თითქოს ყველაფერი მარტივია – მაყურებელი მხარს დადებით პერსონაჟებს უნდა უჭერდეს, უარყოფითები კი სძულდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირიქითაც ხდება ხოლმე. სულ უფრო და უფრო მეტი ანტაგონისტი გვხიბლავს საკუთარი ქარიზმითა და გამჭრიახობით, პროტაგენისტები კი ზოგჯერ ჩვენს ანტიპათიას იმსახურებენ.
მაშ ასე, ერთად გავიგოთ, თუ რატომ აღიზიანებს მაყურებელს ესა თუ ის პერსონაჟი:
1. ფროდო – ბეჭდების მბრძანებელი
მესმის, რომ მას “ბეჭდის მძიმე ტვირთი” აწევს მხრებზე, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ცოტათი უფრო ძლიერი პერსონაჟი ყოფილიყო? მას საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია, სულ სიკვდილის პირასაა და გამუდმებით ვიღაცის გადასარჩენია. ერთადერთი, რაც შეუძლია, ტირილი და მოთქმაა… ჩემი აზრით, ბეჭდების მბრძანებლის ნამდვილი გმირი ფროდო კი არა, სემია!
2. მარკი – რეალური სიყვარული
ის კირა ნაითლის პერსონაჟს საშინლად მოექცა – ჯერ მის ქორწილში გადაღებული მანიაკალური ვიდეო და მერე ვითომდა რომანტიკული ჟესტით სიყვარულის ახსნა…. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ყველაფერი საუკეთესო მეგობრის ცოლთან მოხდა.
3. ბელა და ედვარდი – ბინდის საგა
ბინდი, ალბათ, ბევრად უკეთესი საგა იქნებოდა, ბელას პერსონაჟი საერთოდ რომ ამოეღოთ და, პრინციპში, ედვარდიც მიეყოლებინათ. ამ უკანასკნელს თავისი შეყვარებულის მოწამვლა და მის ცხოვრებაზე სრული კონტროლის აღება სურდა. ასეთი გამაღიზიანებელი წყვილი იშვიათად მინახავს!
4. მაკკალისტერების მთელი ოჯახი – მარტო სახლში
ნუთუ ვერავინ ამჩნევს, რომ ბაზი უკვე ჩამოყალიბებული ფსიქოპატია? კევინის დედას კი საერთოდ არ ეტყობა, რომ ეს აღელვებდეს… მესმის, რომ ფილმი ცოტა გაზვიადებას მოითხოვს, მაგრამ ეს ოჯახი ზედმეტად გამაღიზიანებელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ მშობლობის უფლება არ ჩამოერთვათ მას შემდეგ, რაც ბავშვი არა ერთხელ, არამედ ორჯერ დაავიწყდათ!
5. ჯულიან პოტერი – ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი
ის ცუდი ადამიანია, რომელიც საუკეთესო მეგობრის ცხოვრების დანგრევას ეჭვიანობის გამო ცდილობს… ამ ფილმის ყურება ძალიან გამიჭირდა და ვერც სიამოვნება მივიღე, რადგან ჯულია რობერტსის პერსონაჟი საშინლად მაღიზიანებდა!
6. ტიმონი და პუმბა – მეფე ლომი
სიმბას ადგილას რომ ვყოფილიყავი – საკუთარი სახლიდან გამოძევებული და გარკვეულწილად მამის სიკვდილში დამნაშავეც, არამგონია პუმბასა და ტიმონის კამპანიით ასე მესიამოვნა. ეს ორი პერსონაჟი გამუდმებით იმას იმეორებს, რომ სიმბამ არაფერზე უნდა იდარდოს, რადგან ერთადერთი რეალური პრობლემა, თურმე პუმბას მომნელებელი სისტემაა… დარწმუნებული ვარ, სასწრაფოდ შევეცდებოდი მათ თავიდან მოშორებას. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა დისნეიმ ამ გამაღიზიანებელი დუეტისათვის ამდენი დროის დათმობა.
7. ანასტასია – გრეის 50 ელფერი
კრისტიანი მას თავიდანვე აფრთხილებს საკუთარი BDSM მიდრეკილებების შესახებ, მაგრამ ანასტასიას იმდენად სურს ამ კაცთან ყოფნა, რომ ყველაფერზე თანახმაა. საკუთარ სტანდარტებსა და პრინციპებს მაშინვე ივიწყებს და ჩახუტების ნაცვლად მათრახს იღებს. ამასთანავე, თავს გამუდმებით იტყუებს და ვერ აცნობიერებს, რომ სიყვარულის კი არა, ძალადობის ობიექტია!
8. ვალერიანი – ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი
ის, რასაც ვალერიანი ლორელინს უკეთებს, სექსუალური შევიწროებაა… გოგონა მას რამდენჯერმე უმეორებს, რომ რომანტიკული ურთიერთობა არ სურს, თუმცა ვალერიანი დაჟინებით მოითხოვს მისგან საპირისპიროს.
9. ქერი – ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა
გარდა იმისა, რომ ეს პერსონაჟი სრულიად უსარგებლოა, ენდი მაკდაუელი როლს იმდენად ცუდად ასრულებს, რომ ძალიან კარგ ფილმს აფუჭებს კიდეც!
10. ქერი ბრედშოუ – სექსი დიდ ქალაქში
ორივე ფილმში ქერი საშინლად იქცევა – ეგოისტურად გეგმავს ქორწილს და მეორე ნახევრის აზრებს საერთოდ არ ითვალისწინებს, მეგობრებს უხეშად ექცევა, საყვარელ ადამიანს პირველი შესაძლებლობისთანავე ღალატობს და, რა თქმა უნდა, უამრავი პრეტენზია აქვს, რომლითაც საშინლად მაღიზიანებს!