ტიტანიკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ტრაგედიისა და უდიდესი სამგზავრო გემის კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს. შეგახსენებთ, რომ ე.წ ჩაუძირავი ლაინერი ატლანტის ოკეანეში, ევროპიდან ამერიკის მიმართულებით მგზავრობისას, აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. გემზე 2 200 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 700 მოახერხა გადარენა.
ჯეიმს კამერონის შედევრი დიდ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა, მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო და რეკორდული რაოდენობის ჯილდოებიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სურათმა 11 ოსკარი აიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში და მსოფლიოს მასშტაბით, იმ დროისათვის რეკორდული შემოსავალი, 1 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო დღეის მდგომარეობით ბლოკბასტერის „Box office“ 2 მილიარდსაც კი აჭარბებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტიტანიკი გამოსვლიდან 20 წლის შემდეგაც კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. დარწმუნებულები ვართ, მაყურებელთა უმრავლესობას ფილმში მონაწილე ყველა პერსონაჟი, ლოკაცია თუ სცენა კარგად ახსოვთ, თუმცა აუცილებად უნდა შევახსენოთ, ერთი ფაქტი, რომ ფილმში არსებული დეტალების უმეტესობა (პერსონაჟები, ინტერიერი/ექსტერიერი, ზოგადად მგზავრები და მომსახურე პერსონალი, ნივთები და სხვა) რეალურად თავისდროზე არსებული მაგალითების მიხედვით არის შექმნილი. შესაბამისად გვინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ფაქტი ტიტანიკის ცხოვრებიდან, რომელთა მიხედვითაც ჯეიმს კამერონმა საკუთარი ფილმი გააცოცხლა და რეალობასთან მაქციმალურად მიახლოებული გახადა!
შედარებით ასაკოვანი წყვილი, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვის მომენტში ჩახუტებულები მშვიდად უცდიან წლის შემოდინებას
როუზის პორტრეტი, რომელისაც ჯეიკი ხატავს სინამდვილეში თავად ჯეიმს კამერონის ნამუშევარია
კადრი, რომელიც წყლის ქვეშ, ტიტანიკთან არის გადაღებული აბსოლუტურად ყველა ორგინინალი კადრებია, რომლებიც თავად კამერონმა ტიტანიკთან ჩასვლისას გადაიღო
როგორი უცნაურიც არ უნდა იყო, კამერონს მხოლოდ ერთი ცდა ჰქონდა იმისათვის, რომ ცენტრალური კიბის ჩაძირვის სცენა გადაეღო. შეგახსენებთ, რომ ხის კიბე და პირველი კლასის ინტერიერი, ასევე როგორც სხვა დანარჩენი რეალურად არსებული ფოტოსურათებისა და ძველი ესკიზების მიეხდვით არის აღდგენილი
ტიტანიკს ოთხი უზარმაზარი მილიდან, მხოლოდ სამი იყო განკუთვნილი ნახშირის ნამწვის გამონაბოლქვის გამოსაშვებად, მეოთხეს ვინტილაციისათვის იყენებდნენ. კამერონმა აუთენტურობისათვის ეს დეტალიც შეინარჩუნა
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ტიტანიკის ხალიჩები, რომლებიც სხვადასხვა სცენებში გვხვდება იგივე კომპანიის მიერ არის დამზადებული, რომელმაც თავისდროზე რეალურ ლაინერს შეუკერა ნოხები
ფილმის ძირითად დიალოგებში გამოყენებულია ის წინადადებები, რომლებიც თავის დროზე ლაინერის ჩაძირვას გადარჩენილმა მგზავრებმა სხვადსხვა წყაროებში წარმოთქვეს
მაგალიტად ცნობილი რეპლიკა, რომელსაც ლეონარდო დი კაპრიოს პერსონაჯი როზს პირველი შეხვედრისას ეუბნება: „Striking the ice cold water, is like being stabbed with a thousand knives all over your body“ (წყალი ისეთი ცივია თითქოს მთელს სხეულზე ათასობით ბასრი დანა გერჭობა). ეს სიტყვები მეორე რანგის ოფიცერს ჰერბერ ლაითოლერს ეკუთვნის, რომელიც მოსაუბრეს საკუთარ წყალშ ცავარდნის გამოცდილებას უზიარდებდა.
ფილმში არსებული ზოგიერთი სცენა გადარჩენილთა მოგონებებს ეფუძნება. მაგალითად, ეპიზოდი სადაც მამაკაცი 2 გოგონას სამაშველო ნავში სვამს და ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, რეალურ ფაქტზეა დამყარებული.
ჯეიმს კამერონს არ სურდა, რომ ფილმში სიმღერა ყოფილიყო, თუმცა კომპოზიტორმა, ჯეიმს ჰორნერმა მას აზრი შეაცვლევინა
სცენა, სადაც პატარა ბიჭუნა ჯოხით ბურთს თამაშობს, ინსპირირებულია რეალური ფოტოსურათით, რომელიც ერთ-ერთში ასახავს იმ წამისათვის გემბანზე არსებულ სიტუაციას
ყველას გვახსოვს ცენტრალური კიბე და სახელგანთქმული საათი, რომელზეც სამუდამოდ აღბეჭდილია 02:20. ეს ის დროა, როდესაც ტიტანიკი ჩაიძირა
ავტომობილი რენო, რომელიც ფილმის დასაწყისში კადრში გვხვდება, რეალურად იმყოფებოდა სატვირთო განყოფილებაში
ტიტანიკის მთავარი შეფი რეალურ პიროვნებაზეა დაფუძნებული
ასაკოვანი როუზის ძაღლი, რეალურ კატასტროფას გადარჩენილი ოთხფეხა საუკეთესო მეგობრის საპატივცემულოდ შექმნეს
ხისგან შექმნილი ინტერიერის ნაგლეჯი, რომელის დახმარებითაც როუზი სიკვდილს გადაურჩა რეალურად არსებული არტეფაქტის მიხედვით არის შექმნილი, რომელიც თავის დროზე გემის ჩაძირვის ადგილიდან არის ამოღებული
ცნობილი ვახშმის ცენის გადაღებების დროს მსახიობებს ნამდვილი ბელუგის შავი ხიზილალით უმასპინძლდებოდნენ
გამოგონილი პერსონაჟები თუ რეალური ადამიანები
კამერონს სურდა, რომ ყველა მთავარი მოქმედი მირი გამოგონილი ყოფილიყო, თუმცა სცენარის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ გემზე ნამდვილად არსებობდა მგზავრი სახელად ჯეკ დოუსონი (ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟ).