სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

12 მსახიობი, რომელიც ეკრანზე გარდაცვალების შემდეგაც კი გამოჩნდა

Cinemania ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
429
12 მსახიობი, რომელიც ეკრანზე გარდაცვალების შემდეგაც კი გამოჩნდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მრავალი მსახიობი სიცოცხლეშივე იქცა კერპად და კინომოყვარულთა მახსოვრობაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. და მათ შორის მხოლოდ რამდენიმე რჩეულმა მოახერხა, ეკრანზე გარდაცვალების შემდეგაც კი გამოჩენილიყო – ფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებში.

წარმოგიდგენთ 12 მსახიობთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ “გაცოცხლდნენ” ისინი ფილმებსა და რეკლამებში.

ბრიუს ლი, 1940-1973

  • სიკვდილის თამაშის გადაღება ბრიუს ლი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ფილმში ბრიუს ლის გარეშე კადრები გამოეყენებინათ. ფილმი მსახიობის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გამოვიდა.
  • სცენების შესავსებად შემქმნელებმა ბრიუს ლის დუბლიორები, გრიმი და იმ დროისთვის არსებული ყველა ტექნიკური ილეთი გამოიყენეს. ერთ-ერთ სცენაში დუბლიორის სახეზე მორგებული, ბრიუს ლის სახისგან დამზადებული “ნიღაბიც” კი შეგვიძლია ვიხილოთ.

ბრენდონ ლი, 1965-1993

  • ბრიუს ლის შვილი, 28 წლის მსახიობი ბრენდონ ლი ფილმ ყვავის გადაღებისას ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთ სცენაში მთავარი პერსონაჟისთვის უნდა ესროლათ. არაპროფესიონალმა დამხმარეებმა უსაფრთხოების სათანადო ზომები არ მიიღეს და მსახიობი მუცელში დაიჭრა. საუბედუროდ, ის იმავე დღეს გარდაიცვალა ჰოსპიტალში.
  • გადაღებული კადრები, როგორც სამხილები, პოლიციამ ამოიღო, თუმცა აღნიშნული სცენა მაინც გადაიღეს სხვა მსახიობის მონაწილეობით. 1993 წელს უკვე იყო შესაბამისი ტექნოლოგიები, რათა გადაღებული არქივიდან დუბლიორის სხეულზე სახის კომბინირება მოეხდინათ, გრიმიორების გუნდმაც შესაბამისად იმუშავა. საბოლოოდ, ყვავს კინოგაქირავებაში დიდი წარმატება ხვდა წილად, ბრენდონ ლი კი საკულტო ფიგურად იქცა.

ოლივერ რიდი, 1938-1999

ოლივერ რიდი, რომელმაც გლადიატორში ლეგენდარული მენტორის, პროქსიმოს როლი შეასრულა, ფილმის გადაღებების დასრულებამდე სამი კვირით ადრე გარდაიცვალა გულის შეტევით. რიდლი სკოტს შეეძლო, რიდის მონაწილეობით ყველა სცენა თავიდან გადაეღო, მაგრამ ის ასე არ მოიქცა.

  • რიდი კომპიუტერული გრაფიკის, დუბლიორებისა და მანეკენების დახმარებით “გააცოცხლეს”. პროქსიმოს მკვლელობის სცენა ზურგითაა გადაღებული (მასში სხვა მსახიობი თამაშობს), თუმცა ხმა რიდისაა: იგი მანამდე ნათქვამ ფრაზას (“ჩრდილი და მტვერი”) იმეორებს. რომელიც ფილმში თითქმის შემთხვევით მოხვდა.
  • იმ სცენაში, როცა არენაზე მაქსიმუსი შედის, პროქსიმო მას გასძახის “ჩვენ, მოკვდავები, მხოლოდ ჩრდილი და მტვერი ვართ!” ამ სცენის გადაღების დროს კამერა მსახიობისკენ დროულად არ მიბრუნდა, რის გამოც რიდმა ჩაფიქრებულმა გაიმეორა: “ჩრდილი და მტვერი…” ეს მომენტი მონტაჟისას ამოჭრეს და მხოლოდ რიდის გარდაცვალების შემდეგ გაახსენდათ – შემქმნელები მიხვდნენ, რომ ეს ფრაზა მშვენივრად გამოდგებოდა პერსონაჟის სიკვდილისწინა სიტყვებად და როგორც პროქსიმოს, ისე ოლივერ რიდის ერთგვარი გამომშვიდობება იქნებოდა. შესანიშნავი მიგნებაა.

ლოურენს ოლივიე, 1907-1989

  • ფილმის – ზეცის კაპიტანი და მომავლის სამყარო – რეჟისორმა კერი კორნანმა გადაწყვიტა, თავის ფილმში ლეგენდარული მსახიობის, ლოურენს ოლივიესთვის მიეგო პატივი. მისი იდეის მიხედვით, ფილმის მთავარი ანტაგონისტი დოქტორი ტოტენკოპფი (“სიკვდილის თავი”) – ვილანი, რომელიც სინამდვილეში მოლაპარაკე თავი აღმოჩნდება, სწორედ გარდაცვლილმა მსახიობმა შეასრულა. როგორ?
  • ბოროტი დოქტორის თავის შესაქმნელად რეჟისორმა 1989 წელს გარდაცვლილი მსახიობის გარეგნობა და ჩანაწერები გამოიყენა. მან არქივებიდან მსახიობის სახის კადრები აიღო, კინოფირად ააწყო და მოძრავი კადრის ტექნოლოგიით ის ფილმში გააცოცხლა. სერ ოლივიეს ხმა სინამდვილეში სხვა მსახიობს ეკუთვნის, მაგრამ მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

მარლონ ბრანდო, 1924-2004

  • მარლონ ბრანდო 2004 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ასეც კი მოახერხა საკუთარ უკანასკნელი როლის თამაში. 2006 წლის სურათის, სუპერმენის დაბრუნების რეჟისორის, ბრაიან სინგერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სუპერმენის მამა მარლონ ბრანდოს ეთამაშა, რადგან ამავე როლს სუპერმენის 1978 წლის ეკრანიზაციაში სწორედ ბრანდო ასრულებს.
  • ამისთვის კომპიუტერული გრაფიკა და ორიგინალური ფილმიდან აღებული მასალები გამოიყენეს. იუტუბზე ამ პროცესის ამსახველი ვიდეოც კი არსებობს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნებოდა ტექნიკურად საკმაოდ რთული ეს სცენები. მარლონ ბრანდოს სახე კომპიუტერულ მოდელს მოარგეს და გარდა ამისა, გასული საუკუნის ეკრანიზაციის გამოუყენებელი კადრებიც დაიხმარეს. ახალი საუკუნის ტექნოლოგიებმაფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს: უბრალოდ შეადარეთ მსახიობის სახე 1978 წლისა და 2006 წლის ფილმებში!

ჰიტ ლეჯერი, 1979-2008

  • ჰიტ ლეჯერის ბოლო და დაუსრულებელი ფილმი ტერი გილიამის დოქტორ პარნასის წარმოსახვა იყო. მსახიობის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ფილმის შემქმნელები რთული არჩევანის წინაშე დააყენა: თავიდან გადაეღოთ თითქმის დასრულებული ფილმი, სცენარი შეეცვალათ თუ კინოხერხებისთვის მიემართათ?
  • გუნდს ორიგინალური იდეა გაუჩნდა რომ ჰიტ ლეჯერის გმირს სხვადასხვა განზომილებაში ემოგზაურა და გარეგნობის შეცვლა შესძლებოდა. მას სხვადასხვა “სახე” მაშინვე უპოვეს – პირველი იყო ჯონი დეპი, რომელსაც შემდეგ კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუც შეუერთდნენ. შედეგად კი “წარმოდგენარიუმი”, რომელშიც მთელი თანავარსკვლავედის ხილვა შეგვიძლია, მთლიანად ჰიტ ლეჯერისადმი მიძღვნილ ფილმად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ოდრი ჰეპბერნი, 1929-1993

  • შოკოლადის ფირმა Galaxy-ის (იგივე Dove) მიერ 2013 წელს გამოშვებულმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი ჩანდა, მთელ მსოფლიოში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა ფირმამ ეთიკური უფლებების საკითხი მსახიობის შვილებთან, შონ ფერერთან და ლუკა დოტისთან თავიდანვე მოაგვარა. შვილების თქმით, ოდრი ბედნიერი იქნებოდა თავის ერთ-ერთი საყვარელი ნუგბარის, შოკოლადისადმი მიძღვნილ კლიპში გამოჩენით.
  • ამ პროექტზე მუშაობა რომელიმე ცნობილი, მეტიც, საკულტო კინოვარსკვლავის ორეულის ძიებით დაიწყო. სპეციალისტები ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ენახათ ვინმე, ვინც ოდრის გაჭრილი ვაშლივით ემგვანებოდა – არამარტო სახით, არამედ გამომეტყველებით, ჟესტებითა და მოძრაობითაც. საბოლოოდ კი, 2 დუბლორი შეარჩიეს: ერთი, რომელიც მსახიობს ფიგურით ჰგავდა, ხოლო მეორე – რომელიც სახით იყო მისი მსგავსი. ამ საინტერესო “აღდგინების” ამბავი დეტალურად შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ.

საკულტო მსახიობები “დიორის” რეკლამაში

  • 2000-იანი წლებიდან მოყოლებული “დიორის” სუნამოების სახე მშვენიერი შარლიზ თერონია და კომპანიის თანახმად, მისი ფიგურა სუნამოს ხაზის J’adore-ს განასახიერებს.
  • მაგრამ 2011 წელს შარლიზს ლეგენდარული გრეის კელი, მარლენ დიტრიხი და მერლინ მონრო “შეუერთდნენ”. არსებობს ვიდეოკლიპი, რომელშიც შეგიძლიათ ამ დაუვიწყარი ქალების კომპიუტერტული გრაფიკის დახმარებით აღდგენილი სახეები იხილოთ. ლეგენდარული ქალების სახეების გამოყენების გამო შემქმნელებს კანონთან მცირედი პრობლემები შეექმნათ რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რა სუნამოს ისხამდა მერლინი ძილის წინ.

პოლ უოკერი, 1973-2013

პოლ უოკერი 2011 წელი და კოდი უოკერი 2015 წელი
“ფორსაჟი 7”, 2015
  • პოლ უოკერი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში, ფორსაჟი 7-ის ყველა საჭირო სცენაში ვეღარ გადაიღეს. ამის გამო ფილმის გამოშვება 2015 წლის აპრილამდე გადაიდო, სანამ შემქმნელები პერსონაჟის ჩანაცვლებას რამენაირად მოახერხებდნენ.
  • თავდაპირველად, მათ მოძებნეს და შეისწავლეს წინა 6 ნაწილის გადაღებული მასალა და უოკერის ამოჭრილი კადრები. შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით შექმნეს მისი “ორეული”, საბოლოოდ კი დაითანხმეს მსახიობის ძმები – კოდი და კალები – ფორსაჟის დიდ ოჯახს შეერთებოდნენ. უცნობია, ზუსტად რომელ სცენებში ჩაანაცვლეს ძმებმა პოლი, რადგან, ეს რთული დასადგენია – უბრალოდ შეხედეთ, როგორ ჰგავს კოდი თავის ძმას.
  • საბოლოოდ, ფორსაჟი 7 არამარტო მთელი ფრენჩაიზის, ისევე კინოგაქირავების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფილმია. გარდა ამისა, შემქმნელებმა უბრალოდ კი არ “მოკლეს” უოკერის პერსონაჟი, არამედ პოეტურად “გააცილეს” ჩამავალი მზის ფონზე. ფორსაჟის შემქმნელთა ეს გულისამაჩუყებელი პატივსაცემი ჟესტი პოლ უოკერის მიმართ იუტუბზე ოფიციალურად ყველაზე მეტი ნახვების მქონე ვიდეოა.

პიტერ კაშინგი, 1913-1994

  • Disney-ის მიერ ვარსკვლავური ომების განახლებული სერია თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა და ცხადია, კინოინდუსტრიის გიგანტს ამ საკულტო სერიისთვის უახლესი ტექნოლოგიები და ეფექტები არ დაუშურებია. იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულთა შესახებ გადაღებული განდევნილი ამ მხრივ მართლაც გამორჩეული სურათია.
  • განდევნილის ვიზუალური ეფექტების რეჟისორმა ჯონ კნოლმა რეჟისორ გარეთ ედვარდსს შესთავაზა, გუბერნატორ ტარკინის როლში სხვა მსახიობი არ გადაეღო, ალტერნატივად კი პიტერ კაშინგის “ციფრული დუბლიორი” შესთავაზა. ედვარდსის თქმით, ისინი ძალიან ღელავდნენ, თუ როგორ მიიღემდა ვარსკვლავური ომების პრეტენზიული ფანობა ამ ექსპერიმენტს. მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თუ აღნიშნული ფილმი გინახავთ, მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ – ტარკინი სრულიად რეალისტურად გამოიყურება.
ბრენდონ ლიბრიუს ლიგარდაცვალებაგრეის კელივარსკვლავებიკინოხერხებილოურენს ოლივიემარლენ დიტრიხიმარლონ ბრანდომერლინ მონრომსახიობებიოდრი ჰებპერნიოლივერ რიდიპიტერ კაშინგიპოლ უოკერიჰიტ ლეჯერი
Previous Post

სამეფო კარის თამაშების ფოტოგრაფმა თავისი საყვარელი ფოტოები დაასახელა

Next Post

ბრანისა და დენის ხილვები, რომლებიც ახდა

Next Post
ბრანისა და დენის ხილვები, რომლებიც ახდა

ბრანისა და დენის ხილვები, რომლებიც ახდა

Please login to join discussion

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020