დევიდ ფინჩერის მიერ 1995 წელს გადაღებული გახმაურებული თრილერი შვიდი ორი გამომძიებლის – გამოცდილი დეტექტივის უილიამ სომერსეტისა და შედარებით ახალბედა დევიდ მილსის შესახებ გვიყვება. ისინი მთელი მონდომებით ცდილობენ, დაიჭირონ სასტიკი სერიული მკვლელი – ჯონ დო, რომლის დანაშაულები “შვიდ სასიკვდილო ცოდვაზეა” დაფუძნებული.
დღეს ამ ფილმიდან 10 გამორჩეულ ციტატას წარმოგიდგენთ:
1. “ერთხელ ერნესტ ჰემინგუეიმ სადღაც დაწერა, “სამყარო მშვენიერია და მისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.” ამ წინადადების მეორე ნაწილს ვეთანხმები.” – უილიამ სომერსეტი

2. “თუ ჯონ დოს დავიჭერთ და აღმოჩნდება, რომ ის თავად ეშმაკი და განსახიერებული სატანაა, ამ ფაქტმა შესაძლოა ჩვენი მოლოდინი გაამართლოს. მაგრამ ის სატანა არ არის, ის უბრალოდ ადამიანია.” – უილიამ სომერსეტი

3. “დღეს მეტროში ერთი კაცი მომიახლოვდა და საუბარი დამიწყო. ერთი-ორი სიტყვა მითხრა ამინდსა და რაღაცაზე. ვცდილობდი, სასიამოვნო და მომთმენი ვყოფილიყავი, მაგრამ მისი ბანალურობისგან თავი კინაღამ გამისკდა. ვერც კი შევამჩნიე, ისე უცებ ამერია გული და ზედ გადავარწყიე. დიდად ნასიამოვნები არ დარჩა, მე კი, სიცილს ვერ ვიკავებდი.” – ჯონ დო

4. “არაფერი ცუდი არაა იმაში, თუ ადამიანი საკუთარი საქმისგან სიამოვნებას იღებს. მეც არ ვიტყვი უარს ჩემს პირად სურვილებზე – მივმართო თითოეული ცოდვა ცოდვის ჩამდენის წინააღმდეგ.” – ჯონ დო

5. “შენ გმირობა და ჩემპიონობა გინდა. ნება მიბოძე, გითხრა, რომ ხალხს ჩემპიონები არ სჭირდება. მათ უბრალოდ ჩიზბურგერების ჭამა, ლოტოს თამაში და ტელევიზორის ყურება სურთ.” – უილიამ სომერსეტი

6. “რა ავადმყოფი და სასაცილო მარიონეტები ვართ. ერთ პატარა ადგილზე ვფართხალებთ. გვგონია, რომ ცეკვითა და ჟიმაობით მაგრად ვერთობით. სამყარო კი, ფეხებზე გვკიდია. წარმოდგენა არ გვაქვს, რომ არარაობები ვართ. ის არ ვართ, ვინც უნდა ვყოფილიყავით.” – ჯონ დო

7. “ისიც კი არ გაგიკვირდეს, თუ ჯონ დოს თავი ორად გაიყოფა და იქიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ამოფრინდება.” – უილიამ სომერსეტი

8. “მხარზე ხელის მოთათუნებით ხალხის ყურადღებას ვეღარ მიიქცევ. თუ გსურს, რომ ადამიანებმა მოგისმინონ, მათ დიდი ურო უნდა ჩაარტყა და შედეგად დაინახავ, რომ მთელს თავიანთ ყურადღებას შენკენ მოაპყრობენ.” -ჯონ დო

9. “რა დევს ყუთში?” – დევიდ მილსი

10. “დევიდ, თუ მას მოკლავ, ის გაიმარჯვებს.” – უილიამ სომერსეტი
