კანის კინოფესტივალის სენსაცია და 2013 წლის ყველაზე კონტროვერსიული სურათი – აბდელატიფ კეშიშის ლურჯი ყველაზე თბილი ფერია მსოფლიო კინოისტორიაში შევიდა როგორც ფილმი, რომლის რეჟისორმაც და მთავარი როლის შემსრულებლებმაც ერთსა და იმავე წელს მოიპოვეს ოქროს პალმის რტო. ემას და ადელის ემოციური, ფეთქებადი, სევდიანი სიყვარულის ისტორია დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე, პერსონაჟების მიერ ნათქვამი ფრაზები კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიყვარულს არავითარი ჩარჩოები არ გააჩნია და ვერაფერი დაუდგება წინ.
ერთად გავიხსენოთ ციტატები ფილმიდან, რომელმაც გვასწავლა, რომ ლურჯი ყველაზე თბილი ფერია.
1. “მგონია, რომ ვიტყუები. ყველაფერს ვიტყუები…”

2. “მან თქვა, რომ შეგვიძლია ყოველგვარი მაღალი პრინციპების გარეშე ვიცხოვროთ.”

3. “სინანული იმის ნიშანია, რომ გული სიცარიელით არ გაქვს სავსე.”

4. “შენ, შენ მიყვარხარ! არ შემიძლია წასვლა! რა ვიღონო?”

5. “სიყვარულს სქესი არ გააჩნია. მიიღე ის, ვისაც უყვარხარ.”

6. “მენატრები. მენატრება ჩვენი არშეხება, ერთმანეთის არნახვა, ერთმანეთში არსუნთქვა. მინდიხარ. ყოველთვის. და სხვა არავინ.”

7. “შენ მიმართ რაღაც აუხსნელ სინაზეს ვგრძნობ. მუდამ ასე იქნება. მთელი ჩემი ცხოვრება.”

8. “შემთხვევით არაფერი ხდება.”

9. “შენ ერთადერთი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ვინც ნამდვილი იყო.”

10. “არსებობა უსწრებს არსს. ჩვენ დავიბადეთ, ვარსებობთ… და ჩვენს თავს საკუთარივე ქმედებებით განვსაზღვრავთ.”
