ადამიანის თვალი გასაოცარი ორგანოა, რომელსაც გასაოცარი დეტალიზაციის გამოსახულებისა და მილიარდობით ფერისა აღქმა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გვგონია, რომ ზოგიერთ მაღალი გაფართოებისა ან/და ხარისხის ვიდეო კამერას ადამიანის თვალზე უკეთესი გამოსახულების მიღება შეუძლია, მცდარია, რადგან იგივე ვიდეოსკამერის მიერ აღბეჭდილ კადრებს საკუთარი თვალით ვუყურებთ და ვხედავთ ყოველივე იმას, რისი აღბეჭდვაც კამერამ ეკრანებზე შეძლო, თუმცა არის მომენტები, როდესაც ჩვენს თვალბეს სრულიად უნებლიედ შეუძლიათ საკმაოდ შემზარავი გამოსახულებების დაჭერა.
ადამიანის ხედვის არეალი 190°, შესაბამისად ყველაფერი რასაც შუქი ეცემა და ხსენებული თვალთახედვის არეალში ხვდება, აღიბეჭდება ჩვენს თვალში, თუმცა უკვე ჩვენს გონებაში აღბეჭდილი სურათი შეიძლება ორად გავყოთ: პირველი ის ნაწილია, რომელზეც ფოკუსს ვაკეთებთ და სრულიად ნათლად ვარჩევთ დეტალებს, ხოლო მეორე უკვე ფერიფერიული მხედველობით დანახული დარჩენილი სურათი, რომელსაც მართივად რომ თქვათ შედარებით გაბინდულად ვხედავთ. ზუსტად ამ მომენტში ჩვენმა თვალებმა შესაძლოა გონებას უცნაურად გაეთამაშონ და ფერიფერიული მხედველობით აღქმული სურათი რეალობისაგან რადიკალურად განსხვავებულად დაგვანახონ.
უცნობი კოლეჯის სტუდენტებმა შექმენს საინტერესო და ამავე დროს დამაინტრიგებელი ექსპერიმენტი, სადაც გიფის ფორმატის ფოტოსურათში მოათავსეს ცნობილი ადამიანების პორტრეტები, ხოლო მათ შორის შავ ფონზე დახაზეს ჯვარი.
ახალგაზრდები გვთავაზობენ კომფორტულ მანძილზე მიუახლოვდეთ ფოტოსურათს (მისაახლოებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Ctrl + Mouse IN), გაუშვათ გიფი და თვალის დახამხამების გარეშე დავაკვირდეთ პლიუსით მონიშნულ ადგილს, დანარჩენს თავადაც მიხვდებით:
თუ მსახიობების ნაცვლად უცნაური არსებები დაინახეთ მაშინ თქვენ ეს შეძელით!