სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

13 მომაბეზრებელი კლიშე, რომელსაც კინოვილანების გარეგნობასა და ქცევაში ვაწყდებით

Cinemania ავტორი Cinemania
4 ივნისი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
13 მომაბეზრებელი კლიშე, რომელსაც კინოვილანების გარეგნობასა და ქცევაში ვაწყდებით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მაშ ასე: დადგა ბოროტმოქმედების დროც. თუ ფიქრობთ, რომ სცენარისტებს ფანტაზია მხოლოდ მსუბუქი რომანტიკული კომედიების გმირების ან შეყვარებული წყვილების შესაქმნელად არ ჰყოფნით, ცდებით – რამდენიმე გამოკვეთილი დეტალი ახასიათებს ბოროტმოქმედი კინოპერსონაჟების ქეცვასა და გარეგნობასაც. კინოვილანი ზოგჯერ იმდენად სტერეოტიპულია, ვერც კი ვიჯერებთ, რომ ბოროტია. რატომ აქვს ბევრ მათგანს საუბრის უცნაური მანერა ან უცხოური აქცენტი? ან მუქ ფერებში რატომ იმოსებიან? თუ ამ ყველაფერს აქამდე არ დაკვირვებიხართ, გაეცანით სტატიას, რომელშიც წარმოგიდგენთ 13 მომაბეზრებელ და ნერვებისმომშლელ ქცევას ან გარეგნობის დეტალს, რომელიც კინოვილანს ახასიათებს.

1. “მე ჯადოსნური ვაშლი მაქვს!”

ბოროტმოქმედი ფილმის პროტაგონისტს არწმუნებს ჯადოსნური ნივთის ან შელოცვის არსებობაში, რომელიც გულუბრყვილო მთავარი გმირის ნებისმიერ სურვილს აასრულებს.

სხვა ვილანები, რომლებიც ამ ხერხს იყენებენ: ურსულა პატარა ქალთევზადან – ჯადოსნობის საშუალებით ფეხების სანაცვლოდ ხმა წაართვა. დედოფალი ნარისა მოხიბლულიდან, რომელმაც ჟიზელს აღუთქვა, რომ ვაშლის ჩაკბეჩა მის მტკივნეულ მოგონებებს გააქრობდა. და, რასაკვირველია, ფიფქიას დედინაცვალი, რომელმაც მოწამლული ვაშლი შესთავაზა გერს.

ამ ხერხს უმეტესად ქალებზე იყენებენ და აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ დადებითი გმირი ასეთი გულუბრყვილოა.

2. მანიაკური სიცილი

ბოროტმოქმედმა თავისი დაუნდობელი გეგმა გაამხილა ან მოწინააღმდეგეს ბრძოლაში უგებს – ამ დროს აუცილებლად ჰომერულად ხარხარებს. კი, ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ ყველა ასე რატომ იქცევა?

ვინ იქცევა ასე: ჯოკერი, კრუელა დევილი და ყველა, ვისაც შეშლილის თვალები აქვს.

რა იქნება, ვილანმა გამარჯვება სიცილის ნაცვლად სხვაგვარად, მაგალითად ჭიქა ღვინით აღნიშნოს?

3. ვილანი გეია

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც უმცირესობის დემონიზაციისკენაა მიდრეკილი.

რომელ ვილანებს ახასიათებს: ბუფალო ბილი კრავთა დუმილიდან, ბრუნო ენტონი ჰიჩკოკის უცნობები მატარებელში, ტომ რიპლი ნიჭიერი მისტერ რიპლიდან, მირიამ ბლეილოკი შიმშილიდან, ფრენკ ფიტსი ამერიკული სილამაზიდან და ხავიერ ბარდემი სქაიფოლში.

ბოროტმოქმედის მიდრეკილებას ავი საქმეებისადმი, მაყურებელი ნაწილობრივ სწორედ მის განსხვავებულ ორიენტაციას უკავშირებს, რაც უმცირესობის მიმართ კარგი საქციელი სულაც არაა.

4. საკუთარი ულმობელი გეგმის შესასრულებლად ბოროტმოქმედი იოლად ახერხებს თანამზრახველების პოვნას

“ცუდი ბიჭი” მარტო ცუდი ბიჭი კი არა, ლიდერობის განსაკუთრებული უნარი აქვს. მას საკუთარი გეგმების განსახორციელებლად სულ ადვილად შეუძლია ბრბოს აყოლიება.

რომელი ვილანები იყენებენ ამ ხერხს: პატრიკი ფილმიდან მართა, მარსი, მეი, მარლენი, აგენტი სმიტი მატრიცადან, გასტონი მზეთუნახავი და ურჩხულიდან.

როგორც წესი, ვილანების თანამზრახველი ადამიანები არაპროფესიონალურად უდგებიან საქმეს და ამის გამო გრანდიოზული გეგმები იშლება. ნამდვილ ბოროტმოქმედს ასეთი მიდგომა არ ეკადრება.

5. საშინელი გარეგნობა აქვს

ბოროტმოქმედის წარსულში რაღაც კატასტროფა მოხდა: მჟავა გადაესხა, მუტაცია განიცადა… მოკლედ, საშინელი ურჩხული შეიქმნა.

რომელი ვილანები გამოიყურებიან საშინლად: ორსახა ბეტმენის სერიიდან, ბიძია სკარი მეფე ლომიდან, რიჩარდ III, ფრედი კრიუგერი, დართ ვეიდერი და შარლიზ თერონი ფილმში მონსტრი.

იმიტომ, რომ ჰოლივუდის აზრით, შურისძიების მოტივაციას ყველაზე მეტად გარეგნული დამახინჯება იწვევს, ჩვენ კი უნაკლო გარეგნობის ვილანები გვენატრება.

6. შავი ტანსაცმელი

ალბათ მუქი ფერის სამოსით ფილმის შემქმნელებს ვილანის ბნელი სულის გამოხატვა სურთ, რადგან ფაქტია: ვილანების დიდი ნაწილი შავ ტანსაცმელს ირჩევს.

რომელ ვილანებს აცვიათ შავი: კონკიას დედინაცვალს, პოლკოვნიკ ჰანს ლანდას უსახელო ნაბიჭვრებში, ურსულას, მანდარინს რკინის კაცი 3-ში და ბოშა კუდიანს ფილმში შემითრიე ჯოჯოხეთში.

ეს ცუდი იდეა არაა, მაგრამ რეალობისგან ცოტა არ იყოს, შორია.

7. წითური ქალები ბოროტები არიან

ფილმის შემქმნელები გამოდიან შუასაუკუნეების ცრურწმენებიდან, რომელთა მიხედვითაც წითურთმიანი ქალები ფიცხები, ცუდი ხასიათის და ჯადოქრული მიდრეკილეების მქონეები არიან. გადასარევია, არა?

წითელთმიანი ვილანები: პოიზონ ივი და ჯოკერი ბეტმენის სერიიდან , ჰილი ჰოლბრუკი მოსამსახურიდან, სინდრომი ყველაზე მაგრებიდან, ვიქტორია ბინდის სერიიდან, ვან პელტი ჯუმანჯიდან და სხვები.

8. ახირებული ვარცხნილობა

თუ შუბლზე ჩამოშლილი თმა ან ქუდის მსგავსი ვარცხნილობა გაქვს, დიდი შანსია, ხალხს სერიული მკვლელი ეგონო.

ვილანები უცნაური ვარცხნილობით: ენი ვოკი მიზერიდან, კაიზერ სოზა ძირითადი ეჭვმიტანილებიდან, და ჰით ლეჯერის მწვანე კულულები შავ რაინდში.

ნუთუ არ შეიძლება, მკვლელს, მანიაკს ან მსოფლიო ბოროტმოქმედს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გარეგნობა ჰქონდეს? ასე ხომ უფრო ადვილად შეინიღბებოდა?!

9. ვილანი ეწევა

ძირითადად სიგარეტს – ჩიბუხით, მუნდშტუკით, სხვაგვარად…

რომელი ვილანები ეწევიან: ჯიმ ფელპსი შეუსრულებელ მისიაში, კრუელა დევილი 101 დალმატინელიდან, შერონ სტოუნი ძირითად ინსტინქტში.

ყველამ ვიცით, რომ მოწევა ცუდია, არ იცის მხოლოდ ბოროტმოქმედმა, რომელიც იმდენს ეწევა, თავისი გეგმების აღსრულებამდე მოკვდება.

10. ლაპარაკობს აქცენტით

აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჰოლივუდი უცხოელებს არ ენდობა.

ვილანები აქცენტით: შერიფი ფილმიდან რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული, ტაი ლუნგი კუნგ ფუ პანდაში, დოქტორი ელზა შნაიდერი ფილმიდან ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა.

11. “ცუდი ბიჭები” “კარგ ბიჭებს” ყოველთვის უტოვებენ საკმარის დროს გასაქცევად

მაშინაც კი, როცა ვილანს გადაწყვეტილი აქვს გმირის განადგურება, რატომღაც ათიოდე წუთს ატარებს მსხვერპლთან არაფრისმომცემ დიალოგში, ამასობაში კი გმირი გაქცევის გეგმებს აწყობს. წარმატებითაც.

ვილანები, რომლებიც ასე იქცევიან: თითქმის ყველა.

ცოტა არ იყოს, სულელურად არ გამოგდით?

12. ვილანი ფერადკანიანია

გამოდის, რასიზმი ისევ აქტუალურია?!

ვილანები, რომლებიც ამ აღწერილობას შეესაბამებიან: ჯუნო სკინერი მართალი ტყუილებიდან, შო ნაფი უკანასკნელ დრაკონში, ტონი ტოდი ქენდიმენიდან, გოგო იუბარი ფილმიდან მოკალი ბილი 1 და ალონსო საწვრთნელი დღიდან.

იმედია, ეს მხოლოდ დამთხვევაა…

13. ვილანი უკანასკნელ დეტალამდე ააშკარავებს საკუთარ გეგმას

ბოროტმოქმედის დახვეწილ, კარგად დამუშავებულ გეგმას არა მხოლოდ მაყურებელი იგებს, არამედ თავად ვილანი პუნქტებად ჩაუკენჭავს მოწინააღმდეგეს, ანუ ფილმის მთავარ გმირს. ამდენ ხანს იმიტომ გეგმავდნენ ყველაფერს, ბოლოს თავადვე რომ გამოეაშკარავებინათ?.. ალბათ იმდენად ამაყობენ საკუთარი ორგანიზების უნარით, გულში ვერ იტევენ…

რომელი ვილანი იქცევა ასე: დოქტორი ბოროტება (ოსტინ პაუერსის სერიიდან) და თითქმის ყველა ვილანი ჯეიმს ბონდის სერიიდან.

კი, ძალიან სახალისოა მსოფლიო ბატონობის შესახებ გეგმების მოსმენა, მაგრამ სერიოზულად: იქნებ ამ საქმეს უფრო გამოცდილმა მოჰკიდოს ხელი?

აქცენტიბოროტმოქმედიგარეგნობაგასტონიგეგმებიდართ ვეიდერივარცხნილობავილანიკინოვილანიკლიშეებიკრუელა დევილიმანიაკური სიცილიმოტყუებამოწევასტერეოტიული ქცევაურსულაშავი ტანსაცმელიცუდი ბიჭიწითური ქალიხასიათიჯოკერიჰომოსექსუალიზმი
Previous Post

ბენედიქტ კამბერბეტჩმა კურიერი გადაარჩინა

Next Post

მილი ბობი ბრაუნი, გალ გადოტი და სხვა ვარსკვლავები Maroon 5-ის ახალ კლიპში

Next Post
გალ გადოტი, მილი ბობი ბრაუნი და ელენ დეჯენერესი

მილი ბობი ბრაუნი, გალ გადოტი და სხვა ვარსკვლავები Maroon 5-ის ახალ კლიპში

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020