სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ფილმი, რომელშიც მსახიობებს სექსი ნამდვილად ჰქონდათ

Cinemania ავტორი Cinemania
29 მაისი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 ფილმი, რომელშიც მსახიობებს სექსი ნამდვილად ჰქონდათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ნებისმიერ ფილმში სექსის გადაღება ისე, რომ სცენა რეალისტური გამოვიდეს, რეჟისორისთვისაც და მსახიობებისთვისაც დიდი გამოწვევაა. სექსი, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტი, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იმისათვის, რომ ფილმი დამაჯერებელი იყოს, მისი ოსტატურად გადაღებაა საჭირო. არსებობს მრავალი კინოხერხი და საიდუმლო, რომლებსაც ასეთი დელიკატური სცენების გადაღებისას მიმართავენ, მაგრამ არსებობენ თამამი რეჟისორები, რომლებიც საკუთარ ფილმებში არა დადგმულ, არამედ “ნამდვილ” სექსს ითხოვენ.

წარმოგიდგენთ 10 ისეთ ფილმს, რომელშიც მსახიობებს ერთმანეთთან რეალური სექსი ჰქონდათ.

1. სიყვარული

2015 წლის ამ ფილმში გიჟურად ბევრი არასიმულაციური სექსია, მათ შორის თრისამი და ორგია. გასპარ ნოეს ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს წყვილზე, რომელსაც არეული ურთიერთობა აქვს და მათი რომანის ისტორიას მაყურებელი თანდათან, ფლეშბექებით იგებს. საინტერესო ფაქტი: ნოემ მსახიობებს “მიზიდულობის ტესტი” ჩაუტარა, რათა სექსის უხვი სცენები დამაჯერებელი ყოფილიყო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ფილმის დებიუტი კანის კინოფესტივალზე შედგა.

2. კალიგულა

1979 წლის კალიგულა იმ დროისთვის არასტანდარტულად თამამია და ლამის პორნოფილმს უტოლდება, თუმცა ფაქტია, რომ მასში ისეთი უმაღლესი კლასის ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან პიტერ ო’ტული და ჰელენ მირენი. ტინტო ბრასის ფილმში არადადგმული სექსის სცენებიც არის, რომელიც მასში პოსტპროდუქციის შემდეგ ჩაამატეს.

3. შორტბუსი

ეს კომედია ერთ-ერთი ჟანრული ფილმია სექსზე, როგორც ხელოვნების აქტზე. სიუჟეტი ვითარდება ბრუკლინის სექსსალონში, რომლის ერთ-ერთი წევრი ორგაზმის მიღწევას ცდილობს. საინტერესო ფაქტი: მსახიობი სუკ-იინ ლი ამ როლის გამო ლამის რადიოგადაცემიდან დაითხოვეს, თუმცა სამსახურის შენარჩუნებაში ფრენსის ფორდ კოპოლა და იოკო ონო დაეხმარნენ.

4. 9 სიმღერა

ამ ჰიფსტერული განწყობის ფილმში შეყვარებული წყვილი “ფრანც ფერდინანდის” და მსგავსი ბენდების კონცერტებს ესწრება და უამრავი სექსი აქვს, თანაც რეალური.

5. ყავისფერი კურდღელი

2003 წლის ამ ფილმმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ვინსენტ გალოსა (რომელიც ამასთანავე ფილმის რეჟისორია) და ქლოე სევინის შორის ორალური სექსის ჩვენების გამო. მხატვრულ ფილმში ასეთი სცენის ნატურალისტური ჩვენება ნებისმიერ პერიოდში თამამი განაცხადია.

6. იდიოტები

ლარს ფონ ტრიერი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც სექსის, მათ შორის ორგიის სცენებს არ ერიდება. მართალია ეს სცენები უმეტესად დადგმულია, მაგრამ ამ ფილმის ერთ-ერთ მომენტში პორნომსახიობები მონაწილეობენ და სექსიც რეალურია.

7. ინტიმი

ინტიმი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელსაც შემთხვევითი სექსუალური პარტნიორი შეუყვარდება, თუმცა ქალი დაქორწინებულია და გაყრას არ აპირებს. მათი სექსის სცენა რეალურია, რაც მეინსტრიმული ფილმისთვის, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალი მოიგო, ძალზე იშვიათია.

8. დაწექი ჩემთან

2005 წლის ინდი დრამაში ორი ცნობილი მსახიობი – ერიკ ბალფური და ლორენ ლი სმიტი თამაშობენ. ფილმი ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს, თუმცა კრიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება არ დაუმსახურებია.

9. ანტიქრისტე

და კვლავ ლანს ფონ ტრიერი. 2009 წლის ფილმში ანტიქრისტე მთავარ როლებს უილემ დეფო და შარლოტ გეინსბურგი ასრულებენ. როგორც ცნობილია, ისინი დუბლიორებს იშვიათად მიმართავენ, ასე რომ, სექსის სცენები ძირითადად ნამდვილია. საინტერესო ფაქტი: ფილმი სკანდალურია თამამი მომენტებისა და სასქესო ორგანოების ჩვენების გამო, თუმცა გეინსბურგმა ამ როლისთვის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული დაიმსახურა.

10. ნიმფომანი

და კიდევ ერთხელ ლარს ფონ ტრიერი და შარლოტ გეინსბურგი. მის გარდა ფილმში მთელი თანავარსკვლავედია: სტელან სკარშგორდი, შია ლაბაფი, კრისტიან სლეიტერი, უმა თურმანი და უილემ დეფო. უმეტესობა არასიმულაციური სექსის სცენებში მონაწილეობს, თუმცა ნაწილობრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ დუბლიორებს ჰქონდათ ნამდვილი სექსი, მათი ინტიმური ადგილები კი მსახიობების კადრებთან დაამონტაჟეს.

9 სიმღერაანტიქრისტეგასპარ ნოედაწექი ჩემთანვინსენტ გალოიდიოტებიინტიმიკალიგულალარს ფონ ტრიერინიმფომანირეალიზმირეალური სექსის სცენებირეჟისორისექსისიმულაციური სექსისიყვარულიტინტო ბრასიუილემ დეფოყავისფერი კურდღელიშარლოტ გეინსბურგიშორტბუსი
Previous Post

თრეილერი: ბლეიკ ლაივლი ტრილერში "მარტივი თხოვნა"

Next Post

10 მსახიობი, რომელიც გადასაღები მოედნიდან გაათავისუფლეს

Next Post
10 მსახიობი, რომელიც გადასაღები მოედნიდან გაათავისუფლეს

10 მსახიობი, რომელიც გადასაღები მოედნიდან გაათავისუფლეს

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020