სამეფო კარის თამაშები, შურისმაძიებლები, ავატარი, ბეჭდების მბრძანებელი – ყოველი მათგანი ფენტეზი სამყაროებია, რომელთა გარემოც განსაკუთრებული სილამაზითა და მისტიკურობით გამოირჩევა. მათი სიდიადე, რასაკვირველია, განუმეორებელია, მაგრამ კინოსამყაროებზე არანაკლებ გასაოცარი და მრავალფეროვანია ჩვენი დედამიწა. აქ მართლაც მრავლადაა ადგილები, რომლებიც ჩვენს ფავორიტ ფანტასტიკურ კინოსამყაროებს მოგვაგონებს. სინამდვილეში, ამ სამყაროს შემოქმედებს – წიგნებისა თუ კინოსცენარების ავტორებს სწორედ ჩვენი პლანეტის ფერადოვანი ბუნება და ლანდშაფტი შთააგონებს. სწორედ რეალურ ადგილებს წარმოიდგენენ ისინი, როცა თავიანთ განუმეორებელ ფანტასტიკურ ადგილებს აღწერენ.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი პლანეტის ულამაზეს ადგილებს – ადგილებს, რომელთა მსგავსებაც ჩვენთვის ნაცნობ კინოსამყაროებთან მართლაც გასაოცარია.
1. სულების ხე, ავატარი / გლიცინიას ხეები აშიკაგას პარკში, იაპონია


2. თანოსის მოსასვენებელი ადგილი შურისმაძიებლების (უსასრულობის ომი) ფინალურ სცენაში / ბანაუეს ბრინჯის ტერასები, ფილიპინები

3. ბუნებრივად მანათობელი ტბორი ავატარი / მანათობელი ლაგუნა ფალმუთში, იამაიკა

4. მორიის დიდი სამეფო ბეჭდების მბრძანებელი /ცისტერნა-ბაზილიკა სტამბულში, თურქეთი

5. მესას ხეობა, მაღლა / ტეპუი რორაიმა, ვენესუელა

6. ჰოგვორტსის მთავარი დარბაზი, ჰარი პოტერი / ქრისტ ჩერჩ კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

7. პანდორას ღამეები, ავატარი / ვაიტომოს მანათობელი გამოქვაბულები, ახალი ზელანდია

8. მენის ყინულოვანი პლანეტა, ინტერსტელარი / სნეფელსიოკულის მყინვარი, ისლანდია

9. მეფის სავანე, სამეფო კარის თამაშები / დუბროვნიკი, ხორვატია

10. რივენდელი, ბეჭდების მბრძანებელი / ლაუტერბრუნენი, შვეიცარია

11. აღმოსავლეთის ზეცის ტაძარი, ავატარი: ლეგენდა აანგზე / ფანიინგის მთის ტაძარი, ტონგენი, ჩინეთი

12. სამოთხის ჩანჩქერი მაღლა / ანხელის ჩანჩქერი, ვენესუელა

13. დურინის კარიბჭე (მორია), ბეჭდების მბრძანებელი / სენტ ედვარდსის ტაძრის კარიბჭე, რომლის გვერდითაც ორი ხეა ამოზრდილი. ინგლისი

14. აბანო, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი / რეკისი-ნო-იადო კანაგუია, ნაგანო, იაპონია

15. მოლივლივე მთები, ავატარი / ჰალელუიას მთები ზანძიაძიეს პარკი, ჩინეთი
