სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 საუკეთესო კრიმინალური კინოდუეტი

Cinemania ავტორი Cinemania
6 მაისი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
10 საუკეთესო კრიმინალური კინოდუეტი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველას უყვარს ფილმები მეგობრობაზე: ორი მთავარი გმირი, საპირისპირო ხასიათითა და ტემპერამენტით, ძლიერი და სუსტი მხარეებით, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად აბალანსებენ და საოცრად დინამიკურ წყვილს ქმნიან. ამ თემას კინოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, ჟანრის მიუხედავად. დაუვიწყარი კინოპარტნიორები და მათი თავგადასავლები გვხვდება ანიმაციაშიც, ვესტერნშიც, ფანტასტიკაშიც და კომედიაშიც.

დღეს ყურადღებას კრიმინალურ კინოპარტნიორებს დავუთმობთ. ერთად გავიხსენოთ 10 საუკეთესო კინოწყვილი, რომლებიც უიღბლობამ თუ ცხოვრებამ დააკავშირა კრიმინალურ საქმიანობასა და ერთმანეთთან და ეს ყველაფერი დიდი მეგობრობის დასაწყისად იქცა.

1. სეთი და რიჩი გეკო – მზის ჩასვლიდან განთიადამდე

სეთი და რიჩი ჭეშმარიტი „ცუდი ბიჭები“ არიან. ძმები გეკოები, რომელთაც თავიანთი კრიმინალური საქმიანობა დიდ პრობლემებს უქმნის, FBI-სა და ტეხასის შტატის პოლიციას გაურბიან. ქარიზმატული და წარმოსადეგი სეთი (ჯორჯ კლუნი), გონებრივად ჩამორჩენილი, გაფანტული რიჩის (კვენტინ ტარანტინო) ანტიპოდია. განსხვავებული ძმები ერთად დაუვიწყარ კრიმინალურ წყვილს ქმნის, რომლის თავბრუდამხვევი, მომენტებში სახალისო და მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავლები დღემდე მილიონობით მაყურებლის გულს იპყრობს.

2. ჯორდან ბელფორტი და ჯონი აზოფი – უოლ სტრიტის მგელი

ბირჟის მსხვილი სტოკერი ჯორდან ბელფორტის (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი კოლეგა დონი აზოფის (ჯონა ჰილი) მეგობრობისა და პარტნიორობის ისტორია ერთობლივი დამოუკიდებელ კომპანიის დაარსებით იწყება და წარმატების მატების პარალელურად ისინი ერთად იძირებიან ფულში, თავაშვებულობასა და ნარკოტიკებში. შესანიშნავი სამსახიობო დუეტი ამ სახასიათო წყვილს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს.

3. მთხრობელი და ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბი

ინსომნიითა და დეპრესიით შეპყრობილი უსახელო მთხრობელი დევიდ ფინჩერის მებრძოლთა კლუბიდან საპნების ფაბრიკაში მომუშავე ქარიზმატულ ყმაწვილს, ტაილერ დერდენს გაიცნობს, რომელიც თითქოს მას თვალს აუხელს და “ნორმალური ადამიანის” ცხოვრების მთელ სიმახინჯეს დაანახვებს. ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას, ხსნიან “მებრძოლთა კლუბს” და თანამედროვე მომხმარებლურ საზოგადოებას ჩუმ და ღვარძლიან ამბოხს აწყობენ. ამ ორის მართლაც გამორჩეულ და უცნაურ მეგობრობას მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს, მაგრამ ყველაზე უჩვეულოს ის ბოლოს აღმოაჩენს: სინამდვილეში არავითარი ტაილერ დერდენი არ არსებობს და ნარატორი უბრალოდ დისოციაციური პიროვნული აშლილობით, გაორებით იტანჯება.

მიუხედავად ამისა, ნარატორი-დერდენის წყვილი კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

4. ჯანგო და დოქტორი კინგ შულცი – ჯანგო

ყოფილი მონა ჯანგოსა და დოქტორი შულცის მეგობრობას, რომელიც პლანტატორობის ხანის ამერიკის სამხრეთში ვითარდება, ფონად მონობის მძიმე თემა გასდევს. ორი ურთიერთსაპირისპირო ტიპაჟის – გერმანელი დანტისტისა და შავკანიანი გაქცეული მონის მეგობრობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანია, უანგარო, ჭეშმარიტი მეგობრობის ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წყვილი დანაშაულებრივ საქმეებს სჩადის, მაყურებელს მათ მიმართ მაინც სიმპათია გააჩნია.

5.  სარა და მარია – ყაჩაღები

ფრანგულ-მექსიკური კომედია-ვესტერნის სიუჟეტი მოგვითხრობს, თუ როგორ შეყარა ცხოვრების მუხანათობამ ორი სრულიად განსხვავებული ქალი – დიდგვაროვანი სარა სანდოვალი (სელმა ჰაიეკი) და ღარიბი ფერმერი მარია ალვარესი (პენელოპე კრუსი) – და აიძულა, დამბაჩებით შეიარაღებულიყვნენ და მძარცველობა დაეწყოთ. ორი მშვენიერი, ცეცხლოვანი ქალის მეგობრობა და თანამშრომლობა დასამახსოვრებელ ეკრანულ დუეტს ქმნის.

6. დომი და ბრაიანი – ფორსაჟის სერია

ფორსაჟის სერია FBI-ის აგენტ ბრაიან ო’კონორის (პოლ უოკერი) და არალეგალური ქუჩის რბოლებისა და წვრილი კრიმინალების მამამთავრის, დომინიკ ტორეტოს (ვინ დიზელის) წინააღმდეგობრივ ურთიერთობას ეფუძნება, რომელიც საბოლოოდ ძლიერ მეგობრობაში გადაიზრდება. დიდი სისწრაფის, აზარტისა და კრიმინალური ისტორიების ფონზე განვითარებული მეგობრობა ამ სერიაში თავბრუდამხვევ რბოლებზე არანაკლებ საინტერესოა.

7. მატილდა და ლეონი – ლეონი

ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და დაუვიწყარი კრიმინალური წყვილი კინოისტორიაში – ათი წლის მატილდა, რომელსაც ოჯახი ანტინარკოტიკული დეპარტამენტის ფსიქოპათმა უფროსმა ამოუხოცა, თავს პროფესიონალი ქილერის, ლეონის სახლში აფარებს. შურისძიების გრძნობით შეპყრობილი გოგონა ლეონს სთხოვს, სროლა ასწავლოს, თუმცა მატილდა და ლეონი ერთმანეთს სროლაზე მნიშვნელოვან რამეს – ცხოვრებისა და ადამიანების სიყვარულს ასწავლიან.

8. ვინსენტ ვეგა და ჯულს ვინფილდი – მაკულატურა

კვენტინ ტარანტინოს მორიგი დაუვიწყარი გმირების – ვინსენტისა და ჯულსის დუეტი  კინოისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. იმდენად, რომ საუკეთესო კრიმინალური წყვილის წარმოდგენაზე პირველი ბევრს სწორედ ჯულსი და ვინსენტი ახსენდება. დაუვიწყარი სამსახიობო შესრულება და გამორჩეული ხასიათის გმირები ამ დუეტს დაუვიწყარად აქცევს.

9. ენდი და რედი – გაქცევა შოუშენკიდან

გაქცევა შოუშენკიდან არ არის კლასიკური ფილმი მეგობრობაზე. მისი მთავარი გმირები პატიმრები არიან: ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში უდანაშაულოდ ბრალდებული ენდი და რედი, რომელსაც ციხეში დაუმეგობრდება და მისგან დიდ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეიძენს. ტომ რობინსისა და მორგან ფრიმენის დაუვიწყარი დუეტი ტყვეობაში მყოფი ადამიანის თავისუფლების წყურვილის, მეგობრობისა და გვერდში დგომის, სიცოცხლის სიყვარულის განსახიერებაა.

10. ტელმა და ლუიზა – ტელმა და ლუიზა

კლასიკურ ფილმებში მეგობრულ დუეტზე, როგორც წესი, მთავარი გმირები მამაკაცები არიან, მაგრამ რიდლი სკოტის 1991 წლის სურათი სუზან სარანდონითა და ჯინა დევისით მთავარ როლებში, რომლის სიუჟეტიც ორი ქალის, ტელმას და ლუიზას კრიმინალური ისტორიის ფონზე განვითარებულ ურთიერთობასაც და თავგადასავლებზე მოგვითხრობს, ფემინისტური კინოს ერთ-ერთი კლასიკად ითვლება.

ბონუსი: ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი

ჩამონათვალს 1969 წლის კლასიკური მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური კომედიით დავასრულებთ, რომლის სიუჟეტიც ვესტერნის ეპოქაში ვითარდება. პოლ ნიუმენის გმირი ბუჩ კასიდი ბანდის მეთაურია, სანდენს კიდი (რობერტ რედფორდი) კი მისი უახლოესი მეგობარი, რომლებიც სხვებთან ერთად “იუნიონ პასიფიკის” მატარებლის გაძარცვას გადაწყვეტენ, მაგრამ ბედი არ გაუღიმებთ და ბოლივიაში მოუწევთ გაქცევა. ფილმის ფინალს მრავალი აღიარებს კრიმინალური პარტნიორების შესახებ კინოს ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად.

ბუჩ კესიდი და სანდენს კიდიგაქცევა შოუშენკიდანდუეტებივინსენტ ვეგაკვენტინ ტარანტინოკინოგმირებიკინოდუეტებიკრიმინალურილეონიმებრძოლთა კლუბიმეგობრობატაილერ დერდენიტელმა და ლუიზაუოლ სტრიტის მგელიფორსაჟიყაჩაღებიჯანგო და დოქტორი შულციჯორდან ბელფორტიჯულს ვინფილდი
Previous Post

"ლეგიონის" ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Next Post

ყველა ქალი, ვისაც ქრის ევანსი ხვდებოდა

Next Post
ყველა ქალი, ვისაც ქრის ევანსი ხვდებოდა

ყველა ქალი, ვისაც ქრის ევანსი ხვდებოდა

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2518

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5644

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3306

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020