სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

13 სიმღერა, რომელთა გაგონებაზეც ყოველთვის ფილმი გაგვახსენდება

Cinemania ავტორი Cinemania
4 მარტი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
13 სიმღერა, რომელთა გაგონებაზეც ყოველთვის ფილმი გაგვახსენდება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როცა ნაცნობი ფილმის საუნდტრეკებს ვუსმენთ, ცხადია, ყოველთვის შესაბამისი ფილმის ამა თუ იმ მომენტს წარმოვიდგენთ, თუმცა დღეს გვინდა ისეთ სიმღერებზე გესაუბროთ, რომელთა გაგონებაზე თვალწინ ყოველთვის კონკრეტული კინოსცენა წარმოგვიდგება. ასეთი სიმღერა ათასობითაა, მაგრამ დღეს ჩვენ 13 მათგანს გაგახსენებთ.

ერთად ვნახოთ და გავიხსენოთ ყველაზე “მუსიკალური სცენები” ცნობილი ფილმებიდან:

1. Shut the Lights – Ricky Luna

მომენტი ფილმიდან: ნაბიჯი წინ რევოლუციისკენ

ფილმში ნაბიჯი წინ რევოლუციისკენ  ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სცენაა (ყველაზე საყვარელი პერსონაჟის, Moose-ს შესრულებით) სტეპი ბევრი ადამიანის შესრულებით. სახლში ამ სცენის ნახვა (და მოსმენა) სარისკო საქმეა, რადგან გამეორება მოგინდებათ და შეიძლება რამე შემოგემტვრეთ.

2. Kavinsky – Nightcall

ფილმი: დრაივი

როცა ფილმსა და მის განუყრელ საუნტრეკზე მიდგება საუბარი, კინომოყვარულები ყოველთვის იხსენებენ ამ შესანიშნავი ფილმის კონკრეტულ მომენტს რაიან გოსლინგის მონაწილეობით.

3. Smash Mouth – All Star

ფილმი: შრეკი

ეს სიმღერა განუმეორებელია, ისევე როგორც შრეკი. და ისინი განუყრელები არიან.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრს ამავე სიმღერაზე ვირთხების რბოლის დასასრულიც ახსენდება.

4. Pixies – Where Is My Mind

ფილმი: მებრძოლთა კლუბი

ეს კომპოზიცია და ლეგენდარული ფილმი იმდენად განუყოფელია, რომ შეუძლებელია Where Is My Mind-ის გაგონებაზე თვალწინ არ დაგვიდგეს ტაილერ დერდენის გაორებული პიროვნება და მისი ამბოხი სამყაროსა და საკუთარი თავის წინააღმდეგ.

5. Bob Dylan – The Times They Are a-Changin’

ფილმი: დარაჯები

ამერიკელი ბარდის ნოსტალგიური სიმღერა საოცრად უხდება DC-ის კლასიკის მიხედვით გადაღებული ფილმის იმ მონაკვეთს, რომელიც ხალხისგან მივიწყებულ სუპერგმირებზე მოგვითხრობს.

6. Harry Belafonte – Banana Boat (Day-O)

ფილმი: ბითლჯუსი

ჰარი ბელაფონტეს ამ ხალისიანი სიმღერის გაგონებაზე ტიმ ბარტონის ფილმი, და კონკრეტულად, ეს მომენტი წარმოგვიდგება. შესაბამისად, კარგი განწყობა გარანტირებულია.

7. Stuck in the Middle with You – Stealers Wheel

ფილმი: ცოფიანი ძაღლები

ხომ გახსოვთ მომენტი, როცა მისტერ ბლონდი პოლიციის ოფიცერს აწამებს? მართლაც წარუშლელი და საზარელი შთაბეჭდილებაა. სწორედ ამიტომ კომპოზიცია, რომელიც ამ ეპიზოდს აფორმებს, მუდამ დაგვამახსოვრდება და მის გაგონებაზე ტარანტინოს ეს ფილმი წარმოგვიდგება თვალწინ.

8. Survivor – Eye Of The Tiger

ფილმი: როკი 3

1982 წელს გამოსული ეს ენერგიული როკსიმღერა ამავე წლის ფილმს, დაუვიწყარი როკი 3-ის ყველაზე ცნობილი საუნდტრეკია. მონაკვეთი, რომელიც როკი ბალბოას ხანგრძლივ მზადებას და ვარჯიშს ასახავს, სწორედ ამ შესანიშნავი კომპოზიციითაა გაფორმებული და რასაკვირველია, მის გაგონებაზე სხვა არაფერი გაგვახსენდება.

9. Roxette – It Must Have Been Love

ფილმი: ლამაზმანი

ფილმ ლამაზმანთან ჩვენთვის პირველ რიგში როი ორბისონის Oh, Pretty Woman-სთან ასოცირდება, თუმცა ამჯერად ავირჩიეთ ის სიმღერა, რომელიც ვივიანის წასვლის შემდეგ გაისმის და შესაბამის სევდიან ატმოსფეროს ქმნის.

10. Queen – Who Wants To Live Forever

ფილმი: მთიელი

Queen-ის მთლიანი შემოქმედება, რასაკვირველია, დაუვიწყარია, მაგრამ ამ კონკრეტულ სიმღერაზე ყველას ყოველთვის უკვდავი კონორ მაკლეოდი გაგვახსენდება 80-იანი წლების დაუვიწყარი ფენტეზი დრამიდან მთიელი.

ეს საოცარი სიმღერა ფრედი მერკურის სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე დაიწერა – დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ფრედიმ საკუთარი დიაგნოზის შესახებ შეიტყო, რაც კიდევ უფრო მეტ ემოციებს აღძრავს ჩვენში.

11. Lou Reed – Perfect Day

ფილმი: ნემსზე

დენი ბოილის ნემსზე მრავალმხრივ საკულტო ფილმია, Perfect Day კი – მისი ჰიმნი! ფორტეპიანოს დელიკატური ბგერების ფონზე ლუ რიდის ვოკალის ძლიერი შემოსვლა შესანიშნავად გამოხატავს პერსონაჟის მენტალურ ტრანსფორმაციას, თუმცა ჭორები ამბობენ, რომ თავად სიმღერაც ჰეროინზეა.

12. The Doors – The End

ფილმი: აპოკალიფსი დღეს

70-იანების დასაწყისის ამერიკულ როკლეგენდაზე – ჯიმ მორისონსა და The Doors-ზე ბიოგრაფიული დრამა არსებობს და იქ მათი ცნობილი სიმღერების უმეტესობა ჟღერს; მაგრამ The Doors-ის ყველაზე ეპიკურ კომპოზიციის, The End-ის გაგონებაზე, ფრენის ფორდ კოპოლას საომარი კლასიკა გვახსენდება. მართლაც იშვიათია ფილმი, რომელსაც იდეურად და მუსიკალურად ასე უხდება ჯიმ მორისონის უნიკალური შესრულება და ხმა, რომელიც თითქოს მართლაც დასასრულის პირას მდგარი ადამიანის განწირული ამოძახილია.

13. James Brown – I feel good

ფილმი: დილა მშვიდობისა, ვიეტნამო

ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნი ამ დიდებულმა ფილმმა კიდევ უფრო ცნობილი გახადა. აღიარეთ: როცა რადიოში ეს სიმღერა გაგიგონიათ, წამით არ წარმოგიდგენიათ, რომ რადიოპულტთან თვით რობინ უილიამსი იჯდა?

ბონუსი:

ვცეკვავთ ყველა!

სიმღერა: Bill Medley, Jennifer Warnes – (I’ve Had) The Time Of My Life

თქვენ რომელ სიმღერებს დაამატებდით?

აპოკალიფსი დღესბითლჯუსიდარაჯებიდაუვიწყარი კომპოზიციებიდილა მშვიდობისა ვიეტნამოდრაივიკინომუსიკალამაზმანიმებრძოლთა კლუბიმთიელიმუსიკანაბიჯი წინნემსზეროკი 3საუნდტრეკებიფილმებიშრეკიცოფიანი ძაღლები
Previous Post

ჩენინგ ტატუმმა შეყვარებული, ჯესი ჯეი ინსტაგრამზე შეაქო

Next Post

ფოტოები: ვიგო მორტენსენი ახალ ფოტოსესიაში Fotogramas-თვის

Next Post
ფოტოები: ვიგო მორტენსენი ახალ ფოტოსესიაში Fotogramas-თვის

ფოტოები: ვიგო მორტენსენი ახალ ფოტოსესიაში Fotogramas-თვის

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020