სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი საყვარელი მულტფილმები ბევრად ჭკვიანურია, ვიდრე გვგონია

Cinemania ავტორი Cinemania
19 ივლისი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი საყვარელი მულტფილმები ბევრად ჭკვიანურია, ვიდრე გვგონია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც ვიცით, მულტიპლიკატორებს უყვართ თავიანთ ქმნილებებში მოულოდნელი სიურპრიზებისა თუ მინიშნებების დამალვა და დაკვირვებული ფანების დაინტრიგება. დღეს გადავწყვიტეთ, დაგიმტკიცოთ, რომ მულტფილმები, მათში დაფარული სიბრძნეებით, არაფრით ჩამოუვარდება ფილმებს და იმაზე ჭკვიანურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

1. დიასახლისი ტომი და ჯერიდან

ვინ არ იცნობს ფაშფაშა შავკანიან ქალბატონს ყველა ბავშვის საყვარელი მულტსერიალიდან. მულტფილმის შემქმნელებმა ტომისა და ჯერის სახლის დიასახლისს “ფლოსტებიანი დეიდა” შეარქვეს და ის ფილმ ქარწაღებულნის გმირს, სკარლეტის ძიძის პროტოტიპია. აი, 1954 წლიდან კი დიასახლისი იცვლება – სახლში ირლანდიელი დამხმარე მოდის.

2. სპანჯბობი და მასონთა ლოჟა

ჩვენთვის ბავშობიდან ცნობილ და საყვარელ მულტსერიალს – სპანჯბობი კვადრატული შარვალი – თუ ყურადღებით დააკვირდებით, უამრავ, სავსებით არაბავშვურ სიმბოლოსა და თემატიკას აღმოაჩენთ, მათ შორისაა სოციალური იერარქიები და საიდუმლო ორგანიზაციებიც კი. მაგალითად, ერთ-ერთ სერია მასონთა ლოჟაზე, მათ საქმიანობასა და სიმბოლიკაზე მიგვანიშნევს. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი გასართობი თემაა… ოღონდ უფროსებისთვის.

3. ლედი 101 დალმატინელში

დაკვირვებულმა მაყურებელმა 101 დალმატინელში ძაღლებზე გადაღებული დისნეის მორიგი ფილმიდან “სტუმრები” შეამჩნია – ეს სილუეტი ლედისა და მაწანწალას მთავარი გმირია.

4. სებასტიანი ალადინში

ალადინი ცნობილია თავისი ხუმრობებით პოპკულტურისა და დისნეისავე ფილმების თემაზე. ერთ-ერთი ასეთია პატარა ქალთევზას უსაყვარლესი გმირი კიბორჩხალა სებასტიანი, რომელსაც ჯინი ჯადოსნური წიგნიდან “ამოითევზავებს”.

5. იურიული პარკის ბინადრები და სიმფსონები სტუმრად ფუტურამაში

ფუტურამას ერთ-ერთ ეპიზოდში ქილებში სპირტში შენახულ თავებს შორის მაყურებელი ნაცნობ გმირებს – იურიული პერიოდის პარკის ერიკ კარტმანსა და მულტსერიალ სიმფსონების დირექტორ სკინერს ხედავს.

6. ფუტურამას საიდუმლო ენა

კოსმოსური მულტსერიალის შემქმნელებმა ცნობილი გმირების თავების დასპირტვა არ იკმარეს და ნამდვილი თავსატეხი შექმნეს კოდური ენის სახით, რომლის შიფრიც ერთ-ერთ სერიაში დამალეს. ამას გარდა, ავტორებმა თამამი განცხადება გააკეთეს და ფრანგული ენის სავალალო მომავალიც გვიწინასწარმეტყველეს – ფუტურამაში, რომლის მოქმედებაც მომავალში ხდება, ის მკვდარი ენაა. სახალისო ფაქტი: მულტფილმის ფრანგულად მთარგმნელებმა ამ მკვდარ ენად გერმანული გამოაცხადეს.

7. დაშიფრული შეტყობინება გრავითი ფოლსში

მაყურებელში ინტელექტს განსაკუთრებით აფასებენ მულტსერიალ გრავითი ფოლსის შემქმნელები, რომლებიც ყოველი ეპიზოდის კოდურ შეტყობინებას  ტოვებენ. ამრიგად, პირველი სეზონის დასაწყის სერიებში შემდეგ დაშიფრულ წერილს ვიღებთ: “პირველიდან ბოლომდე, ტიტრებში იპოვე ყველა კოდი. ერთს გამოტოვებ – ესე იგი ვერც დანარჩენებს იპოვი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრავითი ფოლსში”.

დაშიფრული შეტყობინების კრიპტოგრამების ჩამონათვალს კი ამ საიტზე მიაგნებთ.

8. იდუმალი რიცხვი A-113

Pixar-ის ყოველ ანიმაციაში A-113-ის დანახვა სხვადასხვა ადგილას და ვითარებაში შეგვიძლია. აღმოჩნდა, რომ ეს რიცხვი ხელოვნების ინსტიტუტის კინემატოგრაფიის კლასის აღმნიშვნელი ნომერია, რომელშიც სწავლობდნენ ცნობილი მულტიპლიკატორები. კომპანია ასე შთააგონებს ფაკულტეტის ახალ სტუდენტებს, მომავალ მულტიპლიკატორებს, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის დაუკავშირონ სამომავლო კარიერა.

9. სამხრეთ პარკის გმირები რეალურ ცხოვრებაში

სამხრეთ პარკის ფინალურ ეპიზოდში მულტსერიალის შემქმნელები გვიჩვენებენ, თუ როგორ გამოიყურებიან მათი გმირები რეალურ ცხოვრებაში. ამ სერიაში ვხედავთ, რომ სტენი თავის VR სათვალეს იხსნის და ამით სიმბოლურად ვირტუალურ რეალობას ტოვებს. ამრიგად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მთელი მულტსერიალი სიმულაციური თამაში ყოფილა.

10. პლანქტონის საჭმელი

დაკვირვებული მაყურებელი შენიშნავს, რომ სპანჯბობის პერსონაჟი, პლანქტონი სადილად არა ნამდვილ ხორცს, არამედ მის ჰოლოგრამას მიირთმევს. სინამდვილეში, ყველაფერი ზედმიწევნით ლოგიკურია: ჰოლოგრამა – ეს სინათლის პროექციაა, პლანქტონი კი ენერგიას სწორედ ფოტოსინთეზის საშუალებით იღებს.

101 დალმატინელიA-113Pixarალადინიგრავით ფოლსიდაშიფრული შეტყობინებებიიურიული პერიოდის პარკილედი და მაწანწალალოგიკამასონებიმულტიპლიკატორებიმულტიპლიკაციამულტფილმებიპატარა ქალთევზაპლანქტონისაიდუმლო ენასამხრეთ პარკისიბრძნესიმფსონებიტომი და ჯერიფუტურამაჭკვიანური მინიშნებები
Previous Post

სცენარისტები "რიკი და მორტი"-ს შესახებ

Next Post

ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები მოკლე და გრძელი ვარცხნილობით

Next Post
ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები მოკლე და გრძელი ვარცხნილობით

ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები მოკლე და გრძელი ვარცხნილობით

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5577

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5479

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
2917

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ცნობილი პერსონაჟები, რომლებიც სრულიად სხვა მსახიობებს შეიძლებოდა რომ განესახიერებინათ

ავტორი Cinemania
27 თებერვალი, 2021
0

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
2

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020