ჯონი დეპი ექსცენტრიული და სახასიათო როლებით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს.
თუ თქვენ მათ რიგებში იმყოფებით, მაშინ ეს 10 ფაქტი ჯონის შესახებ აუცილებლად დაგაინტერესებთ. როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ შესანიშნავი ხელოვანი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანიცაა!
1. ბავშვობაში მან 20-მდე საცხოვრებელი სახლი გამოიცვალა
მანამ სანამ მისი ოჯახი საბოლოოდ ფლორიდაში დაფუძნდებოდა, ისინი ფაქტობრივად ჩემოდნებზე ცხოვრობდნენ.
2. მან სკოლა მიატოვა, რათა როკვარსკვლავი გამხდარიყო
პირველად გიტარა 12 წლის ასაკში აჩუქეს და ეს ინსტრუმენტი მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა. მართალია, ჯონი მშობლებმა აიძულეს, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო, თუმცა დირექტორი ამხნევებდა მას და ურჩევდა, საკუთარ ოცნებებს მიჰყოლოდა. სულ მალე ის მართლაც გაემგზავრა ლოს ანჯელესში მუსიკალური კარიერის შესაქმნელად
3. მუსიკის ნაცვლად კი თავი კინოში ამოყო
1990 წელს გამოსული ფილმი ედვარდ მაკრატელხელება ჯონისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.
4. ის საკუთარ წარმატებას ნიკოლას ქეიჯს უმადლის
როგორც ჩანს, სწორედ ქეიჯმა დაარწმუნა ჯონი, რომ მსახიობობა ეცადა. ამის გამო დეპი ყოველთვის გამოხატავდა მადლიერების გრძნობას და მაშინ, როდესაც ნიკოლასს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ჯონიმ მას დახმარება შესთავაზა.
5. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, ოსკარი არასოდეს მოუგია
ის რამდენჯერმე იყო ნომინირებული აკადემიის ჯილდოზე, თუმცა ჯერჯერობით გამარჯვებულთა სიაში არ აღმოჩენილა.
6. როგორც წესი, ჯეკ ბეღურას კოსტუმს ყოველთვის თან დაატარებს
ასე იმიტომ იქცევა, რომ ლოკალური საავადმყოფოების პატარა პაციენტები გაახაროს. ყოველ ჯერზე ის დაახლოებით 3 საათით მაინც იჭრება თავის ყველაზე პოპულარულ როლში კარიბის ზღვის მეკობრეებიდან.
7. მას და ტიმ ბარტონს ერთად ცხრა ფილმზე აქვთ ნამუშევარი
რეჟისორისა და მსახიობის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლაბორაციაა ჰოლივუდში.
8. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჯიმი კიმელთანაც
ჯონი დროდადრო სტუმრობს კიმელის შოუს და მას ტუჩებში კოცნის. ეს უკვე ერთგვარი ტრადიციაა:
9. მას უამრავი ტატუ აქვს.
მათ შორის ერთ-ერთი, მისი ყოფილი შეყვარებულის, ვაინონა რაიდერის სახელი იყო, რომელიც დაშორების შემდეგ ჯონიმ ღვინოდ გადააკეთა (Winona – Wine)
10. მან დიდი წვლილი შეიტანა ჰიტ ლეჯერის ქალიშვილის უზრუნველ მომავალში
ექიმ პარნასის წარმოსახვაზე მუშაობისას, სადაც ჯონი ჰიტ ლეჯერის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა, მან დაარწმუნა ჯუდ ლოუ და კოლინ ფარელი, რომ ფილმიდან მიღებული ჰონორარი ობლად დარჩენილი მატილდას ანგარიშზე გადაერიცხათ.