სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 ცნობილი ფილმი, რომელთა ავტორებიც პლაგიატში დაადანაშაულეს

Cinemania ავტორი Cinemania
29 სექტემბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 ცნობილი ფილმი, რომელთა ავტორებიც პლაგიატში დაადანაშაულეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავატარი, მონსტრების კორპორაცია, ტიტანიკი… ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ცნობილი ფილმების ჩამონათვალიდან, რომელთა შექმნელებიც პლაგიატში არიან ეჭვმიტანილები. მათი სიუჟეტები ძალიან ჰგავს რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ავტორების ნაწარმოებებს, იმდენად, რომ ამას დამთხვევად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. რასაკვირველია, კინემატოგრაფიისა და ლიტერატურის ისტორიაში იმდენი ამბავი დაწერილა, რომ ძნელია იმედნად განსხვავებული სიუჟეტი შექმნა, ისე რომ მასა და უკვე არსებულ ნაწარმოებებს შორის საერთო ვერაფერი აღმოაჩინო. პერსონაჟების იგივე სახელები, სიუჟეტის მსგავსი განვითარება, იდენტური ფინალი და ამგვარი წვრილმანები, როგორც წესი, არავის უკვირს.

მიუხედავად ამისა, ცნობილი ფილმების შემქმნელები და, განსაკუთრებით, სცენარის ავტორები ხშირად აღმოჩენილან უხერხულ მდგომარეობაში, როცა იმის ახსნა უწევდათ, რომ იდეა და ტექსტი არავისგან მოუპარავთ. განსაკუთრებული წნეხი ბლოკბასტერების სცენარების ავტორებზე მოდის. დღეს ათ ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ, როცა ცნობილი ფილმების შემქმნელები კონკრეტული ავტორის ნაწარმოების მოპარვაში დასდეს ბრალი.

1. ავატარი

პლაგიატში დაადანაშაულა: ერმიტაჟის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა მიხაილ ანიკინმა

დავის საგანი: საავტორო უფლებები ხელოვნების ნაწარმოებზე

დავის შედეგი: ანიკინი შემქმნელებისგან მისი უფლებების აღიარებას ითხოვს, თუმცა მისი აზრი ჯერჯერობით არავის გაუთვალისწინებია.

მიხაილ ანაკინი უნიკალური ადამიანია. იგი ამტკიცებს, რომ მისი შემოქმედებაა არამარტო ჯეიმს კამერონის მიერ ფილმად ქცეული “ავატარი”, არამედ “ჰარი პოტერის” სერია, რობერტ ლენგდონის სერია (დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდი” და დანარჩენი ნაწარმოებები) და “ვარსკვლავური ომების” სცენარი.

1998 წელს, ანიკინის მტკიცებით, ერმიტაჟში ის ამერიკელ ბილ სტენთან ერთად მუშაობდა და მას თავისი შემოქმედებითი იდეების შესახებ მოუთხრო, რომლებისგანაც შესანიშნავი ჰოლივუდური ბლოკბასტერები გამოვიდოდა. ანიკინის ვერსიის თანახმად, ბილ სტენს ჰოლივუდში სერიოზული კავშირები ჰქონდა და ეს იდეები კინოსტუდიას მიაწოდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველაფერი გამონაგონი არაა, ანიკინს არგუმენტად მოჰყავს პერსონაჟების და სხვა სახელები: ანაკინ სკაიუოკერი მან თავისი გვარის მიხედვით შექმნა, ხოლო ნა’ვის ხალხი თავისი ვაჟის, ივანის უკუღმა დაწერილი სახელია.

მუზეუმის თანამშრომელი იმასაც ამტკიცებს, რომ სტენს ჰყავდა ნაცნობი არტურ ლივაინი, რომელმაც ანიკინი დაარწმუნა, რომ “ჰარი პოტერისა” და რობერტ ლენგდონზე დაწერილი წიგნების გამოქვეყნებიდან 10-15 წლის შემდეგ საზოგადოება აუცილებლად გაიგებდა, სინამდვილეში ვინაა იდეის ავტორი, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს, რა მოხდებოდა “ავატარის” და “ვარსკვლავური ომების” შემთხვევაში. ანიკინი ჰოლივუდის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, “იქონიონ სინდისი და დაიცვან საავტორო უფლებები”. მას ფული არ უნდა, უბრალოდ იმის აღიარება, რომ ეს საქვეყნოდ წარმატებულ პროექტები მისი იდეების მიხედვითაა შექმნილი.

2. მონსტრების კორპორაცია

პლაგიატში დაადანაშაულეს: საბავშვო სიმღერების ავტორმა და მხატვარმა

დავის საგანი: ანიმაციის სიუჟეტი და მთავარი გმირის, მაიკის გარეგნობა

დავის შედეგი: ერთი პუნქტი უარყვეს, მეორე დაარეგულირეს

სტენლი მაუსის ნახატი

საბავშვო ლექსების ავტორმა ლორი მადრიდმა, მონსტრების კორპორაციის თრეილერის ნახვის შემდეგ Pixar-ის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა. 1997 წელს მან დაწერა ლექსი “ჩემს კარადაში ბიჭუნა ზის”, ფილმის შექმნელებმა კი მისი სიუჟეტი წიგნში წაიკითხეს და უსირცხვილოდ გამოიყენეს. 2001 წელს ამ ლექსის მიხედვით თეატრალური მიუზიკლიც კი დადგეს. ლორი ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე მივიდა სასამართლო პროცესამდე, თუმცა მხოლოდ ფინანსური ზარალის ანაზღაურება არ სურდა – ის ფილმის პრემიერის გადადებას ითხოვდა, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა.

“მე ორი მცირეწლოვანი ძმისშვილი მყავს და ისინი საშინლად გაბრაზდებიან, თუ პრემიერას გადავდებ. ასე რომ მოვიქცე, ქვეყნის მასშტაბით უამრავი ბავშვი მე მიმიჩნევს ყველაზე საშინელ მონსტრად”, – განაცხადა მოსამართლემ და საბოლოოდ, მონსტრების კორპორაციის პრემიერა მაინც შედგა. ის აშშ-ის 3200 კინოთატრში უჩვენეს, შვიდი თვის შემდეგ კი ლორი მადრიდს სასამართლოში მოახსენეს, რომ მის ლექსსა და მულტფილმის სიუჟეტს შორის საერთო არაფერი იყო. ამ მომენტისთვის მონსტრების კორპორაციის შემოსავალი უკვე ასობით მილიონს აღწევდა.

ანიმაციის წინააღმდეგ მეორე საჩივარი უფრო სერიოზული იყო. საქმე ფილმის გამოსვლის შემდეგ აღიძრა და ავტორი პიქსარისგან 100-მილიონიან ანაზღაურებას მოითხოვდა. ეს იყო მხატვარი სტენლი მაუსი და იგი ამტკიცებდა, რომ მაიკ ვაზოვსკის გარეგნობა მისი პერსონაჟიდან იყო კოპირებული. თავისი ილუსტრაციების დახმარებით ფილმის სიუჟეტი ავტორმა ჰოლივუდში 1998 წელს წარადგინა, თუმცა მაშინ პროექტით არ დაინტერესებულან. ამ ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მონსტრების კორპორაციისას – მას მონსტერ სიტი ჰქონდა, პიქსარს – მონსტროპოლისი; მთავარი გმირი ამერიკულ მონსტრების კორპორაციაში მუშაობს და ა.შ. “რაღაც ეტაპზე მათ მთელი ჩემი ცხოვრების ნამუშევარი მოიპარეს” – განაცხადა მაუსმა, “ამ სამყაროს მთელი ცხოვრება ვქმნიდი, ისინი კი ადგნენ და უბრალოდ მიითვისეს”.

სინამდვილეში როგორ იყო, არავინ იცის, მაგრამ როგორც ცნობილია, მხარეებმა ეს საკითხი დახურულ კარს მიღმა მოაგვარეს.

3. ნემოს ძიებაში

პლაგიატში დაადანაშაულა: საბავშო წიგნის – “კლოუნთევზა პიერო” – ავტორმა

დავის საგანი: სიუჟეტის მოპარვა

დავის შედეგი: წაგებული სასამართლო

ფრანკ ლე კალვეს “პიერო”

კლოუნთევზას მთელ სანათესაოს მტაცებელი ანადგურებს, მას ერთდერთი შვილი რჩება, რომელიც იკარგება – ესაა ნემოს ძებნის მოკლე ისტორია. ის ძალიან ჰგავს ფრანგი ავტორის, ფრანკ ლე კალვეს ნაწარმოებს “კლოუნთევზა პიეროს”. ამ წიგნში არამარტო მსგავსი მოვლენებია აღწერილი, არამედ მისი ყდაც საქვეყნოდ ცნობილი ანიმაციის მსგავსია. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი “ნემოს” გამოსვლამდე სამი წლით ადრე მოხდა.

2000 წელს კალვემ თავისი წიგნის ორი ათასი ეგზემპლარის დაბეჭდვისთვის 45000 ევრო გამოყო. ორ წელიწადში მთელი ტირაჟი გაიყიდა.ამ წარმატების შემდეგ კალვემ წიგნის სიუჟეტი სცენარად გადააკეთა და რამდენიმე ფრანგულ კინოკომპანიას გაუგზავნა, საიდანაც, ავტორის მტკიცებით, მისი სცენარი ჰოლივუდში აღმოჩნდა. კალვემ სასამართლოში საჩივარი ფილმის გამოსვლის შემდეგ შეიტანა და საკუთარი საავტორო უფლებების აღიარება მოითხოვა. მაგრამ ავტორმა საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა. მისი აზრით, იგი თავის პერსონაჟს, ნემოს ჰგავდა: არავის სჯეროდა, რომ წიგნი “ნემოს” ეკრანებზე გამოსვლამდე დაწერა.

4. მეფე ლომი

პლაგიატში დაადანაშაულა: იაპონელმა ანიმატორმა მაჩიკო სატონაკამ

დავის საგანი: სიმბა თუ კიმბა? ისტორიის მოპარვა.

დავის შედეგი: დისნეი დღემდე ცდილობს მეფე ლომის ავთენტურობის იდეის დაცვას

“კიმბა – თეთრი ლომი”

მეფე ლომი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, დაუვიწყარი საუნდტრეკების მქონე მულტფილმია. გარდა ამისა, ის დისნეის პირველი ფილმია, რომელიც ორიგინალური სცენარის მიხედვითაა გადაღებული. მანამდე სტუდია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ზღაპრების სიუჟეტებს იყენებდა. მეფე ლომის სცენარის ორიგინალობა კრიტიკოსებმაც მოიწონეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ როჯერ ალერსისა და რობ მინკოფის სცენარი არც ისე ორიგინალური იყო.

1966 წელს იაპონიაში დღის სინათლე იხილა მულტფილმმა “კიმბა, თეთრი ლომი”, იგივე “ჯუნგლების იმპერატორმა”. “კიმბას” სიუჟეტი სიმბას ისტორიას მაინცდამაინც არ ჰგავს, მაგრამ დანარჩენი ფაქტობრივად იგივეა: პერსონაჟები, მსგავსი გარეგნობისა და ამპლუის გმირები და სცენები. მთლიანად მულტფილმის ესთეტიკა მეფე ლომის გარემოს მოგვაგონებს.

სწორედ ამის შესახებ განაცხადა იაპონელმა მულტიპლიკატორმა, “კიმბას” შემქმნელმა მაჩიკო სატონაკამ. მან იაპონური ანიმაციური სტუდიის ასობით თანამშრომლის სახელით დისნეის სტუდიას ღია წერილი გაუგზავნა. პასუხად მან მიიღო, რომ სტუდიაში არავის სმენოდა არც “ჯუნგლების იმპერატორზე” და არც კიმბაზე. სინამდვილეში, ეს სარწმუნოდ სულაც არ ჟღერს, რადგან მულტსერიალი კიმბას შესახებ NBC-მა გაუშვა, თანაც მეთიუ ბროდერიკმა, რომელსაც სიმბას გახმოვანება შესთავაზეს, თავიდან იფიქრა, რომ მას სწორედ კიმბა უნდა გაეხმოვანებინა.

“ვიფიქრე, რომ თეთრ ლომზე მეუბნებოდნენ – იმ მულტფილმიდან, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდი”, – განაცხადა ბროდერიკმა 1994 წელს. დისნეის სტუდია დღემდე სიტყვას არ გადადის და ამბობს, რომ მათი სცენარი ორიგინალურია და მისი შექმნისას იაპონური მულტფილმის შესახებ არავინ იცოდა. ამ მტკიცების წინააღმდეგო ფაქტად მოჰყავთ ის, რომ ალერსი 1980-ებში ანიმატორად იაპონიაში მუშაობდა და არაფრით შეიძლება, “ჯუნგლების იმპერატორი” არ სცოდნოდა. ასეა თუ ისე, დავა “სიმბასა” და “კიმბას” შორის დღემდე ღიად რჩება.

5. შავი რაინდი

პლაგიატში დაადანაშაულა: თურქეთის ქალაქ ბეტმენის მერმა

დავის საგანი: “მსოფლიოში მხოლოდ ერთი ბეტმენი არსებობს”.

დავის შედეგი: გაუგებარია

შავი რაინდს პლაგიატთან დაკავშრებით კურიოზული ამბავი შეემთხვა: “მსოფლიოში მხოლოდ ერთი ბეტმენი არსებობს”, – ასეთი განცხადება გააკეთა თურქეთის ქალაქის, ბეტმენის მერმა ჰუსეინ კალკანმა. ის ამტკიცებს, რომ სახელი ბეტმენი ქალაქის სახელიდანაა აღებული და არგუმენტს, რომ ბეტმენი ინგლისური სიტყვების “კაცისა” და “ღამურას” კომბინაციაა, არაფრად აგდებს.

კალკანის ეს განცხადება შავი რაინდის გამოსვლის დროს გახდა ცნობილი. მისი თქმით, ქალაქი ბეტმენი DC-ის ბეტმენის გამოჩენამდე (1939 წ.) გაცილებით ადრე არსებობდა. მეტიც, ის ქრისტოფერ ნოლანის ფილმის გაქირავებიდან შემოსავლის პროცენტს მოითხოვდა. როგორ დამთავრდა ეს დავა, უცნობია, რადგან 2008 წელს ჰუსეინ კალკანს 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა არა ბეტმენის საკითხზე, არამედ სრულიად სხვა, პოლიტიკური მიზეზით.

6. წვეულება 2: ვეგასიდან ბანკოკში

პლაგიატში დაადანაშაულა: ამერიკელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფილმში მისი ცხოვრებაა ნაჩვენები და მაიკ ტაისონის ტატუს ავტორმა

დავის საგანი: ფილმის ისტორია და ქოფირაითი სტიუს პერსონაჟზე

დავის შედეგი: ერთი უარყვეს, მეორე დაარეგულირეს.

წვეულება 2 ბიოპიკია – ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამას ამტკიცებს ამერიკელი მაიკლ ალან რუბინი. მისი თქმით, ეს ფილმი მისი ცხოვრების ისტორიაა, რომელიც მას არავისთვის გაუმხელია. ამ საჩივრით მიმართა რუბინმა სასამართლოს, თუმცა ადვოკატი არ აუყვანია და გადაწყვიტა თვითონ დაეცვა საკუთარი სიმართლე.

ცხადია, რუბინის საჩივარი სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა მან საჭიროდ ჩათვალა თავისი ისტორიის მოყოლა: 2007 წელს კალიფორნიის მცხოვრები იაპონელ ქალზე დაქორწინდა, თაფლობის თვეში კი ტაილანდსა და ინდოეთში გაემგზავრნენ, რა დროიდანაც რუბინს უიღბლობათა მთელი სერია დაატყდა თავს. მართალია, კოკაინი არ უყნოსია და ტრანსვესტიტთან სექსით არ დაკავებულა, დანარჩენი ფილმის სიუჟეტივით მოხდა. ახალდაქორწინებულმა ცოლმაც მიატოვა. რუბინმა თავისი დაუჯერებელი თავგადასავლის შესახებ სცენარი დაწერა და მისი ბოლივუდში ეკრანიზაცია სურდა. სკრიპტი მან ამერიკის სცენარისტთა გილდიასაც კი გაუგზავნა, სადაც, რუბინის ვერსიით, მისი ნამუშევარი ტოდ ფილიპსს მოეწონა.

რუბინმა სასამართლოში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ამ ფილმის პლაგიატობაში დადანაშაულება ამით არ დასრულებულა. საჩივარი აღძრა ტატუს ოსტატმა ვიქტორ უიტმილმა, რომელმაც მაიკ ტაისონის სახე მოხატა. იგივე ნამუშევარი მან ფილმში ედ ჰელმსის სახეზე ნახა და საავტორო უფლებების დაცვა მოითხოვა. უიტმილი მოითხოვდა, სასამართლოს დასრულებამდე ფილმის გაშვება გადადებულიყო, მაგრამ Warner Brothers მხატვარს მოელაპარაკა და კომპენსაციის სახით თანხა შესთავაზა. მოლაპარაკება რომ არ შემდგარიყო, ალბათ სტიუს სახეზე ტატუს კომპიუტერული გრაფიკით შეცვლა მოუწევდათ.

7. ტიტანიკი

პლაგიატში დაადანაშაულა: პრინცესა სამანტა კენედიმ

დავის საგანი: ტიტანიკი ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიის ეკრანიზაციას წარმოადგენს

დავის შედეგი: მოსამართლემ მომჩვანის მოთხოვნა სერიოზულად არ მიიღო.

კალიფორნიაში ცხოვრობს ერთი ქალბატონი, სახელად პრინცესა სამანტა კენედი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჯეიმს კამერონის ტიტანიკი მისი არგამოცემული ბიოგრაფიის ასლია. რა ჯადოსნობით მოახცერხა კამერონმა მისი ბიოგრაფიის ხელნაწერში ჩახედვა, უცნობია, მაგრამ მისის კენედი ამტკიცებს, რომ რეჟისორმა მის ნამუშევარში აღწერილი მრავალი სცენა მოიპარა, მათ შორის ისიც, სადაც ჯეკი როუზს ხატავს. მოპარულია გემის ბილეთის თამაშში მოგების იდეაც.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ სამანტა კენედიმ სტუდია Paramount-ის წინააღმდეგ საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საჩივარი მაშინ შეიტანა, სანამ ტიტანიკის მეორე რელიზი შედგებოდა. ანუ რამდენიმე წლის წინ. კითხვაზე, რატომ არ გააკეთა იგივე 15 წლის წინ, ქალბატონმა უპასუხა, რომ იმ პერიოდში მამა გარდაეცვალა და კინოს თავი არ ჰქონდა.

სასამართლოს საჩივარი დიდხანს არ განუხილავს, მოსამართლემ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

8. გარღვევაზე

პლაგიატში დაადანაშაულა: ჯონ კარპენტერმა

დავის საგანი: სიუჟეტი, რომელშც პრეზიდენტის ქალიშვილს გადაარჩენენ

დავის შედეგი: ლუკ ბესონს 80 000 ევროს გადახდა მოუწია.

“ნიუ-იორკიდან გაქცევა”

ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისტი ლუკ ბესონია. სიუჟეტის მიხედვით პრეზიდენტის ქალიშვილი ორბიტალურ ციხეში იმყოფება და მის დახსნას აგენტი აპირებს. სცენარი განსაკუთრებული ორიგინალურობით ვერ დაიკვეხნის, ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ბევრმა აღნიშნა, რომ სურათი ძალიან ჰგავს ჯონ კარპენტერის ფილმებს: ნიუ-იორკიდან გაქცევა და ლოს-ანჯელესიდან გაქცევა.

კარპენტერმა ეს საავტორო უფლებების დარღვევად ჩათვალა და პლაგიატის მიზეზით საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ფრანგულმა კინოსტურიამ მისი ფილმის ლოკაცია და მთავარი გმირის დამახასიათებელი ნიშნებიც კი უცვლელად გადაიტანა. სასამართლომ კინოსტუდიას ჯონ კარპენტერისთვის 20 000 ევროს, სცენარის ავტორ ნიკ კასლისთვის 10 000 ევროს, ხოლო “გაქცევის” საავტორო უფლებების მფლობელთათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

9. მარსელი

პლაგიატში დაადანაშაულა: რუსმა სცენარისტმა და რეჟისრომა მიხაილ რასხოდნიკოვმა

დავის საგანი: წიგნ “მარსელის” ავტორმა ენდი უირმა ნაწარმოები ნამდვილად თავად დაწერა?

დავის შედეგი: ენდი უირის საავტორო უფლება რუსულმა სასამართლომ დაადასტურა

მიხაილ რასხოდნიკოვის ფილმოგრაფიაში ჯერჯერობით სამი ფილმია და მათ შორისაა “მარსელი”. ცხადია, მის ტიტრებში რიდლი სკოტს, მეთ დეიმონსა და ენდი უირს არ ვიხილავთ, რადგან რასხოდნიკოვი ამტკიცებს, რომ ჰოლივუდმა და უირმა თანამედროვე პოპულარული ნაწარმოებისა და მისივე ეკრანიზაციის სიუჟეტი სწორედ მისგან მოიპარეს.

რუსი კინემატოგრაფისტისა და მისი იურისტის თანახმად, რასხოდნიკოვმა მარსელის იდენტური სინოფსისი ჯერ კიდევ 2007 წელს დაწერა, შემდეგ კი სრულყოფილ სცენარად გადააკეთა და Fox-ს გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მიხაილს 2012 წლამდე, ანუ იმ დრომდე, როცა ენდი უირის რომანი “მარსელი” დაიბეჭდა, ეს ამბავი აღარ გახსენებია. მაგრამ წიგნის გამოსვლის შემდეგ მან სტუდიისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. მიიღო კიდეც პასუხი: “უირი რუსეთში არ ყოფილა, რუსულ ენაზე დაწერილი სცენარი არ წაუკითხავს და საერთოდაც, რუსულ ენას არ ფლობს”. რასხოდნიკოვი პასუხმა არ დააკმაყოფილა და საქმე რუსულ სასამართლოში აღძრა და კომპენსაციის სახით 50 მილიონი რუბლი მოითხოვა.

სასამართლომ საქმე განიხილა და ფილმი რეჟისორ რიდლი სკოტის ორიგინალურ ნაწარმოებად ცნო, სცენარი კი – ენდი უირის წიგნის ადაპტაციად.

10. გაყინული

პლაგიატში დაადანაშაულა: მემუარების (სათაურით “გულის სევდა”) ავტორმა

დავის საგანი: ანიმაციის სიუჟეტი

დავის შედეგი: ფილმსა და წიგნს შორის მინიმალური მსგავსება

იზაბელა ტანიკუმიმ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი ტრაგიკულად გარდაცვლილი დის ხსოვნას მიუძღვნა. საკუთარი ცხოვრების ისტორიას ავტორმა სათაურად “გულის სევდა” შეურჩია.

2014 წელს იზაბელამ დისნეის გაყინულს თავის ქალიშვილთან ერთად უყურა და თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ სიუჟეტი მის მემუარებს ძალიან ჰგავდა. ორი და, უახლოესი მეგობრობა მათ შორის, ერთ-ერთის დაღუპვა, შეყვარებულების სახცელებიც კი ემთხვევა: ჰანსი და კრისტოფი. იზაბელას ბევრი არ უფიქრია და სასამართლოში საქმე აღძრა 250 მილიონი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით.

სასამართლომ საჩივარი განიხილა, ნაწარმოებები შეადარა და დაასკვნა: “ნამუშევრებს შორის გვხვდება სიუჟეტური ხაზების და თემების მეტ-ნაკლები დამთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეში სევდისგან გამოწვეულ ქმედებებზე, დებს შორის ძლიერ კავშირზე და მსგავს პრობლემებზეა საუბარი, საავტორო უფლებები კონკრეტული შემთხვევისას დარღვეულად არ ჩაითვლება”.

 

წყარო: www.kinopoisk.ru

DisneyFoxParamountPixarავატარიანიმაციაბეტმენიბიოგრაფიული ნაწარმოებიგარღვევაზეგაყინულიდავადამთხვევადამთხვევებივარსკვლავური ომებიკინოსტუდიებილუკ ბესონიმარსელიმეფე ლომიმონსტრების კორპორაციამოპარული ნაწარმოებებიმულტიპლიკაციანაწარმოებებინემოს ძიებაშიპლაგიატირიდლი სკოტირობერტ ლენგდონის სერიასაავტორო უფლებებისასამართლოსაჩივარისცენარიტიტანიკიშავი რაინდიწვეულება 2წიგნიჯეიმს კამერონიჯონ კარპენტერიჰარი პოტერი
Previous Post

როულინგი ადასტურებს, რომ გველი ნაგინი თავიდანვე ჯადოქარი იყო

Next Post

ელის ბრაგა: "ყველა მეუბნება, რომ თავზეხელაღებული მეამბოხე ვარ"

Next Post
ელის ბრაგა

ელის ბრაგა: "ყველა მეუბნება, რომ თავზეხელაღებული მეამბოხე ვარ"

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020