სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

12 შესანიშნავი კინოიმპროვიზაცია, რომელთა ავტორებიც ოსკარს იმსახურებენ

Cinemania ავტორი Cinemania
3 ივლისი, 2019
რუბრიკა საინტერესო
1653
12 შესანიშნავი კინოიმპროვიზაცია, რომელთა ავტორებიც ოსკარს იმსახურებენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე კინოში, ყველაფერი გეგმის მიხედვით როდი მიდის. მრავალ სიტუაციაში შემთხვევითობა გაცილებით იღბლიანი შეიძლება გამოდგეს. ასეა: გეგმა ირევა, მაგრამ შედეგი უკეთესია. მსახიობური იმპროვიზაციებით კი კინო მხოლოდ და მხოლოდ იგებს.

კინოიმპროვიზაციების მრავალი მაგალითი არსებობს, მაგრამ ზოგიერთი ასეთი სცენა, რომლებიც ცნობილ ფილმებში გათამაშდა, დღეს უკვე საკულტოდ არის ქცეული. გვინდა ასეთი გამორჩეული იმპროვიზაციები გავიხსენოთ – სცენები, რომელთა მონაწილე მსახიობებიც, ამ ნომინაციაში ჯილდო რომ არსებობდეს, ნამდვილად გაიმარჯვებდნენ.

1. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი – სცენა, რომელშიც ადამიანი-ობობა, რკინის კაცი და დოქტორი სტრეინჯი პირველად ხვდებიან გალაქტიკის მცველებს

აღნიშნულ ფილმში მრავლადაა სახალისო მომენტები, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ზოგიერთი სცენარში საერთოდ არ იყო გაწერილი. მაგალითად, იმ სცენაში, რომელშიც პიტერ ქუილი კითხულობს, “სადაა გამორა?”, ტონი სტარკის როლის შემსრულებელი რობერტ ჯუნიორი პასუხობს: “მე უკეთესი კითხვა მაქვს: ვინაა გამორა?”. ამ დროს მსახიობმა დეივ ბაუტისტამ (დრაქსი) ყველასთვის მოულოდნელად განაგრძო: “მე კიდევ უკეთესი კითხვა მაქვს: რატომ გამორა?”

2. ჭკვიანი უილ ჰანტინგი – ამბავი ცოლზე

ფსიქოთერაპევტის მონათხრობი თავისი გარდაცვლილი ცოლის სათაკილო თვისების შესახებ (“ის იდიოსინკრაზიით იყო შეპყრობილი – ძილში აკუებდა კიდეც. ერთხელ ისე ხმამაღლა გაუშვა გაზი, რომ საკუთარი თავი და ძაღლი გააღვიძა”) მთლიანად რობინ უილიამსის იმპროვიზაცია იყო. ამიტომ ამ სცენაში მეთ დეიმონის სიცილი ნამდვილზე ნამდვილია. კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ კიდეც, რომ კამერა ოდნავ ირხევა, რადგან, სავარაუდოდ, ოპერატორმაც ვერ შეიკავა სიცილი.

3. წვიმის კაცი – სცენა სატელეფონო ჯიხურში

სატელეფონო ჯიხურის ეპიზოდის გადაღებისას დასტინ ჰოფმანს სათაკილო ინციდენტი შეემთხვა: მსახიობმა შემთხვევით ჯიხურში ჰაერი გააფუჭა, რაზეც ტომ კრუზმა და დასტინ ჰოფმანმა, ისე რომ როლიდან არ გამოსულან, ისე გაითამაშეს სცენა, თითქოს ეს ყველაფერი სცენარით იყო განსაზღვრული.

4. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა – სიყვარულში გამოტყდომა

სცენარის მიხედვით, ლეას ნათქვამზე ჰანს უნდა ეპასუხა: “მეც მიყვარხარ”, მაგრამ ეს რეპლიკა ჰარისონ ფორდს ძალიან პრიმიტიულად და შაბლონურად ეჩვენა, ამიტომ მან სხვა – სწორედ ის, დაუვიწყარი ფრაზა წარმოთქვა – “ვიცი”.

5. განდგომილები – პოსტოლეტი ფრენკ კოსტელოს ხელში

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჯეკ ნიკოლსონმა იმპროვიზაციას მიმართა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ლეონარდო დიკაპრიოს ნიჭიერი თამაშიც. ლეო პირდაპირი მნიშვნელობით, შიშისგან აკანკალდა, როცა კრიმინალური დაჯგუფების შეფმა ფრენკ კოსტელომ (რომლის როლსაც ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს) საუბრისას მოულოდნელად მისკენ იარაღი მიმართა.

რეჟისორ მარტინ სკორსეზეს სიტყვებით ამ სცენაზე მას დღემდე ბურძგლავს. პისტოლეტი, რომელიც ჯეკმა ლეოს მიუშვირა, ნამდვილი იყო: მსახიობმა ის თავისი ინიციატივით მიიტანა გადასაღებ მოედანზე და ტანსაცმლის ქვეშ მალავდა, რათა სწორედ ის ეფექტი მოეხდინა, რაც მოახდინა.

6. სულელი, უაზრო, სიყვარული – ნახტომი ბინძური ცეკვების სტილში

სცენარში არავითარი ნახტომი ჩაწერილი არ ყოფილა, თუმცა რაიან გოსლინგმა გადაწყვიტა, რომ ამ მომენტს ყველაზე მეტად სწორედ ეს მოუხდებოდა. ეს იდეა მას თავში იმიტომ მოუვიდა, რომ ბარებსა და ღამის კლუბებში აღნიშნული “ტრიუკი” მეგობრებთან ერთად ახალი დამუშავებული ჰქონდა.

7. ნათლია – კატა დონ ვიტო კორლეონეს ხელებში

ლეგენდარული ფილმის სცენარში არავითარი კატა არ ყოფილა, კადრში მოხვედრილი ფისო შემთხვევით გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე და შუა გადაღებისას მარლონ ბრანდოს მუხლებზე ახტა. მსახიობმა არაფერი შეიმჩნია და კატით ხელში განაგრძო მნიშვნელოვან საუბარში ჩაბმული დონ ვიტოს განსახიერება.

8. უოლ სტრიტის მგელი – სიმღერა რესტორანში

ეპიზოდი, რომელშიც მეთიუ მაკკონაჰის და ლეონარდო დიკაპრიოს გმირები მკერდზე მუშტების ბაგუნის რიტმზე მღერიან, ან ცდილობენ იმღერონ, სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მეთიუმ იმპროვიზაცია გადაწყვიტა და თავისებური რიტუალი წამოიწყო: მსახიობი მას რეალურ ცხოვრებაშიც ასრულებს მოდუნების მიზნით. დიკაპრიო, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა, მას აჰყვა და შედეგად ძალზე სახალისო სცენა გამოუვიდათ.

9. ზულენდერი – საუბარი სასაფლაოზე

უამრავი იმპროვიზაცია გათამაშებულა იმის გამო, რომ მსახიობებს ტექსტი ავიწყდებათ. სწორედ ასე დაემართიდა ბენ სტილერს და დევიდ დუხოვნის. დუხოვნის გმირი მოსაზრებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მოდის ინდუსტრია ბოლო ასი წლის განმავლობაში გახმაურებულ პოლიტიკურ მკვლელობებზე დგას,რის პასუხადაც სტილერის გმირი პასუხობს: “და რატომ მამაკაცი მოდელები?” დუხოვნის გმირი მას პასუხობს, თუმცა ბენ სტილერს აქ თავისი სათქმელი დაავიწყდა და ამის ნაცვლად იგივე შეკითხვა გაუმეორა. დევიდი არ დაიბნა და სიმბოლური პასუხის გაცემაც კი მოახერხა. “ხუმრობ? ახლახან არ აგიხსენი?

ასეა თუ ისე, იმპროვიზაციამ გაამართლა, რადგან ეს დაბნეულობა ზულენდერის ხასიათის შესაფერისია.

10. 50/50 – თმის გადაპარსვის სცენა

ჯოზეფ გორდონ ლევიტმა ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე თმა ნამდვილად გადაიპარსა, მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით ეს გათვალისწინებული არც ყოფილა. სწორედ ამით აიხსნება სეთ როგენის ეს ბუნებრივი რეაქცია.

11. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები II ნაწილი – ვოლდემორის ფინალური მიმართვა

იმ მსახიობების განმარტებით, რომლებიც აღნიშნული ფილმის ამ სცენაში მონაწილეობენ, რეიფ ფაინსი ყოველ დუბლში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამდა ვოლდემორის საბოლოო სიტყვას, რათა მსახიობებში მოულოდნელი რეაქციები გამოეწვია. მეთიუ ლუისის (ნევილ ლონგბოტომი) თქმით, ფაინსის ეს პერფორმანსი მას ბნელი ბატონის ღვარძლისა და სისასტიკის უკეთ აღქმაში დაეხმარა, რის გამოც თავადაც უკეთ შევიდა საკუთარ როლში.

12. შურისმაძიებლები – შაურმა

მას შემდეგ, რაც რკინის კაცი სიკვდილს გადაურჩება (უფრო სწორად, მას ჰალკი გადაარჩენს), დანარჩენებს ეკითხება: “გაგისინჯავთ შაურმა? აქედან ორ კვარტალში ამზადებენ. არ ვიცი, როგორია, მაგრამ მინდა”. აი, ეს რეპლიკა სცენარში არ ყოფილა, მაგრამ რობერტ დაუნი ჯუნიორის იმპროვიზაცია ფილმის შემქმნელებს ისე მოეწონათ, რომ სცენა, სადაც გმირები შაურნას მიირთმევენ, ტიტრებში ჩართეს.

ბენ სტილერიდასტინ ჰოფმანიიმპროვიზაციაიმპროვიზებული სცენებილეონარდო დიკაპრიომსახიობებირეიფ ფაინსირობერტ დაუნი ჯუნიორირობინ უილიამსიტომ კრუზიჯოზეფ გორდონ ლევიტი
Previous Post

ჰარი პოტერის სამყაროზე შესაძლოა სერიალი გადაიღონ

Next Post

ნახეთ მეთიუ პერის ახალი პაპარაცული ფოტოები

Next Post
ნახეთ მეთიუ პერის ახალი პაპარაცული ფოტოები

ნახეთ მეთიუ პერის ახალი პაპარაცული ფოტოები

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020