სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

13 მსახიობი, რომელთაც მოჩვენებების სჯერათ

Cinemania ავტორი Cinemania
30 ივნისი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
358
13 მსახიობი, რომელთაც მოჩვენებების სჯერათ
215
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცნობილი ადამიანები, მიუხედავად წარმოუდგენელი პოპულარობისა, ჩვენნაირი ადამიანები არიან, შესაბამისად, ყველას მსგავსად აქვთ ფობიები და ცრურწმენები, ბევრს მისტიკური მოვლენებისაც სჯერა. ზოგიერთ ამ სელებრითის ბავშვობის სახლში უნახავს მოჩვენებები, ზოგსაც ზრდასრულ ასაკში გამოუცდია პარანორმალური მოვლენა.

ვინ არიან ეს ადამიანები? ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ. ერთად გავიგოთ, ვის “ჰყავს” მოჩვენებები სახლში, ვინ “გადაეყარა” მათ შემთხვევით და რომელ მათგანთან დაამყარა მოჩვენებამ სქესობრივი კონტაქტი (დიახ, ასეთი შემთხვევაც კი გვაქვს!)

1. კორტნი ლავი

Interview Magazine-თან საუბრისას კორტნიმ განაცხადა, რომ სიეტლში, ჰენკოკ პარკში თავის მორიგ ბოიფრენდთან, ედვარდ ნორტონთან ერთად სეირნობისას თავისი გარდაცვლილი მეუღლის, კურტ კობეინის აჩრდილი დაინახა.

“რამდენიმე წამით სკამზე ჩამომჯდარი კურტი დავინახე. ის მომესალმა და შემდეგ წავიდა.” – გაიხსენა კორტნიმ.

2. ლილი კოლინზი

ლილი კოლინზი ამტკიცებს, რომ 2019 წლის ფილმზე – საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი – მუშაობის დაწყებამდე სერიული მკვლელის, ტედ ბანდის მსხვერპლთა აჩრდილები სტუმრობდნენ. მსახიობის თქმით, მას ყოველ ღამეს 3:05-ზე ეღვიძებოდა და სახლის ქვედა სართულზე ჩადიოდა, რათა ჩაი დაელია და გამოეცნო, რამ გააღვიძა.

“მოგვიანებით დავადგინე, რომ ღამის 3 საათი არის ის დრო, როცა სამყაროებს შორის “ფარდა” ყველაზე მეტად თხელია და მოჩვენებებს სულების სამეფოდან გადმოსვლა შეუძლიათ. არ მეშინოდა, უფრო მხარდაჭერას ვგრძნობდი. მესმოდა, თითქოს ვიღაცები მეუბნებოდნენ: “ჩვენ გისმენთ, მხარს გიჭერთ. მადლობა, რომ ამ ამბავს ყვებით.” – განაცხადა ლილიმ უცნაურ “სტუმრებზე” საუბრისას.

2013 წელს კი ლილი ამტკიცებდა, რომ როცა გადაღებებზე ირლანდიაში იმყოფებოდა, მოჩვენება ნახა. მსახიობმა ჯიმი ფელონთან აღიარა: “სხეულთან ჩაქროლებასავით ვიგრძენი და კარების დახურვის ხმა გავიგონე – თითქოს ჰაერი შემოვარდა. სულ სამი კარი იყო.”

3. ჯენიფერ ენისტონი

The Late Late Show-ში ჯეიმს კორდენთან საუბრისას ჯენიფემა აღიარა, რომ ერთხელ მას მოჩვენება ეწვია და გარკვეულ ხანს მასთან ცხოვრობდა. მსახიობმა დასძინა, რომ მოჩვენება მის რუმმეითს ვერ იტანდა.

4. მაილი საირუსი

2013 წელს მაილიმ განაცხადა, რომ თავის ლონდონურ ბინაში მოჩვენებები ნახა. ElleMagazine-თან ინტერვიუში მომღერალმა და მსახიობმა აღნიშნა, რომ შხაპის მიღებისას აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარი ბიჭუნა დაინახა, რამაც ძალიან შეაშინა. მომდევნო ღამეს მაილიმ ზუსტად იმ ადგილზე კვლავ დაინახა ბიჭი. შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ ნამდვილად ასე იყოო, იხსენებს საირუსი.

5. ჰოლი ბერი

ფილმ Introducing Dorothy Dandridge-ის გადაღების დასრულების შემდეგ ჰოლი ბერი ამტკიცებდა, რომ თავად გარდაცვლილი მსახიობის, დოროთი დანდრიჯის მოჩვენება ესტუმრა და საკუთარი კაბაც კი შესთავაზა ჩასაცმელად.

6. ლედი გაგა

2011 წელს ლედი გაგამ განაცხადა, რომ მოჩვენება ესტუმრა, სახელად რაიანი. დაუდგენელია, რატომ ამოირჩია რაიანმა მაინცდამაინც ლედი გაგა, მაგრამ ცნობილია, რომ მომღერალმა სპირიტული სეანსიც კი მოაწყო, რათა მოჩვენებისთვის ეთხოვა, მისთვის თავი დაენებებინა.

7. ქეით ჰადსონი

ქეით ჰადსონი ამტკიცებს, რომ დედამისის სახლში, რომელიც გაქირავებულია, მოჩვენებები ცხოვრობენ. ის იმასაც ამტკიცებს, რომ ხშირად სტუმრობს გარდაცვლილი ბებიის სული.

8. ნიკოლას ქეიჯი

ნიკოლას ქეიჯის განცხადებით, მას სჯერა მოჩვენებების. 2011 წელს მან ჟურნალისტებთან გაამხილა, რომ მის სახლში დაუდგენელი წარმოშობის ტიპი შენიშნა. “ღამით თვალები გავახილე და ჩემი ლოგინის წინ ჩამომჯდარი შიშველი კაცი დავინახე, რომელსაც ჩემი პიჯაკი ეცვა და შოკოლადის ლოლიპოპებს შეექცეოდა. ვიცი, რომ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან საშიში იყო.” – გაიხსენა მსახიობმა.

9. რაიან გოსლინგი

რაიან გოსლინგის თქმით, ბავშვობისას სულებისა და მოჩვენებების ძალიან ეშინოდა. მან გაიხსენა, რომ პატარაობაში დედამისმა ონტარიოში არსებული ბინიდან სხვაგან გადასვლა გადაწყვიტა, რადგან სახლში მოჩვენებები იყო. გოსლინგის მტკიცებით, მას ახლა მოჩვენებების აღარ სჯერა, თუმცა ბავშვობაში ნამდვილად ფიქრობდა, რომ ისინი არსებობდნენ.

10. მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ მაკკონაჰიც ამტკიცებს, რომ მის ერთ-ერთ სახლში მოჩვენება ცხოვრობდა, სახელად Madame Blue. მსახიობმა გაიხსენა, რომ ღამით სახლის ქვედა სართულზე მინის მაგიდაზე მონეტის დაცემის მსგავსი ხმა გაიგონა. ძაღლთან ერთად ქვემოთ ჩავიდა, რომ გაეგო, რა ხდებოდა, და სწორედ მაშინ დაინახა “მადამ ბლუ”. ზუსტად არავინ იცის, მსახიობმა ეს ამბავი სერიოზულად გაიხსენა თუ იხუმრა.

11. კიანუ რივზი

კიანუ რივზის თქმით, მან და მისმა დამ ბავშვობისას მოჩვენება დაინახეს. ეს მსახიობმა ჯიმი კიმელთანერთ-ერთი სტუმრობისას გაამხილა. “ჩვენი ძიძა თავის საძინებელში იყო, როცა დერეფანში ცარიელი, ჰაერში მოლივლივე ჟაკეტი შევნიშნეთ – არც სხეული ჩანდა, არც ფეხები…” – გაიხსენა კიანუმ და იქვე დასძინა, რომ პატარა, თანაც შეშინებული ბავშვის წარმოსახვა მაინცდამაინც სანდო არაა.

12. ანა ნიკოლ სმიტი

2004 წელს ანა ნიკოლ სმიტი მეტად უჩვეულო ამბავს მოჰყვა: “ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ტეხასში მდებარე ჩემს ბინაში ვიყავი, რომ ფეხზე შეხება ვიგრძენი. მოჩვენება ამომაცოცდა და ჩემთან სექსი ჰქონდა”, – ამტკიცებდა მსახიობი, – “მე კი მეგონა, ჩემი ბოიფრენდი იყო, თუმცა როცა გამოვფხიზლდი, ის არ აღმოჩნდა”.

13. ქერი ფიშერი

ქერი ფიშერის მტკიცებით, მან ერთხელ თავისი მეგობრის, გრეგ სტივენსის აჩრდილი დაინახა. მსახიობმა გაიხსენა, რომ ეს 2005 წელს მოხდა, როცა იგი ბევერლი ჰილზის სახლში იმყოფებოდა. ქერის თქმით, აჩრდილის ნახვამ ისე დაზაფრა, რომ კარგა ხანს აზრზე ვერ მოდიოდა და სწორედ იმ წელიწადს კვლავ მიიღო ნარკოტიკები, რომლისთვისაც თავი დანებებული ჰქონდა.

 

მომზადებულია ranker.com-ის მიხედვით

ანა ნიკოლ სმიტიკიანუ რივზიკორტნი ლავილედი გაგალილი კოლინზიმაილი საირუსიმეთიუ მაკკონაჰიმოჩვენებებიმსახიობებინიკოლას კეიჯინიკოლას ქეიჯირაიან გოსლინგისელებრითებიქეით ჰადსონიქერი ფიშერიცნობილი ადამიანებიჯენიფერ ენისტონიჰოლი ბერი
Previous Post

10 დანიური ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Next Post

დაათვალიერეთ ფოტოები სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის ქორწილიდან

Next Post
დაათვალიერეთ ფოტოები სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის ქორწილიდან

დაათვალიერეთ ფოტოები სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის ქორწილიდან

Please login to join discussion

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020