არ არის სადავო, რომ ცნობილი ადამიანების უმეტესობა საკუთარ ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კარგ გენებს რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა შეუძლია იქონიონ პირის გარეგნობაზე, თუმცა საიდუმლო არ არის, რომ ქალბატონებიც და მამაკაცებიც, იმისათვის,რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ თანამედროვე მედიცინას, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. ბოტოქსი, „Face Lifting“, იმპლანტები და სახის რეკონსტრუქცია ეს ის არასრული სია იმ ჩამონათვალიდან, რაც თანამედროვე მედიცინაში ადამიანის გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად გამოიყენება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლასტიკურ ჩარევაზე გენდერის არც ერთი მხარე არ არმბობს უარს და სხვადსხვა პლასიკურ ქირურგებს თანაბრადაც სტუმრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ჩატარებული პროცედურების შესახებ ღიად არ საუბრობს, ადამიენბის უმეტესობასა და განსაკუთრებულად მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება, მაგრამ რას არ გააკეთებ იმისათვის, რომ სილამაზე შეინარჩუნო. ზუსტად ამავე მიზეზით, ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად სტუმრობს პლასტიკურ ქირურგებს, რაც უკვე მანიაში გადასდით. გადაჭარბებული პლასტიკური ჩარევებით გალამაზების ნაცვლად მათ სრულიად საპირისპირო შედეგებსაც იღებენ. შესაბამისად გვაქ სურვილი შემოგთავზოთ ცნობილი ადამიანების და მათი ადრე და ახლა ფოტოსურატები, სადაც ნაჩვენებია თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი თავი ზედმეტი ქირურგიული ჩარევებით. ასევე ამავე ფოტოებში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოყენებით ნაჩვენებია თუ როგორ უნდა აბერებულიყვნენ ისინი ბუნებრივად ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.