სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

14 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ ახალ “ჰელოუინს” ვნახავთ

Cinemania ავტორი Cinemania
4 ნოემბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
14 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ ახალ “ჰელოუინს” ვნახავთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1978 წელს გამოსული ჰელოუინი დებრა ჰილისა და ჯონ კარპენტერის ავტორობით, საშინელებათა კინოს კლასიკაა. ფილმი მოგვითხრობს ნიღბიან მკვლელზე, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, მსხვერპლის მოსაკლავად ჰელოუინის დღესასწაულს ირჩევს. წლების განმავლობაში ამ ფილმის რამდენიმე ვერსია და სიქველი შეიქმნა, რის გამოც უკვე არსებობს ტერმინი “ჰელოუინის ფრენჩაიზი”, წელს კი მას კიდევ ერთი სიქველი შეემატება. ფილმში ლორი სტროუდი (ჯემი ლი კერტისი) კვლავ შეხვდება თავის დაუძინებელ მტერს, მაიკლ მაიერსს.

სანამ ახალ ვერსიას ვიხილავთ, გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ჰელოუინის ფრენჩაიზის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა ცოდნაც სიქველის ნახვამდე გამოგვადგება.

1. 1978 წელს გამოსული პირველი ჰელოუინი “სლეშერის” ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის მიჩნეული.

რასაკვირველია, ბევრი შეგვეკამათება იმაზე, რომ სინამდვილეში ფსიქო (1960) ჰორორის ამ ქვეჟანრის ერთ-ერთი პირველი მაგალითია, თუმცა სლეშერი, როგორც დამოუკიდებელი ქვეჟანრი, 70-იანების შუა ხანებში ჩამოყალიბდა, როცა ფილმები: ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით  (1974) და ჰელოუინი (1978) გამოვიდა.

2. ჰელოუინის უკვე 10 ფილმი არსებობს.

არსებობს ორიგინალური ჰელოუინის შვიდი სიქველი, პლუს რობ ზომბის რეჟისორობით გადაღებული რებუთი და მისი სიქველი. წლევანდელი ჰელოუინი ფრენჩაიზის მე-11 ფილმი იქნება.

3. ქრონოლოგიურად, ახალი ფილმის სიუჟეტი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პირველ ჰელოუინს და არ ითვალისწინებს მანამდე გამოსულ დანარჩენ სიქველებს.

ამრიგად, ახალი ჰელოუინის სრულყოფილად გასაგებად საკმარისია მხოლოდ 1978 წლის ვერსიას უყუროთ.

4. თუმცა თუ დანარჩენი ფილმები გინახავთ, ახალ ჰელოუინში ბევრ ალუზიასა და დაფარულ დეტალებს აღმოაჩენთ ფრენჩაიზის სხვა ვერსიებიდან.

რეჟისორმა დევიდ გორდონ გრინმა ფანებს გარანტია მისცა, რომ ისიამოვნებენ ფილმში დამალული ყველა მინიშნებითა და პატარ-პატარა “სააღდგომო კვერცხების” აღმოჩენით, რის გამოც ყველა აღიარებს, რომ სიქველი კლასიკად ქცეულ ორიგინალურ ვერსიასთან ძალიან ახლოსაა.

5. ჰელოუინის ფილმები ერთმანეთის ქრონოლოგიურ გაგრძელებას არ წარმოადგენენ.

  • ჰელოუინი და ჰელოუინი 2 ერთსა და იმავე სამყაროში/სიუჟეტით ვითარდება.
  • ჰელოუინი 3 სრულიად სხვა ისტორიაა, რომელშიც მაიკლ მაიერსი საერთოდ არაა.
  • IV, V და VI ფილმები პირველი ორის სიუჟეტის გაგრძელებას წარმოადგენს (ოღონდ მათში ლორი სტროუდი არ მონაწილეობს).
  • ჰელოუინი 20 წლის შემდეგ (7) და ჰელოუინი: მკვდრეთით აღდგომა (8) პირველ ორ ფილმს მისდევს, მაგრამ შემდეგ სამთან კავშირი არ აქვს.

6. წლევანდელ ვერსიაში მაიკლ მაიერსი და ლორი სტროუდი და-ძმანი არ არიან.

მეორე ჰელოუინიდან გაირკვა, რომ მაიკლი და ლორი და-ძმანი არიან, მაგრამ 2018 წლის ვერსიაში, რომელიც, როგორც ვიცით, მხოლოდ თავდაპირველი ფილმის სიუჟეტს ეყრდნობა, ეს ფაქტი უგულებელყოფილია და მაიკლ მაიერსი ლორის ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადაეკიდება.

7. ახალ ფილმზე თვით ჯონ კარპენტერმაც იმუშავა – როგორც კომპოზიტორმა და როგორც თანაპროდიუსერმა.

კარპენტერი – ორიგინალური ჰელოუინის რეჟისორი, თანასცენარისტი და მუსიკის ავტორია. იგი 2018 წლის ეკრანიზაციაში საუნდტრეკების ავტორად და შემოქმედებით კონსულტანტად დაბრუნდა.

8. ჯემი ლი კერტისი წლევანდელი ფილმის გარდა ჰელოუინის გაგრძელებაში რამდენჯერმე გამოჩნდა.

ორიგინალური ფილმის შემდეგ მსახიობმა ლორი სტროდი განასახიერა გაგრძელებებში ჰელოუინი 2 (1981), ჰელოუინი 20 წლის შემდეგ (1998) და ჰელოუინი: მკვდრეთით აღდგომა (2002).

9. ფილმში შევხვდებით იმ მსახიობის კამეოს, რომელიც პირველ ჰელოუინში თამაშობდა მაიკლ მაიერსს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ფილმში მაიკლ მაიერსის როლს ჯეიმს ჯუდ კორტნი ასრულებს, ნიკ ქასლი, რომელიც სასტიკ მკვლელს 1978 წლის ეკრანიზაციაში განასახიერებდა, ფილმის ერთ მომენტში კვლავ ნიღბით ჩნდება. მას ერთ-ერთ სცენაში ფანჯრიდან მომზირალს შენიშნავთ.

10. ჯემი ლი კერტისს (ლორის) და ჯეიმს ჯუდ კორტნის (მაიკლი) ფილმის გადაღებისას ერთმანეთთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ.

ფილმის ხასიათიდან გამომდინარე, ჯეიმსი განგებ ცდილობდა დისტანცია დაეჭირა თავის ეკრანულ მსხვერპლთან, რათა მისი გამოჩენით გამოწვეული ემოციური დაძაბულობა და შიში ბუნებრივი ყოფილიყო.

11. ფილმი გარკვეუწილად #MeToo მოძრაობას ეხმაურება.

გარდა იმისა, რომ სიუჟეტის ცენტრშია ფსიქოპათის მსხვერპლი შეშინებული ქალი, ამავე დროს, ეს არის ამბავი გადარჩენილზე, რომელიც თავის თავში ბრძოლის ძალას პოულობს და რომელიც საკუთარი თავის, ქალიშვილისა და შვილიშვილის დასაცავად ყველა რესურსით აღიჭურვება.

ერთ-ერთ ინტერვიუში თვით კარპენტერმა განაცხადა: “ეს არის #MeToo-ს თაობა მაიკლ მაიერსის წინააღმდეგ”.

12. ეს ასევე არის ფილმი, რომელიც პოსტტრავმულ სტრესს აღწერს.

ფილმის სიუჟეტი 40 წლის ლორიზეა, რომელმაც წლები გალია, 1978 წელს მიყენებულ ტრავმასთან გასამკლავებლად. კერტისმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ფილმში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ფილმი ტრავმის შესახებაა. “ჩვენ არასდროს ვიღებთ ფილმებს იმაზე, თუ რა ემართება ადამიანს ძალადობრივი მოვლენების შემდეგ. ჩვენ ვიღებთ კინოს ძალადობაზე, დიდების საბურველში ვხვევთ მას, მაგრამ არ ვკითხულობთ, რა ხდება შემდეგ”, – განაცხადა მსახიობმა.

13. ჯერჯერობით არავინ იცის, როდის ვიხილავთ ახალი ჰელოუინის სიქველს ან სპინოფს, თუმცა შემდეგი ნაწილები ფილმს ნამდვილად ექნება.

“ბლუმჰაუსის” საპროდიუსერო კომპანიის დამფუძნებელმა ჯეისონ ბლუმმა Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმს სავარაუდოდ გაგრძელება ექნება, თუმცა ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი.

14. და ბოლოს: ფილმს ამჟამად კინოსაიტ Rotten Tomatoes-ზე 79%-იანი რეიტინგი აქვს.

ეს ნიშნავს, რომ ახალი ჰელოუინი ფრენჩაიზის ყველა ფილმის სიაში რეიტინგით მეორე ადგილზეა (ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემფასებელთა დიდი ნაწილი სულაც არაა ჰორორისა და საშინელებათა ფილმების დიდი ფანი). პირველი ჰელოუინის რეიტინგი 93%-ია, დანარჩენებისა კი 12-იდან 50%-მდე მერყეობს.

#MeToo1978დადებითი გამოხმაურებადებრა ჰილიდევიდ გორდონ გრინიკამეოკლასიკამაიკლ მაიერსიპოსტტრავმული სტრესირეიტინგისიქველისლეშერისპინოფიფრენჩაიზიჯემი ლი კერტისიჯონ კარპენტერიჰელოუინიჰელოუინი 2018
Previous Post

სად გავჩერდით - ანუ, რა მოხდა "ბანქოს სახლის" მეხუთე სეზონში

Next Post

10 უცნობი ფაქტი მეთიუ მაკკონაჰზე

Next Post
10 უცნობი ფაქტი მეთიუ მაკკონაჰზე

10 უცნობი ფაქტი მეთიუ მაკკონაჰზე

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020