მისტერ ბარნსი – სიმფსონები
საკულტო ამერიკული სერიალის, სიმფსონების შემქმნელმა მისტერ ბარნსის პერსონაჟი საკუთარი მათემატიკის მასწავლებლის, დევიდ ბეილის გარეგნობის მიხედვით შექმნა. ხოლო მოგვიანებით კი ნავთობის მაგნატის, ჯონ როკფელერისა და FOX-ის დამფუძნებლის, ბარი დილერის ელემენტებიც დაამატა.
ბათერსი – სამხრეთ პარკი
ერიკ სტაფი South Park-ზე მისი შექმნის დღიდან მუშაობდა, თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი კონტრიბუცია, რომელიც მან სერიალში შეიტანა. ის ასევე გახდა ყველაზე საყვარელი, გულუბრყვილო და ამავდროულად უიღბლო პერსონაჟის, ბათერს სტოჩის ინსპირაცია.
ჩაკი – პაწაწინა ონავრები
გარდა იმისა, რომ ის საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც სხვა უამრავ პროექტთან ერთად პაწაწინა ონავრებზეც იმუშავა, მარკ მაზერსბაფის უნიკალურმა სტილმა სერიალს კიდევ ერთი დაუვიწყარი გმირი შესძინა.
მე და ჩაკი ერთნაირ სქელ სათვალეებს ვატარებდით, ორივენი ახლომხედველები ვიყავით და ორივეს ერთნაირი, დაუმორჩილებელი ქოჩორი გვქონდა.
როკო – როკოს თანამედროვე ცხოვრება
შოუს შემქმნელმა, ჯო მიუერიმ როკოს გმირი დაახასიათა, როგორც ახალგაზრდა ვუდი ალენი, რომელიც ეს-ესაა გადაბარგდა მოწიფულობის სიურეალისტურ სამყაროში. მართლაც, როკო ნამდვილად მოგვაგონებს მამაკაც პერსონაჟებს ალენის ფილმებიდან, რომელთა უმეტეს ნაწილსაც რეჟისორი თავად განასახიერებს.
პაპაი
ბარმენი ფრენკ ფიგელი, მეტსახელად როკი, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ილინოისში ცხოვრობდა. ის ქალაქის ნამდვილი კოლორიტი იყო – მაღალი, ძლიერი, ჩხუბისთავი, რომელიც მუდამ ჩიბუხით დადიოდა. სწორედ ის გახდა ანიმატორ ელზი სეგარის ინსპირაცია პაპაის პერსონაჟის შესაქმნელად.
ურსულა – პატარა ქალთევზა
ზღვის ბოროტი ჯადოქარი პატარა ქალთევზადან ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია ანიმაციურ სამყაროში. ეს შემთხვევითობა სულაც არ არის, რადგან ის ცნობილი მსახიობის, მომღერლისა და “დრეგ ქვინის” გლენ მილსტედის ანალოგიით შეიქმნა. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ის სინამდვილეში მამაკაცი იყო, თუმცა სცენაზე უმეტეს შემთხვევაში ქალის როლს ასრულებდა. რეალურ ცხოვრებაში ის საკუთარ თავს არც ტრანსსექსუალად და არც ტრანსგენდერად არ მოიაზრებდა
სვავები – ჯუნგლების წიგნი
რადიარდ კიპლინგის წიგნში, რა თქმა უნდა, არ ყოფილან ლივერპულური აქცენტით მომღერალი სვავები. ეს იდეა დისნეის კომპოზიტორებს, რიჩარდ და რობერტ შერმანებს მაშინ დაებადათ, როდესაც ჯუნგლების წიგნზე მუშაობა დაიწყეს. 60-იან წლებში ლეგენდარული ჯგუფი The Beatles პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა და თავდაპირველი გეგმით სვავები სწორედ მათ უნდა გაეხმოვანებინათ, თუმცა ჯონ ლენონი ამ იდეით დიდად არ აღფრთოვანებულა და, საბოლოო ჯამში, ოთხეულმა ანიმაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამის მიუხედავად, ოთხი მომღერალი სვავი, რომლებიც ბითლებს გარეგნულადაც კი მოგვაგონებენ, ფილმში მაინც დარჩა.
ედნა მოუდი – ყველაზე მაგრები
სუპერგმირების კოსტუმების ავტორი ედნა მოუდი Pixar-ის ანიმაციიდან ჰოლივუდში ცნობილი დიზაინერისა და რვა გზის ოსკაროსანი ედიტ ჰედის გავლენით შექმნილი პერსონაჟია.
კლოუნი ქრასტი – სიმფსონები
ტელევიზიის ადრეულ ეპოქაში, თითქმის ყველა არხს ჰქონდა საკუთარი საბავშვო პროგრამა, სადაც წამყვანები მეკობრის, კავბოის ან კლოუნის ფორმაში ევლინებოდნენ პატარა მაყურებელს. სიმფსონების შემქმნელი მეთ გრენინგი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც პორტლენდის ლოკალურ ტელევიზიაში რასტი ნეილსის შოუს უყურებდა. მოგვიანებით, სწორედ ეს პერსონაჟი იქცა კლოუნ ქრასტის ინსპირაციად, როგორც გარეგნულად, ასევე სახელის შერჩევის პროცესშიც.
შეშლილი, შეშლილი, შეშლილი ბანი
რა თქმა უნდა, კურდღლებს ძალიან უყვართ სტაფილო! თუმცა, რეალური მიზეზი, რის გამოც ბაგს ბანი მუდმივად სტაფილოებს ჭამს, ჰოლივუდის კლასიკური კინოს ვარსკვლავი კლარკ გეიბლია. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა ფილმში ქარწაღებულნი შესრულებული როლის გამო, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი ფილმი – ეს მოხდა ერთხელ ღამით. სწორედ ცნობილი სცენა ამ უკანასკნელიდან, სადაც გეიბლის პერსონაჟი სტაფილოს ჭამს, გახდა შეშლილი კურდღლის შექმნის მთავარი ინსპირაცია.