დენიელ უოლესის ამავე სახელწოდების რომანსა და სცენარზე დაფუძნებული, ტიმ ბარტონის მიერ 2003 წელს გადაღებული ფანტასტიკური დრამა დიდი თევზი, რომელიც მომაკვდავი მამისა და შვილის ურთიერთობას ორიგინალური, პოეტური გზით აღწერს, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. გულშიჩამწვდომი ამბავი ნაწილობრივ ტიმ ბარტონის ცხოვრებას ეხმაურება, რომელმაც 2000-2002 წლებში ორივე მშობელი დაკარგა.
მრავალი კინოჯილდოსა და ნომინაციის მფლობელი ფილმი, რომელიც ამოუწურავ ფენომენს, სიყვარულსა და მის ფორმებს სრულიად ახალი კუთხით გვიჩვენებს, დიდ სიბრძნეს ატარებს და ეს მისი პერსონაჟების მიერ წარმოთქმულ ფრაზებშიც გამოიხატება.
ერთად გავიხსენოთ დიდი თევზი და დაუვიწყარი სიტყვები, რომლებიც ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრებს.
1. “თუ ადამიანის ამბები ვინმეს ახსოვს, ეს ადამიანი უკვდავია. სწორედ დამახსოვრებული ისტორიები აქცევს მას უკვდავად.”

2. “იმ ღამით მივხვდი, რომ უმეტესი მათგანი, ვისაც ბოროტად ან საშინლად მივიჩნევთ, უბრალოდ მარტოები არიან და სოციალური სიკეთეებით ვერ სარგებლობენ.”

3. “მდინარის უდიდესმა თევზმა ყოველთვის იცის, როგორ არ დაიჭირონ.”

4. “ის ადამიანი მიყვარდა, რომელიც არასდროს შემიყვარებდა. ზღაპარში ვცხოვრობდი.”

5. “ამბობენ, რომ როცა ცხოვრების სიყვარულს შეხვდები, დრო ჩერდება. ეს მართალია. მაგრამ არავინ გეუბნება, რომ როცა დრო სვლას აგრძელებს, გაცილებით სწრაფად მიდის.”

6. “ადამიანს ოცნებები ამოძრავებს.”

7. “უკანასკნელ სიტყვებს საკუთარი დანიშნულება აქვთ: ისინი ჩვენი სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების გასაღებია. ისინი არა უკანასკნელი სიტყვები, არამედ პაროლია – წარმოთქვამ თუ არა, შესვლა შეგიძლია.”

8. “დასასრული ყოველთვის სიურპრიზია.”

9. “ახლახან დავინახე ქალი, რომელზეც დავქორწინები, ვიცი. მაგრამ ის დამეკარგა…”

10. “მას სჯეროდა, რომ ვარსკვლავები სურვილები იყო და ერთ დღესაც ყოველი მათგანი ასრულდებოდა.”
