სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 რეჟისორი, რომელიც ფერების დიდოსტატია

Cinemania ავტორი Cinemania
29 ნოემბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 რეჟისორი, რომელიც ფერების დიდოსტატია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1930-40-იან წლებში შავ-თეთრი ფილმების ეპოქა დასრულდა და რეჟისორებს მიეცათ შესაძლებლობა თავიანთ ნამუშევრებში ფერები შეეტანათ. დღეს, რა თქმა უნდა, აღარავის უკვირს ფერადი კინო, თუმცა რეჟისორთა გარკვეული ნაწილი ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებს.

წარმოგიდგენთ 10 რეჟისორს, რომელიც ფერების ნამდვილი დიდოსტატია და გარდა ვიზუალურისა, მათ დიდ შინაარსობრივ დატვირთვასაც ანიჭებს:

1. ჟან-ლუკ გოდარი

კადრი ფილმიდან "შეშლილი პიერო"
კადრი ფილმიდან “შეშლილი პიერო”

თანამედროვე კინოში ლურჯისა და ფორთოხლისფერის გამოყენება ერთგვარ კლიშედაც კი იქცა, თუმცა პირველი, ვინც კინოში ეს ელფერი დანერგა, სწორედ ცნობილი ფრანგი რეჟისორი იყო. მაგალითისთვის გავიხსენოთ მისი 1965 წლის ფილმი, შეშლილი პიერო, სადაც ლურჯი და წითელი თეთრთან ერთად არა მხოლოდ ფილმის ატმოსფეროს განსაზღვრავს, არამედ ფრანგული დროშის სიმბოლოდაც გვევლინება.

როდესაც გოდარზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მის ფილმებში გარემო ხშირად ერთფეროვანია – კრემისფერი კედლები, ნაცრისფერი ქუჩები, მოღუშული ცა… პერსონაჟები – აი, სწორედ მათ შემოაქვთ მთავარი ფერები გოდარის ნამუშევრებში!

2. აკირა კუროსავა

 კადრი ფილმიდან "კაგემუშა: მებრძოლის ჩრდილი"
კადრი ფილმიდან ” კაგემუშა: მებრძოლის ჩრდილი”

მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი რეჟისორის ფილმების უმრავლესობა შავ-თეთრია, უკანასკნელ ნამუშევრებში ფერები ძალიან საინტერესოდ გამოიყენა – ეს გასაკვირი არც არის, რადგან განათლებით მხატვარს, ამ სფეროში საკმაოდ ღრმა ცოდნა ჰქონდა.

ფილმში Dodes’ka-Den ჩვენ ვხვდებით ე.წ. “ტოქსიკურ ფერებს”, რაც ღატაკთა ჯურღმულებში გაბატონებულ დეპრესიულ განწყობას ეხმიანება, ხოლო რანში კი რეჟისორი ფერებს კიდევ უფრო დიდ დატვირთვას სძენს და მათ პერსონაჟებისა თუ არმიების ერთმანეთისაგან გამოსარჩევად იყენებს.

3. ჩან იმოუ

კადრი ფილმიდან "გმირი"
კადრი ფილმიდან “გმირი”

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე აზიური კინოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, რომელსაც საკუთარი ესთეტიკა და ფერების უნიკალური სქემაც კი გააჩნია.

პედრო ალმადოვარის მსგავსად, იმოუს საყვარელი ფერიც წითელია, რომლის სხვადასხვა ელფერსაც საკუთარ ფილმებში სხვადასხვა დატვირთვით იყენებს. მაგალითად, ფილმში აანთე წითელი ფარანი ეს ფერი ძალასა და ენერგიას გამოხატავს, ხოლო ჯუ დოუში კი მოახლოებულ სახიფათო მოვლენებზე მიანიშნებს.

4. ვონგ კარ-ვაი

კადრი ფილმიდან "სასიყვარულო განწყობა"
კადრი ფილმიდან “სასიყვარულო განწყობა”

მისი ნამუშევრები მონოქრომული ფერების პალეტითა და კონტრასტული ტონებითაა გაჯერებული, რაც რეჟისორს საშუალებას აძლევს საკუთარ პერსონაჟებსა და აუდიტორიას შორის ინტიმური გარემო შექმნას… ამ ფაქტის საუკეთესო მაგალითია ფილმი სასიყვარულო განწყობა, სადაც წითელი ფერების გამოყენებით მაყურებელი თითქოს თავად აღმოჩნდება 1960-იანი წლების ჰონგკონგში.

5. პედრო ალმადოვარი

კადრი ფილმიდან "დაბრუნება"
კადრი ფილმიდან “დაბრუნება”

ესპანელმა რეჟისორმა მსოფლიო კინოს რამდენიმე გამორჩეული ქალი პერსონაჟი აჩუქა, თუმცა როგორც უკე აღვნიშნეთ, მისი ნამუშევრების ცნობა წითელი ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც შეიძლება. ალმადოვარის ფილმებში ფერები ერთგვარ მეტაფორებად გვევლინება და ყოველთვის, როდესაც ფერი იცვლება, იცვლება განწყობაც…

6. ნიკოლას ვინდინგ რეფნი

კადრი ფილმიდან "დრაივი"
კადრი ფილმიდან “დრაივი”

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – დანიელი რეჟისორის თვალი გარდამავალ ფერებს ვერ აღიქვამს, თუმცა ამ სიაში ის მაინც საპატიო ადგილს იკავებს. როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ მხედველობის ამ დეფექტმა განსაზღვრა მნიშვნელოვანწილად მისი ნამუშევრების ვიზუალური მხარე.

სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩემს ფილმებში ასეთი კონტრასტული ფერებია… სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერაფერს დავინახავდი.

თუმცა, ვიზუალი ერთადერთი არაა, სადაც რეფნი კონტრასტებს გვთავაზობს. მისი ფილმების უმრავლესობა სწორედ ერთმანეთის საპირისპირო სხვადასხვა გრძნობის შესახებაა, იქნება ეს სიყვარული თუ სიძულვილი, აგრესიულობა თუ პასიურობა და ა.შ.

7. ალეხანდრო ხოდოროვსკი

კადრი ფილმიდან "წმინდა მთა"
კადრი ფილმიდან “წმინდა მთა”

ჩილელი რეჟისორის ნამუშევრები გაჯერებულია რელიგიური, ეზოთერიკული და სიურეალისტური სიმბოლოებით. ის განსაკუთრებით საინტერესო ფერებს გვთავაზობს ფილმში წმინდა მთა, რომელიც, შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ. სიუჟეტი, რომელიც გარესამყაროში ვითარდება, სრულიად რეალისტური ვიზუალითაა წარმოგდენილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავარი პერსონაჟები კოშკში აღმოჩნდებიან, მაყურებელი გაუდის ფერებში იძირება.

ერთ-ერთი გამორჩეულია სცენა, როდესაც პროტაგონისტი ცისარტყელისებრ გვირაბში გადის, სადაც წითელ ფერს ლურჯი ანაცვლებს. ეს კი მოკვდავობიდან უკვდავებაში გადასვლის შესახებ მიგვანიშნებს.

8. დევიდ ლინჩი

გამხსნელი სცენა ფილმიდან "ლურჯი ხავერდი"
გამხსნელი სცენა ფილმიდან “ლურჯი ხავერდი”

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ლინჩის ფერებზე, თუმცა გადავწყვიტეთ ეს დამოკიდებულება ერთი კონკრეტული მაგალითით წარმოგვედგინა. გავიხსენოთ ლურჯი ხავერდის გამხსნელი სცენა, სადაც ჩვენ ვხედავთ ახლადშეღებილ თეთრ ღობეს, რომლის მიღმაც ლურჯი ცაა, წინ კი – წითელი ვარდები.

ის, რაც ერთი შეხედვით უბრალოდ ლამაზი კადრია, სინამდვილეში გაცილებით დიდ დატვირთვას ატარებს და ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლოდ გვევლინება. ეს კი, ნიშნავს იმას, რომ ფილმში განვითარებული მოვლენები სწორედ ამ ქვეყანას ეხება.

9. სტენლი კუბრიკი

კადრი ფილმიდან "ფართოდ დახუჭული თვალები"
კადრი ფილმიდან “ფართოდ დახუჭული თვალები”

ცნობილი ფაქტია, რომ კუბრიკი ნამდვილი პერფექციონისტი იყო, რომელიც საკუთარი ნამუშევრების ყოველ ასპექტს, უწვრილესი დეტალების ჩათვლით აკონტროლებდა. რამდენიმე შავ-თეთრი ფილმის შემდეგ, მან ფერად კინოსამყაროშიც მოსინჯა ძალები, ხოლო 1968 წლის კოსმიური ოდისეით კი დაამტკიცა, რომ ფერების გამოყენების განსაკუთრებული უნარი გააჩნდა.

კუბრიკმა იცოდა, რომ ფერების საშუალებით ამბის მოყოლა შეეძლო და საკუთარ ფილმებს შორის ეს საუკეთესოდ ფართოდ დახუჭულ თვალებში მოახერხა.

10. უეს ანდერსონი

რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალს მის გარეშე ვერ დავასრულებდით! უესის შემოქმედებაში ვიზუალურ მხარეს, ალბათ, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. მან შესანიშნავად იცის, თუ როგორ გააცოცხლოს საერთო ხედები ფერების გამოყენებით. მაგალითად, გავიხსენოთ 2014 წლის ფილმი, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი, სადაც ღია ვარდისფერის გამოყენებამ შენობაც კი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად აქცია.

ხოლო თუ რეჟისორის უფრო ადრეულ ნამუშევრებს გადავხედავთ, გაგვახსენდება, რომ ტენენბაუმების ოჯახში გვინეტ პელტროუს პერსონაჟი, მარგო, გამუდმებით ყვითელის სხვადასხვა ელფერთან ასოცირდება.

2001 წელი: კოსმიური ოდისეააანთე წითელი ფარანიაკირა კუროსავაალეხანდრო ხოდოროვსკიგვინეტ პელტროუდევიდ ლინჩივონგ კარ-ვაილურჯი ხავერდინიკოლას ვინდინგ რეფნიპედრო ალმოდოვარიჟან-ლუკ გოდარირანისასიყვარულო განწყობასასტუმრო გრანდ ბუდაპეშტისტენლი კუბრიკიტენენბაუმების ოჯახიუეს ანდერსონიფართოდ დახუჭული თვალებიშეშლილი პიეროჩან იმოუწმინდა მთაჯუ დოუ
Previous Post

“ჯინოს” მორიგი წარმატება ლონდონსა და სანქტ-პეტერბურგში

Next Post

5 საუკეთესო საბჭოთა მულტფილმი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის

Next Post
5 საუკეთესო საბჭოთა მულტფილმი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის

5 საუკეთესო საბჭოთა მულტფილმი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის

ახალი ამბები

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ბოლოს დამატებული

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

„Sony Pic.“-ის ახალი ფილმის, „The Woman King“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
6 ივლისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

The Sopranos-ს კასტის ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020