ტიტანიკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც მე-20 საუკუნის უდიდესი სამგზავრო გემის კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს და, ამასთანავე, გვიამბობს მისი ორი მგზავრის – ჯეკისა და როუზის სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას.
ჯეიმს კამერონის შედევრი დიდ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა, მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო და რეკორდული რაოდენობის ჯილდოებიც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკს უბრალო რომანტიკულ ფილმად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, ჯეკისა და როუზის ისტორია ამ ტრაგიკულ მოვლენას კიდევ უფრო მეტ დრამას მატებს… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ციტატების რუბრიკა სწორედ ამ წყვილისთვის დაგვეთმო და გაგვეხსენებინა 10 ყველაზე გამორჩეული ფრაზა “ტიტანიკიდან”:
1. “ქალის გული საიდუმლოებით სავსე ღრმა ოკეანეს გავს. ახლა თქვენ იცით, რომ არსებობდა კაცი, სახელად ჯეკ დოუსონი, რომელმაც მე გადამარჩინა – ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით. მისი ფოტოც კი არ მაქვს, თუმცა ის ჩემს გონებაში კვლავ ცოცხლობს” – მოხუცი როუზი
2. ჯეკი: “ეს სიგიჟეა!”
როუზი: “ვიცი და სწორედ ამიტომ მსურს ამის გაკეთება!”
3. როუზი: “ჯეკ, მე შენ მიყვარხარ!”
ჯეკი: “არა, ნუ დამემშვიდობები… როუზ, არ დანებდე, გთხოვ, ეს არ გააკეთო!”
4. ჯეკი: “როუზ, რა სულელი ხარ? ეს რატომ გააკეთე?”
როუზი: “თუ შენ გადახტები, მეც მოგყვები!”
5. “როუზ, ბედის საჩუქარი ნამდვილად არ ხარ. გაფუჭებული ბავშვი ხარ, მაგრამ ამის მიღმა ყველაზე საოცარ, ყველაზე მომხიბვლელ, ყველაზე ლამაზ გოგონას ვხედავ, რომელიც შემხვედრია!” – ჯეკი
6. ჯეკი: “იდიოტი არ ვარ და ვიცი, როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო. ჯიბეში მხოლოდ ათი დოლარი მიდევს და შენთვის არაფრის შემოთავაზება შემიძლია, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ შენთან! თუ გახატები, მეც უნდა გადმოგყვე – ეს ხომ გახსოვს? არ შემიძლია, უბრალოდ გავბრუნდე და არ ვიცოდე, რომ შენ კარგად ხარ…”
7. ჯეკი: “დამპირდი, რომ გადარჩები და არ დანებდები… რაც არ უნდა მოხდეს, როგორი უიმედოც არ უნდა იყოს მდგომარეობა!”
8. ჯეკი: “ამ ბილეთის მოგება საუკეთესო რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია, რადგან შენ შეგხვდი… ამისთვის კი ძალიან მადლიერი ვარ!”
9. როუზი: “მთელი სხეულით ვკანკალებდი… ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ეროტიკული მომენტი იყო!”
10. ჯეკი: “მისმინე, როუზ – შენ აქედან გააღწევ, ცხოვრებას გააგრძელებ, ბევრი შვილი გეყოლება და მათთან ერთად ბედნიერი იქნები. მაშინ მოკვდები, როცა ძალიან მოხუცდები, შენს თბილ საწოლში და არა ახლა! არა ამაღამ და არა ასე, გესმის?”