სულ რაღაც ორი წელია, რაც ტელეეკრანებზე უცნაური ამბები გამოჩნდა და ამ მცირე დროში მან უკვე მოახერხა მსოფლიოს ყველა ასაკის მაყურებლის მოხიბვლა. ძალიან წარმატებულ პირველ სეზონს მალე მოჰყვა მეორე და ცოტა ხნის წინ კი უკვე მესამე სეზონიც ვიხილეთ.
ამბავი იდუმალებით მოცულ გაუჩინარებებზე, პარალელურ სამყაროსა და მისტიკური მოვლენების ეპიცენტრში მყოფ ბავშვებზე, დაუვიწყარ, თავბრუდამხვევ თავგადასავალსა და მრავალი საიდუმლოს ამოხსნას გპირდებათ. მაგრამ გარდა თავგადასავლისა, ამ სერიალს გამოარჩევს განსაკუთრებული ურთიერთობები და სიბრძნე, რომელიც საყვარელი პერსონაჟების მიერ წარმოთქმულ სიტყვებში მოისმის.
ერთად გავიხსენოთ საუკეთესო ციტატები უცნაური ამბებიდან.
1. “იცი, ხანდახან ადამიანები იმას არ ამბობენ, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ. მაგრამ თუ ზუსტ მომენტს დაიჭერ, ის სიტყვებზე მეტს გეტყვის.”

2. “გასაოცარ მოგზაურობაში ვარ და სამოგზაუროდ პედლები მჭირდება. წიგნები – ეს წიგნებია ჩემი პედლები. მე მჭირდება პედლები!”

3. “თუ გაგიჟებას ვაპირებთ, მაშინ ერთად გავგიჟდეთ.”

4. “ისე იქცევი, თითქოს ამ სამყაროში სრულიად მარტო ხარ, მაგრამ ეს ასე არაა. შენ მარტო არ ხარ.”

5. “მეგობრები არ ტყუიან.”

6. “დილები არის ყავისთვის და ანალიზისთვის.”

7. “თუ ვინმემ მიკითხა, მე ქვეყნიდან წავედი.”

8. “არ მანაღვლებს, ჩემი სჯერათ თუ არა!”

9. “არა მგონია, ჩემს მშობლებს ოდესმე ერთმანეთი ჰყვარებოდათ. დედაჩემი ახალგაზრდა იყო, მამა უფრო ასაკოვანი, თუმცა კარგი ოჯახიდან იყო და შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა. ამრიგად, მათ მშვენიერი სახლი იყიდეს და ბირთვული ოჯახის ისტორიაც დაიწყო.”

10. “რაღაცები მარტო იმიტომ არ უნდა მოგწონდეს, რომ ხალხი გეუბნება, ასე უნდა იყოს.”
