ყველანი დაგვეთანხმებით, რომ კინემატოგრქაფიის ისტორიაში ვხვდებით პერსონაჟებს რომლებზეც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: “ამას ძაღლის ბედი ჰქონიაო”. ყველას გვშურს ხოლმე მათი. თუმცა, არსებობენ პერსონაჟები, რომელთა ბედი სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ჰოდა ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი სტატია მათაც მივუძღვნათ და გაგაცნოთ კინოს ისტორიაში ყველაზე უიღბლო პერსოსნაჟები.
ჰო და სანამ დაგვავიწყდა: ამ სტატიაში სპოილერები ყველგანაა!
ედ რუნი – ფერის ბიულერი ისვენებს
ედ რუნი ის პერსონაჟია, რომელიც შევარდება ფერისის სახლში, იქ ძაღლი დახვდება, გავარდება და შევარდება სამზარეულოში, იქ მთავარი გმირის და შემთხვევით ნოკ აუტში ჩააგდებს, ამ ყველაფრის დროს კი მის მანქანას წაიყვანენ. მერე კიდევ ბევრ რამეს გაუჩალიჩებენ, მაგრამ ეგ უკვე თქვენით ნახეთ.
პოლ კონროი – ცოცხლად დამარხული
ჯარისკაცი, რომ ხარ და უარს ამბობ ომში მონაწილეობაზე, მოდიხარ, გიჭერენ, ყველას შენ გარშემო კლავენ, გგონია გადარჩი და არა, მიწის ქვეშ დაგმარხეს, თან როგორ?! როგორ, და ცოცხლად! მთელი ფილმი ჩალიჩობ, რომ გადარჩე და აი უკვე გგონია, რომ გიპოვეს და გადაგარჩინეს… მაგრამ არა! ლოკაცია შეეშალათ, შენ კი ჰაერი აღარ გეყო. ნამდვილად, სამწუხაროა…
ციყვი – დიდი გამყინვარება
კარგით, ვიცით რომ ყველანი ველოდით მის ამ სიაში აღმოჩენას. ეს არის პერსონაჟი, რომელმაც თავისი უიღბლობით პრეისტორიულ სამყაროს ბოლო მოუღო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამეფო კარის თამაშებში თეთრ მოხეტიალეებს ეგ რომ მიეშვათ, ის დიდი ყინულის კედელი ერთ წამში დაინგრეოდა… ერთი რკო და ეგაა…
რომეო და ჯულიეტა – უილიამ შექსპირის რომეო + ჯულიეტა
დამისახელეთ შექსპირის ერთი პერსონაჟი, რომელიც ამ სიაში არ მოხვდებოდა…არ გაგხსენდათ? იმიტომ რომ ეგეთი არ არსებობს. რომეო და ჯულიეტა ყველა დროის ყვლაზე უიღბლო წყვილია. ბედს ოდნავ მაინც რომ გაეღიმა მათთვის, არც ერთი მოკვდებოდა და არც მეორე. მოინდომეს ბავშვებმა სიყვარულობანას თამაში…
დევიდ დეიტონი – ნისლი
ვიცით, რომ სტატიის ავტორი შეიძლება ჯოჯოხეთში დაიწვას ამ საბრალო პერსონაჟის გახსენებისა და მის უიღბლობაზე საუბრისთვის. მაგრამ, ნუ ცოტათი უხერხულია მოკლა ყველა მათი მონსტრებისგან გადასარჩენად, თავი გმირი გეგონოს და აღმოჩნდეს, რომ ერთადერთი ვინც გადარჩა – შენ ხარ, რადგან ხმები რომლებიც გესმოდა მონსტრები კი არა შენს გადასარჩენად მოსული ადამიანები იყვნენ.
ლუკ სკაიუოკერი – ვარსკვლავური ომები
მემგონი აქ ყველაფერი გასაგებია. მამაშენი მსოფლიო ბოროტებაა, შენი ცხოვრების სიყვარული კი შენი დაა. მეგობრების უმეტესობა დაკარგე. კიდევ გვჭირდება რამე მიზეზი?
ჯონ მაკლეინი – კერკეტი კაკალი
ეს კაცი ნამდვილად ტერორისტების მაგნიტია. საწყალს, ასე უნდა ცოლთან შეხვედრა, მაგრამ ვინ აცდის? შეატენეს გმირობა და სად გაექცევი ახლა მაგას? ამ ფილმის სხვა ნაწილების არსებობაც არაა ბედის საჩუქარი, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა…
ლერი გოპნიკი – სერიოზული ადამიანი
ძმებმა კოენებმა თავიანთი ფილმის პერსონაჟი უბრალოდ გაწირეს. ცოლმა მიატოვა, ძმა უბედური ადამიანია, მერე ის ცოლი რომელმაც მიატოვა მთელ ფულსაც წაართმევს და რავიცით აბა, მემგონი საკმარისია, არა? კაი თუ არა, მაშინ იმასაც დავამატებთ, რომ ის კაცი ვისთანაც ცოლმა ლერის უღალატა, გარდაიცვლება და ვის მხრებს დააწვება, თქვენი აზრით, დაკრძალვის ხარჯები? სწორად გამოიცანით, ლერის !
ჩარლი და დონალდ კაუფმანები – ადაპტაცია
სხვა ყველა არსებული მიზეზის ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ, ფილმი სანახავია. ეს ორი პერსონაჟი ამ სიაში მხოლოდ ერთი მიზეზით მოხვდა – მათ ნიქოლას ქეიჯი ასრულებთ.
კიდევ არიან უიღბლო პერსონაჟები, მაგრამ ჩვენ ეს 10ეული გაგვახსენდა. ჰოდა, ვინმე თუ მოგაფიქრდათ გაგვიაზიარეთ, იქნებ სტატიას გაგრძელებაც მოვუფიქროთ…