სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 უცნაური ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
25 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 უცნაური ფაქტი ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამ სტატიაში ძალიან უცნაურ ფაქტებს შეხვდებით და, შესაძლოა, თავიდან ვერც კი დაიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა. დიახ, ტბაში ნაპოვნი ცხედრიდან დაწყებული 800 აკრზე სპეციალურად ფილმის გადასაღებად დათესილი სიმინდით დასრულებული – ყველაფერი რეალურია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:

1. ტომ ფელტონი – ტკბილეულის ქურდი

ჰარი პოტერის გადასაღები მოედანი, ალბათ, ნამდვილი სამოთხე იყო ტომისთვის, რადგან იქ უამრავი გემრიელობა მოიპოვებოდა. მსახიობი თავადაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი მანტიის ჯიბეები ყოველთვის სავსე იყო სხვადასხვა ნუგბარით მანამ, სანამ მეგარდერობეებმა სპეციალურად არ ამოუკერეს.

2. 2001 წელი: კოსმიური ოდისეა – განადგურებული რეკვიზიტები

სტენლი კუბრიკს იმდენად არ სურდა, მისი ფილმის რეკვიზიტები რომელიმე სხვა sci fi-შიც გამოეყენებინათ, რომ გადაღების დასრულების შემდეგი მათი უმრავლესობა თითქმის მთლიანად გაანადგურა.

3. ქერი ფიშერი – გადარჩენილი სიცოცხლე

1980 წელს ქერის ძმები ბლუზების გადასაღებ მოედანზე, შეყვარებულის, დენ აკროიდის ტრაილერში, ბრიუსელის კომბოსტო გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო:

თავიდან დენს ეგონა, ვიცინოდი, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ ვკვდებოდი, არ დაიბნა და პირველადი დახმარება აღმომიჩინა. მან გადამარჩინა, 10 წუთის შემდეგ კი ცოლობა მთხოვა და, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ დავთანხმდი – ვინ იცის, კიდევ როდის გადამცდებოდა რამე?

4. ჯეკ ნიკოლსონი მიუზიკლის წინააღმდეგ

როგორც რეჟისორი რენდალ კლაისერი იხსენებს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ძალიან აღიზიანებდა გრიზის გადაღების პროცესი, რადგან მისი ოფისი Paramount-ის იმავე პავილიონში მდებარეობდა, სადაც მიუზიკლს იღებდნენ. ნიკოლსონი ხშირად უყვიროდა მონაწილეებს, რომ გაჩუმებულიყვნენ, რადგან ცდილობდა ეწერა და ხმაური ხელს უშლიდა.

5. დაკარგული სიგნალი გადარჩენილის გადასაღებ მოედანზე

გარდა იმისა, რომ ინიარიტუს მოთხოვნით ფილმი მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებში გადაიღეს, სადაც -30 გრადუსამდე ყინავდა, ადგილზე შეუძლებელი იყო სატელეფონო კავშირის დამყარებაც. სწორედ ამიტომ, შემოქმედებითი თუ ტექნიკური ჯგუფი თოვლმავალს ელოდებოდა ხოლმე იმისთვის, რომ შეტყობინებები გაეგზავნა ან მიეღო.

6. სიმინდის ყანები ინტერსტელარიდან

ფილმის სიუჟეტის თანახმად სიმინდის ყანა მთების მახლობლად უნდა ყოფილიყო, რაც რეალური ფერმერებისთვის ხელსაყრელი არ არის. შესაბამისად, გადამღებმა ჯგუფმა ასეთი ლოკაცია ვერ იპოვა, თუმცა ნოლანს იმდენად არ სურდა კომპიუტერული ეფექტების გამოყენება, რომ საკუთარ გუნდთან ერთად 800 აკრ მიწაზე სიმინდი თავად დათესა.

7. ამიტივილის მოჩვენება – ცხედარი ტბაში

ჰორორზე მუშაობა, ალბათ, ისედაც გარკვეულ შიშებთან თუ მისტიკასთან ასოცირდება, მაგრამ წარმოიდგინეთ გადამღები ჯგუფისა და მსახიობების შეშფოთება, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და აცნობა, რომ ტბაში, რომლის მიმდებარედაც ფილმს იღებდნენ, გვამი აღმოაჩინეს.

8. ტიტანიკი – ნარკოტიკული საშუალებები

ლეგენდარული ფილმის გადასაღებ მოედანზე ძალიან უცნაური შემთხვევა მოხდა – სუპში, რომელიც მსახიობებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა მიირთვა, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაღებებიც რამდენიმე დღით შეჩერდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დამნაშავე არასოდეს დაუჭერიათ.

9. ყბები – გადასაღებ მოედანზე მოფიქრებული ხუმრობა

“თქვენ უფრო დიდი ნავი დაგჭირდებათ!” თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ სახუმარო ფრაზა იყო, რომელიც პირველად ფილმის პროდიუსერებს უთხრეს, შემდეგ კი ყველამ აიტაცა. საბოლოოდ კი, როი შრეიდერის იმპროვიზაციის წყალობით ეს გამონათქვამი ფილმშიც მოხვდა.

10. ბრედ პიტის წარუმატებელი ინტერვიუ ვამპირთან

ექვსი თვე სიბნელეში, კონტაქტური ლინზები, მოუხერხებელი მაკიაჟი და ეს ყველაფერი უარყოფითი პერსონაჟის შესასრულებლად. ერთ დღესაც უბრალოდ მივხვდი, რომ აღარ შემეძლო და პროდიუსერს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. მე მას ვკითხე, თუ რამდენის გადახდა დამჭირდებოდა იმისთვის, რომ გადასაღები მოედანი მიმეტოვებინა. მან აუღელვებლად მიპასუხა – 40 მილიონი დოლარი.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავრჩი.

2001 წელი: კოსმიური ოდისეაალეხანდრო გონსალეს ინიარიტუამიტივილის მოჩვენებაბრედ პიტიგადარჩენილიგრიზიდენ აკროიდიინტერვიუ ვამპირთანინტერსტელარიკუბრიკიროი შრეიდერისტენლი კუბრიკიტიტანიკიტომ ფელტონიქერი ფიშერიქრისტოფერ ნოლანიყბებიძმები ბლუზებიჯეკ ნიკოლსონიჰარი პოტერი
Previous Post

ანდრეი ზვიაგინცევი: "უსიყვარულობა ადვილია, სიყვარულს კი შრომა სჭირდება"

Next Post

22 მარტივი ხერხი, თუ როგორ გადავსახლდეთ "ამელის" სამყაროში

Next Post
22 მარტივი ხერხი, თუ როგორ გადავსახლდეთ “ამელის” სამყაროში

22 მარტივი ხერხი, თუ როგორ გადავსახლდეთ "ამელის" სამყაროში

ახალი ამბები

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

Thor: Love & Thunder-ის ოფიციალური თრეილერი

ავტორი Cinemania
24 მაისი, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020