თუმცა, არა იმიტომ, რომ ძალიან მოეწონათ…
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვარსკვლავის კოცნა განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება, მაგრამ რეალობა ხშირად სულ სხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და, შესაძლოა, მათი კოცნა არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება იყოს:
1. მერლინ მონრო და ტონი კურტისი
ფილმის ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან გადაღების დროს კურტისს პირად ცხოვრებაში პრობლემური პერიოდი ჰქონდა. ის საყვარელ ქალთან განშორებას განიცდიდა და სწორედ ამიტომ, ჰოლივუდის სექსსიმბოლოს კოცნა ძალიან გაუჭირდა. უფრო მეტიც – მან მერლინი ჰიტლერსაც კი შეადარა.
2. ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი
მაყურებელს, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვს უმშვენიერესი კოცნის სცენა ქარწაღებულნიდან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ვივიენს კლარკთან მიკარებაც კი არ სურდა. ამის მიზეზი საქმისადმი მათი განსხვავებული მიდგომა გახდა – ვივიენი სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ძალიან ღიზიანდებოდა იმის გამო, რომ გეიბლი გადასაღებ მოედანს დროზე ადრე ტოვებდა. ამის გამო მან რეჟისორთანაც არაერთხელ დაიჩივლა, ხოლო კლარკმა პარტნიორს სამაგიერო გადაუხადა და კოცნის სცენის გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე ხახვის სალათი მიირთვა.
3. მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი
ფილმის კრამერი კრამერის წინააღმდეგ გადასაღებ მოედანზე მერილსა და დასტინს არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ისინი ძალიან ხშირად კამათობდნენ და, შესაბამისად, არც ერთმანეთის კოცნა ეხალისებოდათ, თუმცა, როგორც ნამდვილ პროფესიონალებს შეეფერებათ, თავიანთი როლი შესანიშნავად შეასრულეს და ფილმს 5 ოსკარიც მოუტანეს.
4. კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი
ცხრანახევარმა კვირამ ორივე მსახიობს დიდი აღიარება მოუტანა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მათი ურთიერთობა არც ისეთი სასიამოვნო იყო, როგორც ეს ეკრანზე ჩანდა. კიმი კი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მიკის კოცნა სიგარეტის ნამწვებით სასვე საფერფლესთან შეხებას ჰგავდა, რადგან მსახიობს თამბაქოს მძაფრი სუნი ასდიოდა.
5. ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი
ფილმში მიყვარს უსიამოვნებები ჯულია და ნიკი ერთმანეთზე შეყვარებულ ჟურნალისტებს განასახიერებდნენ, თუმცა სინამდვილეში ისინი იმდენად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რომ ხშირად რეჟისორს მათი საერთო სცენის ცალცალკე გადაღებაც კი უწევდა. ამ ყოველივეს შემდეგ, რა გასაკვირია, თუ მათთვის კოცნის სცენა არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებად დარჩებოდა?
6. კირსტენ დანსტი და ბრედ პიტი
კირსტენი მხოლოდ 11 წლის იყო, როდესაც ფილმში ინტერვიუ ვამპირთან გადაიღეს. შესაძლოა, ქალების უმრავლესობა ბრედ პიტის კოცნაზე ოცნებობდეს, თუმცა გოგონასათვის ეს არც ისე სასიამოვნო მოგონებად დარჩა, რადგან ვერაფრით ხვდებოდა, თუ რა მოსწონდათ ასე ძალიან ქალებს კოცნაში.
7. კირსტენ დანსტი და ტობი მაგუაიერი
ადამიანი ობობასა და მერი ჯეინის კოცნის სცენა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია კინოს ისტორიაში, თუმცა რეალურად ის არც ისე სასიამოვნო გადასაღები იყო, რადგან ტობი თავდაყირა ეკიდა, სისხლი ტვინს აწვებოდა, ხოლო წვიმის წვეთები კი ცხვირში ჩასდიოდა.
8. ტენდი ნიუტონი და ტომ კრუზი
შეუსრულებელ მისიაზე მუშაობის პროცესში მსახიობებს კოცნის რამდენიმე დუბლის გადაღება დასჭირდათ, რაც ტენდისათვის ძალიან უსიამოვნო გამოცდილება იყო. როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა, ასეთი სველი კოცნა არასოდეს ჰქონია.
9. რიზ უიზერსპუნი და რობერტ პატინსონი
მსახიობებმა ერთად ითამაშეს ფილმში წყალი სპილოებისთვის, თუმცა, როგორც რიზი იხსენებს, რობერტთან სასიყვარულო სცენების გადაღება არც ისე კომფორტული იყო, რადგან მსახიობი გაცივდა და გამუდმებით აცემინებდა.
10. ემა უოთსონი და რუპერტ გრინი
ემა და რუპერტი ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფილმის მერვე ნაწილში კოცნის სცენის გადაღება ორივე მათგანისათვის უხერხულობასთან ასოცირდებოდა.