სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 გაკვეთილი ქალებისათვის სერიალიდან “დიდი პატარა ტყუილები”

Cinemania ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
10 გაკვეთილი ქალებისათვის სერიალიდან “დიდი პატარა ტყუილები”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც უკვე იცით, დიდი პატარა ტყილები ტელეეკრანებს მეორე სეზონით უკვე დაუბრუნდა. დარწმუნებულები ვართ, წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის, თუმცა, მანამდე გთავაზობთ გავიხსენოთ ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რაც შოუს მთავარმა პერსონაჟებმა ქალებისათვის დატოვეს (და ასეთი, დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრია):

1. ნუ მოიტყუებით

ვფიქრობთ, შოუს მთავარი იდეა სწორედ ამ მესიჯის გარშემო ერთიანდება. გავიხსენოთ, მედლინის ტყუილი თავის დაფარულ რომანზე ან სელესტი, რომელიც თავს ისე აჩვენებს, თითქოს იდეალური ოჯახი ჰყავს. ამ ორი მაგალითის გარდა, სერიალში არაერთ ფაქტს ვხვდებით, როდესაც მეგობრები, ოჯახის წევრები და პარტნიორები ერთმანეთს და, ხშირად, საკუთარ თავსაც კი ატყუებენ.

ამ ყოველივეს კი დადებითი შედეგი არასოდეს მოჰყვება. პირველ რიგში, ტყუილები ადამიანს შინაგანად გაანადგურებს, შემდეგ კი მის ცხოვრებასა და ურთიერთობებზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

2. შეიძინეთ ახალი მეგობრები

ბავშვობაში, სკოლასა და სტუდენტურ წლებში ჩვენ ღია ვართ ახალი მეგობრების შესაძენად, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლები დრო და ენერგია გვრჩება ასეთი ურთიერთობებისთვის.

სერიალში ნათლად ვხედავთ, რომ სელესტისა და მედლინის წრეში ჯეინის მიღების შემდეგ ყველაფერი იცვლება. თავიდან მათ დედობა და შვილებთან დაკავშირებული თემები აერთიანებთ, თუმცა, მოგვიანებით, ეს ყოველივე გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვან გრძნობაში გადაიზრდება!

3. მიჰყევით თქვენს ინტერესებს

თანამედროვე ქალების ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც ისინი საკუთარი თავისთვის ვეღარ იცლიან – იქნება ეს ოჯახის ყოლა, მარტოხელა დედობა, კარიერული წინსვლა თუ ეს ყოველივე ერთად… არადა, თითოეული ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი დროისა და ინტერესების ქონა.

სერიალში ამას პატარა ქლოეც კი აცნობიერებს. ასე რომ, აუცილებლად შეახსენეთ თქვენს თავს, თუ რისი კეთება მოგწონთ და ნუ იტყვით უარს ამ სიამოვნებაზე!

4. დაიცავით საკუთარი თავი

ცხოვრება უამრავ განსაცდელს გვიწყობს, თუმცა ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ბედნიერები და ჯანმრთელები ვიყოთ! სელესტის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეს მარტივი სულაც არ არის, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ თავი ფიზიკური თუ ემოციური განსაცდელებისაგან.

ნუ მისცემთ სხვებს უფლებას მიითვისონ მთელი თქვენი დრო და ენერგია. საჭირო მომენტებში ისწავლეთ უარის თქმა და საკუთარი თავის დაცვა!

5. ნუ გაექცევით პრობლემებს

დიახ, ამ სერიალში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ გაურბოდნენ პერსონაჟები საკუთარ პრობლემებს და იმის მომსწრეებიც გავხდით, რომ ამას კარგ შედეგამდე არავინ მიუყვანია.

გაქცევა გამოსავალი არასოდესაა – შესაძლოა, მან დროებით შვება მოგვგვაროს, თუმცა ის, რასაც გავურბივართ, აუცილებლად წამოგვეწევა! სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მათთან გამკლავება…

6. იყავით გულახდილი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტყუილი ადამიანებისათვის დამანგრეველია. შოუში არაერთხელ ვიხილეთ იმის მაგალითი, თუ როგორ გაუმჯობესდა ყველაფერი მას შემდეგ, რაც პერსონაჟები ერთმანეთთან გაიხსნენ – გავიხსენოთ, თუნდაც მედლინის ურთიერთობა თავის ქალიშვილთან.

ხშირად ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზე საუბარი ახლობელ ადამიანებთან მათთან რეალური კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

7. არ დანებდეთ

ცხოვრება ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. ამ გზაზე ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებით და ზოგჯერ დანებების გარდა სხვა გამოსავალს ვერც კი ვხედავთ.

რეალურად კი, ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა – გავიხსენოთ ჯეინის მაგალითი, რომლის შვილსაც მჩაგვრელობაში ადანაშაულებდნენ და რომელმაც ბოლომდე იბრძოლა მისი სიმართლის დასამტკიცებლად.

8. მიიღეთ ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ

ზემოთ აღნიშნული პუნქტის მიუხედავად, არის მოვლენები, რომელთა გაკონტროლებაც უბრალოდ შეუძლებელია. მედლინი ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მისი ყოფილი ქმარი მოულოდნელად მზრუნველი მამის როლში მოევლინა.

ვფიქრობთ, ის თავს გაცილებით უკეთ იგრძნობდა, ეს ყოველივე ჩვეულებრივად რომ მიეღო და წარსულზე არ ჩაციკლულიყო. ზოგჯერ, უბრალოდ, საჭიროა დავიცალოთ ნეგატიური აზრებისაგან და ცხოვრება გავაგრძელოთ!

9. მოუსმინეთ სხვებს

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მედლინისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობა. მათ შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა, რადგან მედლინი აბიგაილს უბრალოდ არ უსმენდა. მაყურებელი ხშირად ხედავდა, თუ როგორ კამათობდნენ ისინი.

არადა, ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ და გავუგოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს – ეს დადებითად იმოქმედებს როგორც ჩვენს ურთიერთობებზე, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზეც!

10. იყავით კარგი მეგობარი

მეგობრობა დიდი პატარა ტყუილების ერთ-ერთი მთავარი თემაა! სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში – ისინი გვისმენენ, გვიცავენ, გვერდით გვიდგანან და გვაძლევენ იმას, რაც გვჭირდება.

შოუს საშუალებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს მეგობრობას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ!

10 გაკვეთილიდიდი პატარა ტყუილებიქალები
Previous Post

#ვერგავიგე - ანუ, როგორ გავიგოთ არონოვსკის სადებიუტო ფილმი

Next Post

10 საინტერესო ფაქტი ოსკარის ისტორიიდან

Next Post
10 საინტერესო ფაქტი ოსკარის ისტორიიდან

10 საინტერესო ფაქტი ოსკარის ისტორიიდან

ახალი ამბები

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5577

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2369

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5066

ბოლოს დამატებული

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020