არ არის სადავო, რომ ცნობილი ადამიანების უმეტესობა საკუთარ ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კარგ გენებს რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა შეუძლია იქონიონ პირის გარეგნობაზე, თუმცა საიდუმლო არ არის, რომ ქალბატონებიც და მამაკაცებიც, იმისათვის,რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ თანამედროვე მედიცინას, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. ბოტოქსი, „Face Lifting“, იმპლანტები და სახის რეკონსტრუქცია ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ სიიდან, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ადამიანის გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ჩატარებული პროცედურების შესახებ ღიად არ საუბრობს, პლასტიკური ქირურგის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება, შესაბამისად, მას თამამად შეუძლია თქვას, რომ ცნობილი ადამიანების უმრავლესობა მის ასაკთან შედარებით არაბუნებრივად არის დაბერებული. ლონდონელმა პლასტიკურმა ქირურგმა, ექიმმა ჯულიან დე სილვამ, გადაწყვიტა ეჩვენებინა თანამედროვე მედიცინის მიღწევები და ზოგიერთი ცნობილი ქალბატონის მაგალითზე მოგვცა ამის შესაძლებლობა.
ექიმი ჯერ გვაჩვენებს ახალგაზრობის ფოტოსურათს, შემდეგ ამავე ფოტოს, ოდნავ ფოტოშოპით რედაქტირებულს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ უნდა გამოიყურებიდნენ ქალბატონები ბუნებრივად საკუთარ ასაკთან შედარებით და საბოლოოდ მე-3 ფოტოსურათი, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ გამოიოყურებინ ისინი მიმდინარე ეტაპზე.
შენიშვნა: მსახიობების მითითებული ასაკი შეესაბამება ფოტოსურათის გადაღების მომენტისათვის არსებულ ასაკს,
#1 Nicole Kidman
#2 Salma Hayek
#3 Catherine Zeta-Jones
#4 Kylie Minogue
#5 Amanda Holden
#6 Cate Blanchett
#7 Renée Zellweger
#8 Tess Daly
#9 Jennifer Lopez