუმარცხებლობას უამრავ სახუმარო ტექსტებსა და მიმებს უძღვნიან.